ორთოპედია

რა არის მალთაშუა დისკის თიაქარი და როგორ უნდა უმკურნალოთ მას

რა არის მალთაშუა დისკის თიაქარი და როგორ უნდა უმკურნალოთ მას
ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.
ხერხემლის ტკივილი ბევრ ადამიანს აწუხებს და გარკვეულ ასაკში ეს ტკივილი სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემებში გადაიზრდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ამ საკითხს ყურადღებით მივუდგეთ. ხერხემლის სიჯანსაღეზე ზრუნვა პრობლემის აღმოჩენამდე უნდა დავიწყოთ. პრობლემებს კი ცხოვრების არაჯანსაღი წესი, არაჯანსაღი კვება, სიმსუქნე, სიმძიმეები ხშირი აზიდვა იწვევს. ხერხემლის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემებია ოსტეოქონდროზი და მისი ერთ-ერთი გამოვლინება მალთაშუა დისკი თიაქარი.

ამ პრობლემასა და მისი მოგვარების დეტალურად სასაუბროდ "ნიუ ჰოსპიტალსის" ნეიროქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ირაკლი
თოიძეს
მივმართეთ.

ბატონო ირაკლი, ხერხემლის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა რა არის?

ხერხემლის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ხერხემლის ოსტეოქონდროზია. ეს არის დისტროფიულ დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული ხერხემლის სვეტის პათოლოგია. ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება კი მალთაშუა დისკის თიაქარია.

რა არის ხერხემლის პრობლემებისა და ზოგადად, თიაქარის
გამომწვევი მიზეზები?
გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორებსაც. გენეტიკური ფაქტორების გარდა, ხერხემლის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ავიტამინოზმა, ჰიპოვიტამინოზმა, ენდოკრინოლოგიურმა პრობლემებმა, სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმებმა, ინფექციებმა.

თიაქარი როგორ გამოვლინდება?
მალთაშუა დისკის თიაქარი ძირითადად აზიანებს ხერხემლის წელისა და კისრის ნაწილს. როგორც წესი, წელის თიაქარი კლინიკურად გამოვლინდება წელის ტკივილით და შესაძლებელია, იყოს ტკივილის ირადირაცია ფეხებში. დისკის თიაქარი ფესვზე ზეწოლით იწვევს ტკივილის ქვედა კიდურში. ასევე, შესაძლებელია ქვედა კიდურებში ძალის დაქვეითება და შარდვის ფუნქციის მოშლა.
რაც შეეხება კისრის დონეზე მალთაშუა დისკის თიაქარს, ამ შემთხვევაში ორის სახის გამოვლინებას ვხვდებით: რადიკულოპათია ანუ ფესვზე ზეწოლის გამო ტკივილის სინდრომი და მიელოპათია, როდესაც დისკის თიაქარი არის იმდენად გამოვარდნილი, რომ იგი იწვევს ხერხემლის სვეტის სტენოზს, რის გამოც ხდება ზეწოლა ზურგის ტვინზე.
რადიკულოპათია ყველაზე მეტად გავრცელებული გამოვლინებაა.

როგორ ხდება თიაქრის მკურნალობა და რა შემთხვევაშია საჭირო ქირურგიული ჩარევა?
საწყის ეტაპზე მკურნალობას ვიწყებთ კონსერვატიული მეთოდებით, რაც მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას. გარკვეული დროის შემდეგ თუ მკურნალობა უეფექტოა და სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება. ნეიროქირურგიაში ეს არ ითვლება რთული კატეგორიის ოპერაციად. "ნიუ ჰოსპიტალსში" ხერხემლის თიაქრის ოპერაციები ყოველდღიურად წარმატებით ტარდება.

ოპერაცია რამდენი ხანი გრძელდება და როგორ ხდება პაციენტის მომზადება?
ოპერაციის ხანგრძლივობა 1-1,5 საათია. თუმცა რიგ შემთხვევებში პროცედურა 1 საათსაც არ გრძელდება ხოლმე. ოპერაციის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევა. მას ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჯერ პრობლემა უნდა მოგვარდეს და ამის მერე ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.

mkurnali.ge

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია რამდენად რთული პროცესია?
რეაბილიტაციის პროცესი დამოკიდებულია პაციენტის საწყის მდგომარეობაზე. თუ მას სერიოზულად გამოხატული მიელოპათია აქვს, რეაბილიტაცია შესაძლოა გახანგრძლივდეს. სტანდარტულად კი პაციენტი ოპერაციის მეორე დღეს დგება ფეხზე და მესამე დღეს ეწერება კლინიკიდან.

"ნიუ ჰოსპიტალსი" ხერხემლის ქირურგიის მიმართულებით რა გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს?
ზოგადად, "ნიუ ჰოსპიტალსი" გამორჩეულად მაღალტექნოლოგიური კლინიკაა. ჩვენი მიმართულებაც გამორჩეულია იმით, რომ ძალიან მაღალტექნოლოგიური აპარატურა გვაქვს ყველა ეტაპზე. ეს ეხება როგორც დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, ისე საოპერაციო აღჭურვილობას.

ხერხემლის დაავადებების პრევენცია როგორია?
პირველ რიგში, უნდა ერიდოთ ხერხემლის ტრავმებს. სასურველია, თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაიცავთ და ჯანსაღად იკვებებით. კარგია ცურვა და ფეხით სიარულიც.
წელის ტკივილი თითქოს უმნიშვნელო პრობლემაა, მაგრამ როდესაც ის ინტენსიურ სახეს იღებს, აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს. დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ანამნეზსაც. აუცილებლად უნდა ჩატარდეს კვლევები, რომ სერიოზული პრობლემების, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადების გამორიცხვა მოხდეს. თიაქრის აღმოჩენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ჯერ მედიკამენტოზური და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა.

ირაკლი თოიძესთან კონსულტაციაზე ჩასაწერად, დაუკავშირდით "ნიუ ჰოსპიტალსის" ქოლ ცენტრს 2 190 190
რეკომენდებული პროდუქტები
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის - 8პლასტირი
ფასი: 44.9
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად -30აბი
ფასი: 44.4
მსგავსი სიახლეები
დღის მშვიდად ნაყოფიერად გატარების შემდეგ, სახლის გზაზე მიმავალს, როცა დედაქალაქის თითქმის ყველა სანახაობა დაათვალიერა,
08-08-2019
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
16-07-2019