რა არის ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეძლეს. ამ სფეროს კვლევით ბრედფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო სპეციალისტები იყვნენ დაკავებულნი. ისინი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ დაკვირვებას, რომელშიც ტყუპებიც მონაწილეობდნენ.
უფრო სტრესული გრაფიკით მცხოვრებნი რამდენადმე უფრო ადრე ჭაღარავდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს იდენტური გენები ჰქონდათ.
გარდა ამისა, თმის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე გავლენას ახდენდა მავნე ჩვევები. ძლიერი სტრესის შედეგად ადამიანი შეიძლება რამდენიმე საათში დაიფაროს ჭაღარით. ევროპული რასის 12%-ს გააჩნია უნიკალური გენი, რომელიც სწორედ ადრეული გაჭაღარავების მიზეზია.