რა არის ოსტეომიელიტი? - როგორ ამოვიცნოთ ის და გართულებები, რომელიც დაავადების გამწვავებამ შეიძლება გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ოსტეომიელიტი? - როგორ ამოვიცნოთ ის და გართულებები, რომელიც დაავადების გამწვავებამ შეიძლება გამოიწვიოს

- რა არის ოსტეომიელიტი?

- ოსტეომიელიტი ინფექციური ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს ძვლის ქსოვილს და ძვლის ტვინს.

ის ძვლის ტვინიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება ძვალსა და ძვლისაზრდელაზე. სადღეისოდ ოსტეომიელიტის ცნება გულისხმობს ძვლის ყველა ნაწილის - ძვლის (ოსტიტი), ძვლის ტვინის (მიელიტი) და ძვლისაზრდელას (პერიოსტიტი) ანთებას.

იგი ვითარდება ძვალში ინფექციის ენდოგენური (ჰემატოგენური) ან ეგზოგენური გზით მოხვედრის შედეგად.

დღეს, ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების ეპოქაში, ეს დაავადება შესაძლოა ხშირი არ იყოს, მაგრამ მისი მკურნალობა დღემდე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეომიელიტი?

- ოსტეომიელიტის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად - სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, გონოკოკი, სხვა ბაქტერიები, რიკეტსია, სოკო... ძვლის ტვინში ბაქტერიები უმთავრესად სამი გზით იჭრებიან:

  • პირდაპირი გზით, უშუალოდ ჭრილობიდან ძვლების ღია მოტეხილობის დროს;

 

  • ძვლის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებიდან ინფექციის ძვლისაზრდელასა და ძვლის ტვინში გავრცელებისას (ასეთი რამხდება ჩირქოვანი პროცესების - პანარიციუმის, ფლეგმონის - დროს);

  • ჰემატოგენური გზით (ჩირქმბადი ბაქტერიები რომელიმე ჩირქოვანი კერიდან სისხლის ნაკადის საშუალებით ხვდება ძვლის ტვინში).

ინფექციის შეჭრის უკანასკნელი გზა ყველაზე ხშირია. რა გზითაც არ უნდა შეიჭრას ჩირქმბადი ბაქტერია ძვალში, სურათი ერთი და იგივე იქნება. გარედან შეჭრის დროს ანთება ჯერ ძვლისაზრდელაში ვითარდება, შემდეგ გოვერსის მილების საშუალებით ძვლის ქერქოვან შრეზე გადადის და ბოლოს ძვლის ტვინზეც ვრცელდება. ამგვარად, პროცესში მთელი ძვალი და რბილი ქსოვილებია ჩართული. ამ მოვლენას პანოსტიტი ეწოდება.


მიკროორგანიზმების გამრავლებასთან ერთად ირღვევა ძვლის ქსოვილი და წარმოიქმნება ჩირქი. ჩირქის ოდენობა თანდათან იმატებს და ყალიბდება აბსცესი. ძვლის ტვინის არხში წნევა იზრდება, აწვება სისხლძარღვებს, ბლოკავს სისხლის მიმოქცევას, სისხლის თეთრ უჯრედებსა და სხვა აგენტებს, რომლებიც აუცილებელია ინფექციასთან საბრძოლველად. ამის შედეგად მიკრობები შეუფერხებლად მრავლდებიან და ძვლის ახალ-ახალ უბნებს აინფიცირებენ. მკვდარი ძვლის ქსოვილი ცოცხალს სცილდება და ნაწიბუროვანი ქსოვილით შემოისაზღვრება. ძვლის ამ მკვდარ, მოცილებულ ნაწილს სეკვესტრი ეწოდება. ძვლის დარჩენილი, საღი ნაწილი დანეკროზებულის ირგვლივ წარმოქმნის ძვლის ახალ გარსს. ქრონიკული ოსტეომიელიტის დროს პროცესის განმეორებისდაკვალად შესაძლოა შევამჩნიოთ ძვლის რამდენიმე შრე.



- შესაძლოა თუ არა, მწვავე ოსტეომიელიტი გართულდეს?

- უწინარეს ყოვლისა, შესაძლოა, ოსტეომიელიტური კერიდან ინფექცია სისხლის ნაკადის საშუალებით გავრცელდეს სხვა ძვლებში და განვითარდეს ეგრეთ წოდებული მრავლობითი ოსტეომიელიტი. გვხვდება უფრო მძიმე შემთხვევაებიც - ზოგად ჩირქოვან ინფექციას ერთვის მეტასტაზები სხვადასხვა პარენქიმულ ორგანოსა და ქსოვილში. გავრცელებული გართულებაა აგრეთვე მეზობელი სახსრის ანთება. ამ დროს სახსარში გროვდება სეროზული გამონაჟონი.

სახსრის ჩირქოვანი ანთება მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც ჩირქი ეპიფიზიდან სახსარში იხსნება ან ჩირქოვანი ინფექცია სისხლის ან ლიმფის საშუალებით სახსარში იჭრება. ხშირ გართულებას წარმოადგენს ეპიფიზის პათოლოგიური მოცილება და ძვლის პათოლოგიური მოტეხილობაც.

აქვე მინდა ვახსენო ეპიფიზური ოსტეომიელიტი. ოსტეომიელიტის ეს ფორმა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. პროცესი აზიანებს გრძელი (ბარძაყის) ძვლების ეპიფიზურ ნაწილს. პროცესი იწყება ქვემწვავედ, მკვეთრი ტკივილით, განსაკუთრებით - კიდურის მოძრაობის დროს, რის გამოც ბავშვი კიდურს ზოგავს, იძულებით მდებარეობას აძლევს. ტემპერატურა 38-390C-ს აღწევს.

ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებს შორის უმთავრესად ჰემატოგენური ოსტეომიელიტია გავრცელებული. მიკრობები სისხლში ხვდება ინფექციის კერიდან, მაგალითად, დაზიანებული, ანთებითი კბილიდან, იქიდან კი ხელ-ფეხის ლულოვანი ძვლების ტვინის არხში იჭრება.

- როდის შეიძლება ვიეჭვოთ ქრონიკული ოსტეომიელიტი?

- ქრონიკული ოსტეომიელიტის ამოცნობა ძნელი არ არის. მხედველობაში უნდა მივიღოთ დაავადების მწვავე დასაწყისი, პროცესის ლოკალიზაცია გრძელი ძვლების მეტა-დიაფიზურ ნაწილში, სქელი, მოყვითალო ჩირქის დენა, დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა.

წაიკითხეთ სრულად