ლოსიონები და ნიღბები ცხიმიანი კანისთვის
გთავაზობთ ცხიმიანი კანის მოვლის რამდენიმე საშუალებას:
ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით. * სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.
მ ა რ ი ლ ი ა ნ ი პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.
ა ლ ო ე
ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.
ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
* ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს. ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროვებს ფორებსაც.
* მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს. ნიღბები ცხიმიანი კანისათვის
ს ტ ა ფ ი ლ ო
1 ცალ მოზრდილ, წვნიან სტაფილოს ხეხავენ. უმატებენ ცოტა ბავშვის პუდრას და მიღებულ მასას იდებენ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს.
პ ო მ ი დ ო რ ი
პომიდორს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის.
კ ო მ ბ ო ს ტ ო
კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით..
ბ ა ვ შ ვ ი ს პ უ დ რ ა
1 სუფრის კოვზ ბავშვის პუდრას ხსნიან 3%-იან პერეკისში და ისმევენ სახის კანის ცხიმიან უბნებზე. არ შეიძლება თვალებთან ახლოს!
მ ა რ წ ყ ვ ი დ ა კ ვ ე რ ც ხ ი
1 კვერცხის ცილას თქვეფენ და უმატებენ 2 ს.კ. მარწყვს (დაჭყლეტილს) თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 15-20 წთ. შემდეგ იბანენ თბილი წყლით.
ქ ა ტ ო
ცხიმიან კანს უხდება ქატოს (ხორბლის ფქვილის ანაცერი) ნიღაბი. ამისათვის ქატოს ურევენ რძეში და იდებენ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახეს იბანენ თბილი წყლით. იხილეთ აგრეთვე