როგორ ვუმკურნალოთ ნიკაპზე გამონაყარს
პირველ რიგში უნდა განიკურნოთ შინაგანი დაავადებებისგან, რომელიც ხშირად ამ ჩივილის მიზეზია. ეს მიუთითებს ენდოკრინული და საჭმლის მომნელებლი სისტემის დარღვევაზე; ზუსტი მიზეზის დასადგენად კი უნდა მიმართოთ ექიმს. ყურადღება უნდა მიექცეს კოსმეტიკურ პროცედურებსაც. ყველაზე ეფექტური მეთოდი კვანძოვანი გამონაყარისა და ნაწიბურებისთვის არის ოზონოთერაპია.
ჩვეულებრივ მიზეზი არის ხოლმე საკვერცხეების არასწორი მუშაობა;
მკურნალობა იწყება ჰორმონალური ფონის კვლევით. უნდა განისაზღვროს მამაკაცური ჰორმონების დონე ორგანიზმში.
მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს:
* იმუნიტეტის დაქვეითება;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტი; საკვების არასრული ათვისება, რაც იწვევს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რომელთა ნაწილი გამოდის გარეთ, კანზე.
* ნიკაპზე გამონაყარი შეიძლება პროვოცირებული იყოს არასწორი კვებით, ცხოვრების წესით, მავნე ჩვევებით, არასწორი ჰიგიენით (მაგალითდ თუ ჩვევად გაქვთ ნიკაპის ხელით წვალება - არა აქვს მნიშვნელობა ხელი სუფთა იქნება თუ ჭუჭყიანი);
არანაკლებ მნიშვნელოვანია მემკვიდრეობაც.
ექიმთან მისვლის და მიზეზის დადგენის პარალელურად გაითვლისწინეთ ასეთი რჩევები:
* დილით გაიწმინდეთ ნიკაპი ყურძნით, იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც დეზინფექციას უკეთებს კანის ზედა შრეებს, ასევე ყურძენი შეიცავს მჟავას, რომელიც აქრობს აკნეს.
მიაკითხეთ კოსმეტოლოგიურ სალონს, სადაც შემოგთავაზებენ სხვადასხვა მეთოდს: სახის ჰიგიენურ წმენდას; ქიმიური პილინგი; მეზოთერაპია; მკურნალობა თხევადი აზოტით; ლაზერული თერაპია. იხილეთ აგრეთვე