დაავადება ბავშვებშიცაა გავრცელებული, რასაც მშობლები ხშირად სახელმძღვანელოებსა და მძიმე სასკოლო ჩანთებს უკავშირებენ, თუმცა მედიკოსების თქმით, სქოლიოზს მხოლოდ მძიმე ნივთების ტარება არ იწვევს.
აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მათი პრევენციის საშუალებების დასადგენად ALLNEWS.GE ექიმ-ორთოპედ ბუბა შალამბერიძეს ესაუბრა. ექიმის თქმით, აღნიშნული დაავადება ყოველთვის გავრცელებული იყო, თუმცა მაჩვენებლის ზრდა გახშირებულმა მომართვიანობამ გამოიწვია, რაც ცნობადობის ამაღლებასა და დაინტერესების მატებასთანაა დაკავშირებული.
ბუბა
ამ ასაკის შემდეგ ხერხემალი მეტ-ნაკლებად ფორმირებულია და პროგრესს, როგორც წესი, აღარ განიცდის. 20 წლის შემდეგ სასურველია, მასზე ნაკლები ტკივილი და ნაკლები პრობლემები გვქონდეს, თუმცა ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად ეს შეუძლებელია", - აღნიშნავს ექიმი.
ორთოპედი, სქოლიოზის მეორად მიზეზად კვებასა და ვიტამინების დეფიციტსაც ასახელებს. "კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, მოსახლეობასა და პაციენტებს აქცენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე აქვთ ანუ ისინი მხოლოდ ექიმებისგან ელოდებიან შველას, თუმცა სახლის პირობებში სრულიად შესაძლებელია ისეთი ღონიძიებების გატარება, როგორიც არის სწორი ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება. აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების, რძის პროდუქტების, ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ეს არის ორგანიზმისთვის აუცილებელი და იმ შემთხვევაში, თუ ის მსგავს პროდუქტებს ვერ იღებს, რა თქმა უნდა, მსგავსი დეფორმაციებისკენ მიდრეკილია", - აღნიშნა ბუბა შალამბერიძემ. განაგრძეთ კითხვა