ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი
ართროზი სახსრების დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკის მიხედვით, ეს დაავადება დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. გავრცელების კუთხით, ართროზი გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური პათოლოგიების შემდეგ მესამე ადგილზეა.

სამწუხაროდ პაციენტების მომართვიანობა იმდენად დაგვიანებულია, რომ ართროზის მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, პრევენციის მიზნით, პერიოდულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სადიაგნოსტიკო კვლევები.

როგორ ვითარდება ართროზი და რატომ არის ქირურგიული ჩარევა მისი მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი გზა? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ორთოპედია
-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი კვარაცხელია გვესაუბრება.

- რატომ ვითარდება ართროზი და როგორია ამ დაავადების სტატისტიკა საქართველოში?

– ართროზი არის სახსრების დაავადება, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე ფართოდ მოდებული პრობლემაა. სამწუხაროდ, გვიანი მომართვიანობის გამო (როცა ართროზი უკვე მე-3, მე4 ხარისხისაა) მისგან ოპერაციული მკურნალობის გარეშე თავის დაღწევა შეუძლებელია. ართროზი ვითარდება როგორც თანდაყოლილი პათლოგიების, ასევე
შეძენილი დეფორმაციების შედეგად. მისი მკურნალობის ყველაზე წარმატებულ მეთოდად ევროპასა და ამერიკაში ქირურგიული ჩარევა ითვლება, რაც სახსრის სრულ ან ნაწილობრივ ჩანაცვლებას მოიცავს.
საქართველოში მენჯ-ბარძაყის პრობლემა უფრო აქტუალურია, ვიდრე მუხლის სახსრის, რადგან ჩვენი რეგიონი დისპლაზიური, ანუ არასწორად განვითარებული სახსრისკენ მიდრეკილი რეგიონია.

- რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?
–რაც შეეხება სიმპტომებს: სამწუხაროდ, ართროზის ყველაზე ხშირი გამოვლინება სახსარში ტკივილია. ტკივილის შემდეგ ვითარდება მოძრაობის შეზღუდვა, რაც პაციენტს დროთა განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას უკარგავს, ეს მდგომარეობა კი გარდაუვლად ნიშნავს ქირურგიულ ჩარევას სახსრის ფუნქციურად აღდგენისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

რაც შეეხება პრევენციას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კლინიკაში გვაქვს დიაგნოსტიკის მრავალი საშუალება, რომლითაც დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს რომ საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს დაავადება, დაინიშნოს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა და რიგ შემთხვევაში გადავადდეს ქირურგიული ჩარევა.

კვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია დენსიტომეტრია. ოსტეოდენსიტომეტრიის ეს მეთოდი წარმოადგენს უზუსტეს, არაინვაზიურ და სწრაფ მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, ადგენს ძვლის განლევის ხარისხს და მოტეხილობის რისკებს.

ქალბატონებში ყველაზე საყურადღებო პერიოდი, ამ მხრივ, 50 წლიდან იწყება. ამ ასაკის ქალებმა პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ კვლევა.

- ზოგადად, ართროზის რომელი ფორმაა ყველაზე გავრცელებული?
- ართროზის განვითარების რამდენიმე ფორმაა ყველაზე გავრცელებული: მადეფორმირებელი, პოსტ ტრავმული, დისპლაზიური.
დისპლაზიური კოქსართროზის შემთხვევაში ასაკი შეიძება იყოს ძალიან ახალგაზრდა, რადგან დისპლაზიური ართროზი ვითარდება თანდაყოლილი დეფორმაციების შედეგად. რიგ შემთხვევებში პატარა ასაკშივე გვიწევს სახსრების ჩანაცვლება, რათა მოხდეს სხვა სახსრების დაზოგვა, სწორი ბიომექანიკის აღდგენა, რაც საბოლოო ჯამში დაზოგავს სხვა სახსრების რეაქტიულ ცვეთას.

პოსტ-ტრავმული ართროზი ვითარდება ტრავმის მიღების შემდეგ შეცვლილი ნორმალური ანატომიის შედეგად. ამ შემთხვევაშიც ქირურგიული მკურნალობის მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა.
სხვათა შორის, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია რეენდოპროტეზირების საჭიროების შემთხვევები. ეს ნიშნავს იმას, რომ პროთეზის კომპონენტების რესურსი ამოწურულია.

ამ უკანასკნელის დროს ვიყენებთ სცინტიგრაფიულ კვლევას. ის გვიჩვენებს სახსრის რომელი კომპონენტი რამდენადაა დაზიანებული და საჭიროებს თუ არა შეცვლას. ადრე ამ კვლევას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით ვაკეთებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც სცინტიგრაფიული კვლევის ჩატარების საშუალება მოგვეცა, ძირითადად აღნიშნულ კვლევას ვეყრდნობით.

- რა უპირატესობებს ფლობს თოდუას კლინიკა ართროზის ქირურგიულ მკურნალობაში?
- თოდუას კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ მაქსიმალურად დამზოგველ ოპერაციებს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მცირე განაკვეთით, პრაქტიკულად, კუნთოვანი სისტემის დაზიანების გარეშე, იმპლანტი თავსდება სახსარში. სწორედ ამგვარი ოპერაცია გვაძლევს პაციენტების სწრაფი გააქტიურების საშუალებას. ოპერაციიდან 8-10 საათის შემდეგ ისინი იწყებენ სიარულს და მეოთხე-მეხუთე დღეს პრაქტიკულად თავიანთი ფეხით ტოვებენ კლინიკას. ასეთი ოპერაციისას შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი და პაციენტს რეალურ სახსართან მიახლოებული მოძრაობის შესრულება შეუძლია.

რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმ იმპლანტებით, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში ყველაზე აქტიურად გამოიყენება.

- როგორია კლინიკის გეგმები ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით?
- ძალიან მალე კლინიკაში გვექნება ართროსკოპი - აპარატი, რომლითაც ხდება აბსოლუტურად ყველა სახსრის დათვალიერება. იანვრიდან მკურნალობის ეს საშუალება აქტიურად დაინერგება ჩვენთან და ის როგორც დიაგნოსტიკაში, ისე ენდოსკოპიური მეთოდით მრავალი ოპერაციის ჩატარებაში შეგვიწყობს ხელს.

ართროსკოპია სახსრის ქირურგიული მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც შევდივართ სახსარში და ვათვალიერებთ სახსარს. აღნიშნული მეთოდი გვაძლევს საშუალებას სახსრის დაზიანებული უბნის ნაწილობრივი ან სრული ამოღება/ჩანაცვლება განვახორციელოთ.

მაგალითად, თუ სახსარში გვაქვს მხოლოდ მცირე დაზიანებული უბანი, ართროსკოპიის საშუალებით ჩვენ ძალიან დამზოგველად ვიღებთ აღნიშნულ დაზიანებულ უბანს, ვაფასებთ ხრტილის მდგომარეობას, რაც იძლევა საშუალებას პოსტოპერაციულად პაციენტს დაენიშნოს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა, რათა სახსრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყნებული.

სიახლეა ისიც, რომ ჩვენი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ცნობილი ფრანგი ორთოპედის, პროფესორი ფ. ფარიზონის თანამშრომლობა ჩვენს კლინიკასთან. პროფერი ფარიზონი აქტიურად მოღვაწეობს სენტ-ეტიენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. არის იტალიის საფეხბურთო ნაკრების კონსულტანტი და არაერთი ცნობილი იტალიელი სპორტსმენის ორთოპედი.

მასთან თანამშრომლობითა და მისი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებით დაიგეგმება ჩვენი პაციენტების ქირურგიული მკურნალობა უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის - 8პლასტირი
ფასი: 44.9
ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის-90აბი
ფასი: 66.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
სახსრების ტკივილით, შეშუპებითა და მოძრაობის შეზღუდული უნარით 65 წელს გადაცილებული ადამიანების 90% იტანჯება.
ძვლების სიმყიფეს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: საკვებ რაციონში რძის პროდუქტების სიმცირე ან მათი ცუდად შეთვისება, მზის სინათლის
ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.
ხანდაზმული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია К1 ვიტამინის დონის კონტროლი. აღნიშნული ვიტამინის (ფილოქინონი)
(ართროპლაზმოლიფტინგი და მისი ეფექტები) ტერმინი პლაზმოლიფტინგი ბევრისათვის ცნობილია როგორც გამაახალგაზრდავებელი პროცედურა,
ოსტეოპოროზი ძვლის ქსოვილის პათოლოგიური გამეჩხერებაა, განპირობებული ორგანიზმში კალციუმის
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად