საყურადღებო ნიშნები, რაც სქოლიოზზე მიუთითებს და ცვლილებები, რაც ორგანიზმში დაავადების დროს მიმდინარეობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საყურადღებო ნიშნები, რაც სქოლიოზზე მიუთითებს და ცვლილებები, რაც ორგანიზმში დაავადების დროს მიმდინარეობას

- რა იწვევს სკოლიოზს?

გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზებს:

  • კუნთოვან-იოგოვანი უკმარისობა - ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, რაც ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს;

  • ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია - სქესობრივი მომწიფების ასაკში, როდესაც ორგანიზმში ხდება ჰორმონული ძვრები, მცირდება ძვლების სიმკვრივე, რაც არასწორი ფიზიკური დატვირთვის დროს ხერხემლის გამრუდებით სრულდება;

  • დისპლაზიური ფაქტორი - დისპლაზიური პროცესები ასუსტებს ძვლოვან ქსოვილს;

  • ნეიროგენული ფაქტორი - ნეიროგენული თეორია სკოლიოზის განვითარებას ნერვული სისტემის პათოლოგიებს უკავშირებს;

 

  • სტატიკურ სკოლიოზს განაპირობებს ზურგისა და მუცლის კუნთების სისტემატური ცალმხრივი სტატიკური დატვირთვა. ასეთია, მაგალითად, პროფესიული და ფუნქციური სკოლიოზები, მათ შორის - სასკოლო სკოლიოზიც. დიდია მათ განვითარებაში კომპიუტერის როლი;

 

  • პათოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ბრტყელი ტერფი და ტერფის მაღალი თაღიც;
  • არსებობს თანდაყოლილი სკოლიოზებიც, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა დარღვევითა და მემკვიდრეობითი ფაქტორებით არის განპირობებული.

სკოლიოზის განვითარებას ასევე ხელს უწყობს რაქიტი, ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები, ტუბერკულოზი, პოლიომიელიტი, ხერხემლის ტრავმები.

I და II ხარისხი შედარებით მსუბუქად მიიჩნევა, განსაკუთრებით - I, რომელიც თითქმის არ არღვევს ორგანოთა ნორმალურ ფუნქციობას. II ხარისხის სკოლიოზი, განსაკუთრებით - იდიოპათიური, უკვე იწვევს მეტ-ნაკლებად გამოხატულ ჩივილებს თავის, კიდურებისა და შინაგანი ორგანოების მხრივ.

III და IV ხარისხის იდიოპათიური სკოლიოზი კი ძალზე სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს. ვითარდება პნევმოსკლეროზი, ე.წ. სკოლიოზური გული, მცირე (ფილტვის) წრეში სერიოზულად ირღვევა სისხლის მიმოქცევა.

ამ ფონზე ხშირია შეგუბებითი ბრონქიტი, ჰეპატიტი, გასტრიტი, პანკრეატიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაზიანება, რაც შესაძლოა ნაწლავების დამბლითაც დასრულდეს, ამიტომ სკოლიოზის ამ ფორმების დროს აუცილებლად დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი. წონისა და ასაკის, ასევე ფიზიკური დატვირთვის მატებასთან ერთად სკოლიოზიან ადამიანებს უჩნდებათ უამრავი პრობლემა არა მარტო ხერხემლის ტკივილის გამო, რაც ნაადრევი ოსტეოქონდროზის განვითარებით აიხსნება და ხშირად მალათაშუა დისკის თიაქრის ჩამოყალიბებით სრულდება, არამედ კიდურების ძლიერი ტკივილისა და მოძრაობის გაძნელების გამოც.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კისერ-გულმკერდის სკოლიოზის როლი შინაგანი ორგანოების პათოლოგიების, მათ შორის - გულის პათოლოგიების (რიტმის სერიოზული დარღვევებით დაწყებული, გულის იშემიური დაავადებით დამთავრებული) და ფილტვის შეგუბებითი პათოლოგიების (მათ შორის - ქრონიკული ბრონქიტის) განვითარებაში, ასევე - კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პათოლოგიების განვითარებაშიც, რაც ამ ორგანოების ინერვაციის დარღვევით არის განპირობებული.

მინდა, ყურადღება გავამახვილო კისრის სკოლიოზის როლზე თავის პათოლოგიების განვითარებაში. ეს დაავადება ხშირად იწვევს სისხლძარღვოვან სპაზმს ვერტებრობაზილარულ აუზში, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დარღვევა გამოიხატება ვერტებრობაზილარული უკმარისობით, რომლის სიმპტომებზე აუცილებლად უნდა შევჩერდე, რათა მშობელმა არც ერთი მათგანი არ დატოვოს უყურადღებოდ:

  • თავის ტკივილი (ხშირად - მოპულსირე), რომელიც უმეტესად ცალმხრივია (ამის გამო პათოლოგიას კისრის შაკიკსაც უწოდებენ), ტკივილი შუბლ-ორბიტალურ არეში, რომელიც ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებათა კლინიკურ სურათს ჰგავს;
  • კოხლეოვესტიბულური სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სმენის დარღვევით, ყურებში ხმაურით, ყურების დაგუბების შეგრძნებით, ასევე - თავბრუხვევით, გარშემო საგნების მოძრაობის მოჩვენებითი შეგრძნებით, მძიმე შემთხვევებში - ძლიერი გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით;
  • ტკივილი თვალბუდის არეში, რომელიც ძლიერდება თვალის მოძრაობის დროს, თვალის დასერვის შეგრძნებით, რომელიც წააგავს თვალის სიმშრალის ნიშნებს; მხედველობის დაბინდვა, თვალწინ მოციმციმე წერტილების გაჩენა, რაც ოფთალმოლოგიური პათოლოგიის იმიტაციას იძლევა;
  • ყელში ლუკმის გაჭედვის, ყლაპვის გაძნელების შეგრძნება, ხახის და საყლაპავის სპაზმი;
  • ხმის ჩახლეჩა პერიოდულად სრულ დაკარგვამდეც კი, ხორხში უცხო სხეულის შეგრძნება, ხშირი ჩახველება, რაც ქრონიკული კატარული პროცესის იმიტაციას იძლევა;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, რომელიც მჟღავნდება მოზარდებთან არტერიული წნევის მერყეობით, ტაქიკარდიით, კარდიალგიით, ტიკური ჰიპერკინეზებით. ამ სიმპტომებს ზოგჯერ თან ახლავს თერმორეგულაციის დარღვევა (სუბფებრილიტეტი), მომატებული ოფლიანობა, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკინეზია, ერექციული უკმარისობა, დისმენორეა, კანის ქავილი და ურტიკარიული (ნეიროგენული) გამონაყარი მთელ სხეულზე, რაც გასათვალისწინებელია ალერგოლოგიის პრაქტიკაში;
  • ასთენიური სინდრომი - შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფსიქოფიზიკური დაღლილობა, გაღიზიანებადობა და უძილობა.

წაიკითხეთ სრულად