შეიძლება თუ არა სკოლიოზიანი ბავშვების სპორტით დატვირთვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა სკოლიოზიანი ბავშვების სპორტით დატვირთვა

უკუნაჩვენები სკოლიოზიანი ბავშვებისათვის? ეს საკითხები ბევრი მშობლისთვის აქტუალური და საინტერესოა!

სკოლიოზი ტანდეგობის ფართოდ გავრცელებული დარღვევაა, განპირობებული ხერხემლის გამრუდებით. ბავშვებთან ეს პათოლოგია, ჩვეულებრივ, ადრეულ სტადიებზე მსუბუქად არის გამოხატული, შესაბამისად, სპორტი ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ბუნებრივია, იბადება კითხვა - სპორტის რა სახეობა უნდა შევურჩიოთ ბავშვს? როგორ დავტვირთოთ ის? რადგან ზოგიერთი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა ავნოს ბავშვს, გააუარესოს მისი მდგომარეობა და გააღრმაოს პათოლოგია.

სკოლიოზის ხარისხები

ბავშვთა სკოლიოზი შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია, რომ ეს პათოლოგია პროგრესირებს, ამიტომაც აუცილებელია იმის ცოდნა, როგორი, რა ხარისხისაა სკოლიოზი, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ფიზიკური დატვირთვის შერჩევა. ბავშვთა სკოლიოზი, უხშირესად, I-II ხარისხისაა. ნორმიდან გადახრა ასეთ დროს დიდი არ არის, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. III-IV ხარისხის სკოლიოზის დროს უარესდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, დაავადებამ შესაძლოა სხვა სისტემების ფუნქციობაზეც იმოქმედოს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე. შესაბამისად, III-IV ხარისხის სკოლიოზის დროს უფრო მეტად იზღუდება ფიზიკური ვარჯიში, ვიდრე საწყისი ფორმების დროს. ზუსტი რეკომენდაციების გაცემა ექიმ-ორთოპედის კომპენტენციაა.

აუცილებელია იმის ცოდნა, რატომ არის საშიში სკოლიოზი. სხეულის სიმეტრიის ამ პათოლოგიამ შესაძლოა სხვა დაავადებებიც გამოიწვიოს. დატვირთვის არათანაბარი გადანაწილების გამო მოსალოდნელია ბრტყელტერფიანობის ან კიდევ სახსრების პათოლოგიის - ართრიტის ან ართროზის განვითარება. ხერხემლის გამრუდება ზოგჯერ იწვევს არითმიას, ბრონქიტს, ბრონქოპნევმონიას. ხდება პათოლოგიური დატვირთვა ხერხემლის გარკვეულ ნაწილებზე, რაც აღრმავებს დეგენერაციულ პროცესებს ხერხემლის დისკებში (იშლება ხერხემლის ქსოვილები).

ზოგადი ჩვენებები

ფიზიკური ვარჯიშები სკოლიოზის დროს უნდა იყოს სიმეტრიული, მშვიდი, რეგულარული და ყველა ჯგუფის კუნთს, მათ შორის - ზურგის კუნთებსაც, ამაგრებდეს.

სკოლიოზის დროს არ არის რეკომენდებული:

  • სხეულის ერთ მდგომარეობაში (პოზიციაში) ხანგრძლივად დაყოვნება, აუცილებელია გავარჯიშება და ზურგის მოდუნება ყოველ 1-2 საათში;
  • სიმძიმეების ერთი ხელით ტარება, ჩანთის ერთ მხარზე გადაკიდება და ტარება, ბავშვებისათვის უმჯობესია ზურგჩანთების გამოყენება;
  • მკვეთრი მოძრაობების შემცველი ვარჯიშების შესრულება, მაგალითად, ვარდნების, მალაყების, ძლიერი ხტომებისა და სხვა.

სპორტის რომელი სახეობაა არასასურველი

ყველამ იცის, რომ სკოლიოზი სხეულის სერიოზული დეფექტია, ამიტომაც სპორტის ნებისმიერი სახეობის პროფესიულ დონეზე მიმდევრობა უკუნაჩვენებია. ეს განპირობებულია იმით, რომ პროფესიონალურად მომზადებისათვის აუცილებელია ინტესიური ვარჯიში, რაც სკოლიოზის დროს არ შეიძლება.

სამოყვარულო ვარჯიშების კონტექსტიდან კი სკოლიოზიანი ბავშვები უნდა მოერიდონ:

  • არასიმეტრიულ სპორტს (ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფარიკაობა);
  • ხერხემალზე ვერტიკალურ დატვირთვებს (სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და საცხენოსნო სპორტი);
  • სპორტის ტრავმულად საშიშ სახეობებს (კრივი, ძიუდო, ორთაბრძოლა, ჰოკეი);
  • ისეთ აქტივობებს, რომლებთანაც გადახრით მკვეთრი მობრუნებებია შეუღლებული (ცურვა კროლის სტილში);
  • სპორტის იმ სახეობებს, რომლებიც სიმძიმეების აწევას უკავშირდება (მძიმე ათლეტიზმი).

სკოლიოზის დროს აკრძალულია სირბილი, რადგან ამ დროს სხეული ირყევა, რყევა კი უარყოფითად აისახება ხერხემალზე. ორთოპედები ნებას რთავენ დამზოგველ დატვირთვას: სირბილს არა ასფალტზე, არამედ სპეციალურ რეზინის ან გრუნტის სარბენ ბილიკზე. სირბილი ზომიერი უნდა იყოს, ზურგი ამ დროს არ უნდა იღლებოდეს. ჩვეულებრივ ყოფაში ბავშვებისათვის სირბილისა თუ ხტუნვის შეზღუდვა მეტად ძნელია. ამიტომ, ამორტიზაციული ტრავმების ასარიდებლად, სპეციალისტები სპეციალური ორთოპედიული ღაბაშების ტარებას ურჩევენ.

რომელი სპორტია რეკომენდებული

ნაკლებმოძრავი და მით უფრო, უმოძრაო ცხოვრება ასევე არ არის საუკეთესო გადაწყვეტა სკოლიოზის დროს. სპორტის ზოგიერთი სახეობა შესაძლოა გაუმკლავდეს კიდეც პათოლოგიას:

1) ცურვა - ნაკლებად საშიში სპორტია აღნიშნული პათოლოგიის დროს. რეკომენდებულია ცურვა ბრასის სტილში ან ზურგზე. ცურვა თანაბარზომიერ დატვირთვას ახდენს ზურგზე, ზურგის კუნთებს დამზოგველ რეჟიმში აიძულებს ფუნქციობას, განამტკიცებს ტანდეგობას და ადუნებს ხერხემალს. სკოლიოზის ცურვით მკურნალობის დროს საჭიროა სპეციალისტის დახმარება, რათა მან დაავადების ხარისხზე დამოკიდებულებით შეარჩიოს სპეციალური ვარჯიშები;

2) ციგურაობა და თხილამურებით სრიალი - ეს აქტივობები სასარგებლო იქნება სკოლიოზიანი ბავშვებისათვის იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება აჩქარებაზე (სიჩქარის მომატებაზე) მიმართული. აუცილებელია ისეთი სიტუაციების არიდებაც, რომლებიც ვარდნისა და ტრავმირების რისკებს მოიცავს. თუ ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული, მაშინ აღნიშნული სპორტის სახეობები არათუ არგებს, გამოაჯანმრთელებს კიდეც ბავშვს. ციგურაობაც და თხილამურებით სრიალიც დადებითად მოქმედებს ზურგის კუნთებზე, ამაგრებს მათ;

3) სიარული - სკოლიოზის დროს სირბილზე მეტად უკეთესია ფეხით სიარული ან კიდევ სკანდინავიური სიარული ჯოხებზე დაყრდნობით;

4) სამკურნალო ფიზკულტურა – შედის სკოლიოზის სამკურნალო პროგრამაში. ვარჯიშებს მკურნალი ექიმი შეიმუშავებს. ვარჯიში ხშირად შერწყმულია მასაჟსა და მკურნალობის სხვა მეთოდებთან;

5) სამეჯლისო თუ სხვა სახის ცეკვა – ხერხემალს პლასტიკურობას და მოქნილობას ანიჭებს.

დასასრულ კი - სკოლიოზი არ არის განაჩენი! პირიქით, სპორტის ბევრი სახეობა - ცურვა, ციგურაობა, თხილამურებზე სრიალი, ცეკვა, სამკურნალო ფიზკულტურა მიმართულია პათოლოგიის პროფილაქტიკასა და აღმოფხვრაზე.

მთავარია გახსოვდეთ, ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა სკოლიოზის დროს უნდა იყოს ზომიერი, წარიმართოს დამზოგველად და არ გამოიწვიოს მტკივნეული შეგრძნებები ზურგის არეში.