იმპეტიგოს განვითარების მიზეზები, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებები
ასრულებს მიკროტრავმა, კანის მაცერაცია, კოკების პათოგენური შტამების მოხვედრა. იგი შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული, როგორც ქავილით მიმდინარე სხვადასხვა დერმატოზის, მაგალითად ეგზემის, მუნის, პედიკულოზის გართულება.
იმპეტიგოს სიმპტომები
განარჩევენ სტაფილოკოკურ, სტრეპტოკოკურ და სტრეპტოსტაფილოკოკურ იმპეტიგოს.
სტრეპტოკოკური იმპეტიგო იწყება მცირედ შემაღლებული პერიფერიისკენ მზარდი ფლიგტენის (ბუშტუკის ტიპის ღრუ ელემენტი 2-10 მმ დიამეტრით) წარმოქმნით. ფლიგტენის შიგთავსი თავიდან გამჭვირვალეა, შემდეგ იმღვრევა და სწრაფად შრება ღია ყვითელი ქერქების წარმოქმნით, რომლებიც 5-7 დღეში ძვრება, რის შემდეგადაც რჩება დეპიგმენტაცია.
სტაფილოკოკური იმპეტიგო (ფოლიკულიტი)-სტაფილოკოკით გამოწვეული თმის ფოლიკულის ანთებითი დაზიანებაა. ფოლიკულიტი შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული ფოლიკულიტი ხასიათდება მრავლობითი მცირე ზომის (1-2მმ) ჩირქოვანი წარმონაქმნით, რომლის ცენტრშიც თმის ღერია და შემოსაზღვრულია ვიწრო ვარდისფერი არშიით. 3-4 დღეში მისი შიგთავსი შრება, წარმოიქმნება ყვითელი ქერქები, რომელიც კანიდან უკვალოდ შორდება. ღრმა ფოლიკულიტისას, კანზე წარმოიქმნება მტკივნეული, წითელი ფერის 5მმ ზომის კვანძები, ცენტრში ჩირქით. რამოდენიმე დღეში კვანძი გაიწოვება ან ჩირქდება და იხსნება. ასეთი კვანძის შეხორცების შემდეგ ხშირად რჩება ნაწიბური.
შერეული (სტრეპტოსტაფილოკოკური) ანუ ვულგარული იმპეტიგოს დროს ფლიგტენის შიგთავსი ჩირქიანია. ქერქების მოშორებისას შიშვლდება სველი ეროზიული ზედაპირი.
ვულგარული იმპეტიგო ჩვეულებრივ, სახეზე და კანის სხვა ღია უბანზე ვითარდება. მკურნალობის გარეშე გამონაყარი გავრცელებულ სახეს იღებს - ინფექცია კანის ახალ უბანზე ხელებითა და თეთრეულით გადადის.
მკურნალობა
დაზიანებული კანის და მასთან მიმდებარე უბნების წყლით დაბანა არ შეიძლება. საჭიროა მათი გაწმენდა დღეში 2-ჯერ 2% სალიცილის ან ქაფურის სპირტით. საჭიროა მადენზიფიცირებელი კრემებისა და მალამოების გამოყენება. არაა რეკომენდებული შეხვევა. მკურნალობა გრძელდება 5-10 დღე ეროზიის სრულ ეპითელიზაციამდე. შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპიაც სხეულის ტემპერატურის მომატების ან ტოქსიკოზის შემთხვევაში.
დაავადების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ინდივიდუალური პირსახოცისა და თეთრეულის გამოყენება.
ლალი ჩხიკვაძე