რატომ უნდა იაროს ბავშვმა შიშველი ფეხებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა იაროს ბავშვმა შიშველი ფეხებით

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევათა პროფილაქტიკური საშუალებაა. ეს სადღეისოდ მეცნიერულადაა დასაბუთებული. ფეხშიშველი სიარული განსაკუთრებით გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კი ეს ჩვევა დღემდე “ეგზოტიკად” რჩება.

გერმანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რა გავლენას ახდენს ფეხსაცმლით სიარული და რა შედეგს იძლევა შიშველი ტერფებით გადაადგილება მოზარდი ორგანიზმის მოტორული უნარების კუთხით. ამისათვის მათ 6-18 წლამდე ასაკის 810 ბავშვსა და მოზარდს ჩაუტარეს მოძრაობითი ტესტები. კვლევაში მონაწილე პირები შერჩეული იყვნენ როგორც სამხრეთ აფრიკის დასავლეთ რეგიონის რამდენიმე სოფლიდან, ასევე ჩრდილოეთ გერმანიის რამდენიმე ქალაქიდან.

მონაწილეებთან განისაზღვრებოდა და ფასდებოდა სამი მაჩვენებელი - ბალანსირების უნარი, სიგრძეში ხტომა და 20-მეტრიანი სპრინტი. აღმოჩნდა, რომ აფრიკელმა ბავშვებმა, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ფეხშიშველი სიარულს, გაცილებით მეტი ქულა მოაგროვეს პირველი ორი პუნქტის მიხედვით, ვიდრე მუდმივად “ფეხშემოსილმა” მათმა თანატოლებმა. ასეთივე განსხვავება იკვეთებოდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა, განსაკუთრებით გამორჩეულნი იყვნენ 6-10 წლის ბავშვები.

“ჩვენი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ძირითადი მოტორული უნარების განვითარება ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფეხშიშველი სიარულის რეგულარულ პრაქტიკასთან. ცხადია, ფეხსაცმელზე სრულად უარის თქმა ჩვენი კლიმატის პირობებში შეუძლებლია, თუმცა, სახლში ფეხშიშველი სიარულს არაფერი უდგას წინ, ეს დიდწილად სასარგებლოცაა”, - აღნიშნავენ ავტორები.

თინათინ გოცაძე

ამავე თემაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე