მზისგან დამცავი საშუალებების 73% უსარგებლო აღმოჩნდა
სპეციალისტებმა ასევე გამოარკვიეს, რომ ბევრი მისი კანისთვის შეუფერებელ მზისგან დამცავ საშუალებას ყიდულობს, რის გამოც ისინი ეფექტური არაა.
მზისგან დამცავი საშუალება ფრთხილლად და თანაბრად უნდა წავისვათ კანის იმ უბანზე, რომელიც მზის ზემოქმედებას განიცდის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მზისგან დამცავი კრემები არა 8, არამედ 3-4 საათი მუშაობს. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ საშუალებები მზისგან დამცავი ფაქტორით, არანაკლებ 30.
მკვლევარებმა მიიღეს ნაერთი, რომელიც უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივების А სპექტრისგან კანის უპრეცედენტო დონის დაცვას. მზისგან დამცავი საშუალებების უმეტესობა კანს იცავს მხოლოდ В სპექტრისგან, მაგრამ არა А-სგან. სხვათა შორის სწორედ ეს სხივები იწვევს ფოტოდაბერებასა და კანის კიბოს.
ლალი ჩხიკვაძე