როგორ ვუმკურნალოთ ტერფის სოკოს
დაბანილი ტერფები, განსაკუთრებით – ნაკეცები, ვაფლისებური პირსახოცით კარგად გაიმშრალოთ. უნდა ერიდოთ ფეხების გაოფლინებას. თუ ტერფის სოკოს იოლი ფორმა გაქვთ (მხოლოდ აქერცვლას აქვს ადგილი),მაშინ უნდა იხმაროთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება და სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია, მათი აქტიური ნივთიერება ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩეოდეს (ასეთია, მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები). მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ შედეგი 3-4 დღეში ვერ შეამჩნიეთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან შესაძლოა შინაგანი მიღების პრეპარატებით მკურნალობაც დაგჭირდეთ.
თუ ეპიდერმოფიტიის შედეგად გაქვთ ტერფებზე მწვავე ანთებითი მოვლენები, მას იმავე პრინციპით მკურნალობენ, რომლითაც მწვავე ეგზემას. ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები (ხსნარები - კასტელანი, ნიტროფუნგინი, მალამოები - მიკოსეპტი, მიკოზოლინი, 5-10%-იანი გოგირდ-კუპრი, ვილკინსონი).
გარდა ამისა აუცილებელი ფეხსაცმლის სპეციალური დამუშავება _ ფეხსაცმელები გულდასმით დაამუშავეთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ ის გარედან, შემდეგ შიგნით: ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის ,,ცხვირში" და ჰერმენტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით სუნის გასანეიტრალებლად.