ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები

ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები
მობილური მოწყობილობების მავნებლობაზე დღეს ბევრი იწერება. ამჯერად თქვენს ყურადღებას მათ მიერ მიყენებულ კიდევ ერთ ზიანზე შევაჩერებთ. ახალი კვლევებით ირკვევა, რომ მობილურ მოწყობილობებს უკავშირდება ხერხემლის დაჭიმულობა და ზურგის ტკივილი; თურმე ტექსტური შეტყობინების დაწერა (აკრეფა) ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს. წარმოიდგინეთ, პლუს 20 კგ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივ შეტყობინებას წერთ!

მობილური ტელეფონების სისტემატურად გამოყენება ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის - კისრის ლორდოზის რამდენადმე "გასწორებას" იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს, განსაკუთრებით მოზარდებთან.

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ
ადამიანი მობილურ მოწყობილობას დღეში 2-4 საათს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. ამოდის, რომ ქირურგებს სულ უფრო მეტი პაციენტი ეყოლებათ, განსაკუთრებით მოზარდი ასაკის, რადგანაც მუდმივად არასწორ პოზაში ყოფნა (ჯდომა) ხერხემლის ქრონიკულ გამრუდებას იწვევს. რაღაც ეტაპზე აუცილებლად იგრძნობთ, რომ
ვეღარ იმართებით, მაგრამ უკვე გვიანი იქნება - გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

ბუნებრივია, ტექნოლოგიურ პროგრესზე უარს ვერ ვიტყვით, თუმცა, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ სხეულის პოზა და ხერხემლის მდგომარეობა. თუ ყურადღებას გაამახვილებთ და ტელეფონით ხელში მოხრილ-მოკუზული არ იჯდებით, ხერხემლის პრობლემებს აირიდებთ!

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
არსებობს ექიმამდელი დახმარების ორი ძირითადი წესი, რომლებიც ხერხემლის დაზიანებისთანავე უნდა შესრულდეს:
13-09-2021
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.
16-07-2019
1) საკვების მიღებისას კონცენტრირდით მხოლოდ ჭამის პროცესზე! ჭამის დროს ბევრი მობილური მოწყობილობით ან
06-05-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ტერფის ძვლოვანი წანაზარდების მკურნალობის უამრავი მედიკამენტური თუ ხალხური საშუალება არსებობს.
თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად იხვეწება და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს ტრავმატოლოგიის მიმართულებით.
განგლიონი (განგლიონური ცისტა) ჟელატინისმაგვარი ნივთიერების შემცველი შესივებაა ხელებსა ან მაჯაზე.
სკოლიოზის შესახებ გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ გურგენიძე:
ოსტეოპოროზი არის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარე დაავადება, რაც ზრდის მოტეხილობების
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად