იოდი, ძმარი და ხალის გადაკვრა? – რატომ არის სახიფათო „ხალხური მეთოდები“ და როგორ დავიცვათ თავი მელანომისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ვერავითარი რუჯი ვერ იქნება უფრო ღირებული, ვიდრე ჯანმრთელი კანი,“ – მითები ხალებზე და კანის კიბოს პრევენცია: ინტერვიუ ნინო მოსაშვილთან

მზის დამწვრობა ბავშვობაში და კანის სიმსივნის რისკი მომავალში – როგორ დავიცვათ პატარები ზაფხულში

კანის კიბოსა და მელანომის შემთხვევების მატებასთან ერთად, მზისგან დაცვისა და ხალების კონტროლის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. საზოგადოებაში დღემდე არსებობს უამრავი მითი – დაწყებული ზაფხულში ხალის მოცილების აკრძალვით, დასრულებული თვითმკურნალობის სახიფათო მეთოდებით.

როგორ მოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივება უჯრედულ დონეზე და როგორ ჩავატაროთ ხალების თვითშემოწმება სწორად? გთავაზობთ ინტერვიუს დერმატო-ვენეროლოგ ნინო მოსაშვილთან, რომელიც დეტალურად განმარტავს მზესთან გონივრული ურთიერთობის წესებსა და პრევენციის გზებს

- ქალბატონო ნინო, როგორ მოქმედებს ზაფხულის ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება უკვე არსებულ ხალებზე და რა პროცესებს ააქტიურებს მზე ჩვენს კანში?

- ულტრაიისფერი გამოსხივება სამ ძირითად ტიპად იყოფა – UVA, UVB და UVC. ბუნებრივ პირობებში დედამიწის ზედაპირს აღწევს მხოლოდ UVA და UVB სხივი. UVA სხივი - ღრმად აღწევს კანში, აზიანებს უჯრედის დმნ-ს, იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, შლის კოლაგენსა და ელასტინს და აჩქარებს კანის დაბერებას. UVA თავისუფლად გადის ღრუბლებში და ჩვეულებრივ ფანჯრის მინაშიც. UVB სხივი უფრო ენერგიულია, მოქმედებს ეპიდერმისზე, იწვევს მზით დამწვრობას და პირდაპირ აზიანებს კანის უჯრედების დნმ-ს. სწორედ UVB წარმოადგენს მელანომისა და სხვა არა მელანომური კანის სიმსივნეების განვითარების ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს.

როდესაც კანი იღებს ულტრაიისფერ დასხივებას, ორგანიზმი თავდაცვის მიზნით ააქტიურებს მელანოციტებს, რომლებიც გამოიმუშავებენ მელანინს. სწორედ ეს არის რუჯის წარმოქმნის მექანიზმი. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რუჯი ჯანმრთელობის ნიშანი არ არის – ის უკვე უჯრედულ დონეზე მიღებული დაზიანების ბიოლოგიური პასუხია. არსებული ხალების უმეტესობა მზის შემდეგ არ ხდება ავთვისებიანი, თუმცა ინტენსიურმა და განმეორებითმა ულტრაიისფერმა დასხივებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მათში გენეტიკური ცვლილებების დაგროვებას და მელანომის განვითარების რისკის ზრდას, განსაკუთრებით გენეტიკურად წინასწარგანწყობილ ადამიანებში

- არსებობს თუ არა რეალურად „უსაფრთხო რუჯი“ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი აქვს, და რამდენად გვიცავს მზისგან დამცავი (SPF) კრემი ხალების მუტაციისგან?

- თუ ადამიანს მრავლობითი ხალი, ატიპიური ნევუსები, ღია ფერის ფოტოტიპი ან ოჯახში მელანომის ისტორია აქვს, ის განსაკუთრებით უნდა ერიდოს მზეზე ხანგრძლივ ყოფნას.

SPF 30 ან SPF 50 მნიშვნელოვნად ამცირებს UVB-ის ზემოქმედებას და, ფართო სპექტრის შემთხვევაში, იცავს UVA-სგანაც. თუმცა არც ერთი SPF არ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას. ამიტომ მზისგან დამცავი საშუალება უნდა განვიხილოთ, როგორც დაცვის მხოლოდ ერთი კომპონენტი. აუცილებელია მისი სწორი რაოდენობით გამოყენება, განახლება ყოველ ორ საათში ერთხელ და ცურვის ან ძლიერი ოფლიანობის შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება მათთვის, წლის ნებისმიერ სეზონზე

xali-1784523813.jpg

- როგორია ხალების თვითშემოწმების წესი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს?

- ყველას ვურჩევ თვეში ერთხელ ჩაატაროს საკუთარი კანის დათვალიერება სარკის დახმარებით, მათ შორის ზურგის, თავის კანის, ტერფებისა და თითებს შორის არსებული უბნების. ვიყოთ დაკვირვებულები ხალის ტრანსფორმაციების შემთხვევებში და გამოვიყენოთ საერთაშორისო

ABCDE კრიტერიუმი:

  • A – Asymmetry – ასიმეტრია;
  • B – Border – არათანაბარი საზღვრები;
  • C – Color – ფერის შეცვლა
  • D – Diameter – დიამეტრი 6 მმ-ზე მეტი (თუმცა მცირე ზომის მელანომაც არსებობს);
  • E – Evolution – ნებისმიერი ცვლილება დროთა განმავლობაში.

მაგალითად: სისხლდენა ხალიდან, ქავილი, ფერის არაერთგვაროვნება და ა.შ

- ზაფხულის შემდეგ ხშირად ვამჩნევთ ახალ პატარა ლაქებს. რომელია უფრო საყურადღებო და საშიში მზის სეზონის დროს - ახალი ხალის გაჩენა თუ ძველის ზომაში, ფორმასა და ფერში შეცვლა?

- ზრდასრულ ასაკში სრულიად ახალი პიგმენტური წარმონაქმნის გაჩენა ყოველთვის საჭიროებს შეფასებას, თუმცა უფრო საყურადღებოა უკვე არსებული ხალის ცვლილება. თუ ხალი იწყებს ზრდას, იცვლის ფორმას, ფერს, ხდება ასიმეტრიული, ქავილს, სისხლდენას აუცილებელია დერმატოსკოპიული გამოკვლევა.

ხშირად ადამიანები მზის შემდეგ გაჩენილ ჭორფლებსა და ლენტიგოებს ხალებად მიიჩნევენ, ამიტომ თვით დიაგნოსტიკა ყოველთვის სანდო არ არის

xalii-1784523879.png

- ორსულობის დროს ჰორმონული ფონი საგრძნობლად იცვლება. როგორ მოქმედებს ზაფხულის მზე ხალებსა და პიგმენტაციაზე?

- ორსულობისას იზრდება ესტროგენების, პროგესტერონისა და მელანოციტების მასტიმულირებელი ჰორმონის აქტივობა, რის გამოც ხშირად ძლიერდება პიგმენტაცია. ამიტომ ხშირია მელაზმა, ძუძუს არეოლების, მუცლის შუა ხაზისა და ზოგჯერ ხალების გამუქებაც.

უმეტეს შემთხვევაში ეს ცვლილებები ფიზიოლოგიურია, თუმცა ნებისმიერი ასიმეტრიული ან სწრაფად ცვალებადი ხალი ორსულობის დროსაც ისეთივე ყურადღებას მოითხოვს, როგორც სხვა პერიოდში. ორსულებს განსაკუთრებით ვურჩევ SPF 50+ ფართო სპექტრის გამოყენებას, მზეზე ყოფნის შეზღუდვას და დამცავი ტანსაცმლის ტარებას.

frau-tragt-sonnencreme-selbstgebraunte-haut-1784523987.webp

- რამდენად რეალურია მითი, რომ „ხალის დაზიანება სიმსივნეს იწვევს“?

- ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ერთჯერადი ტრავმა მელანომას არ იწვევს. მელანომა წარმოიქმნება გენეტიკური მუტაციების შედეგად და არა შემთხვევითი გაკაწვრით.

თუმცა ტრავმირებული ხალი შესაძლოა სისხლმდენი გახდეს, დაინფიცირდეს ან ანთებითი ცვლილებები განუვითარდეს, რის გამოც მისი შეფასება რთულდება. თუ ხალი მუდმივად ექვემდებარება მექანიკურ გაღიზიანებას – მაგალითად, ბიუსტჰალტერის, ქამრის, საყელოს ან ნებისმიერ ადგილას სადაც ხალი ტრავმირდება – აუცილებელია მისი მოცილება ექიმის მიერ

- გავრცელებულია აზრი, რომ ზაფხულში ხალის მოცილება (ლაზერით ან ქირურგიულად) კატეგორიულად არ შეიძლება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა საფრთხეს შეიცავს ცხელ სეზონზე პოსტ-პროცედურული რეაბილიტაცია?

- ზაფხული არ წარმოადგენს უკუჩვენებას. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში იმატებს ბაქტერიული ინფექციების რისკი, თუ არსებობს ონკოლოგიური ეჭვი, წარმონაქმნი ნებისმიერ სეზონზე უნდა მოიხსნას და პროცედურის გადადება დაუშვებელია.

თუ მოცილება კეთდება ესთეტიკური მიზნით, სასურველია პაციენტმა შეძლოს ოპერირებული ადგილის მზისგან სრულად დაცვა, რადგან ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა გამოიწვიოს პოსტ ანთებითი ჰიპერპიგმენტაცია და ნაწიბურის ფერის ცვლილება. ყველაზე მნიშვნელოვანი არა სეზონი, არამედ პოსტოპერაციული რეკომენდაციების სწორად დაცვაა.

- ბავშვის კანი განსაკუთრებით ნაზია. რა ასაკიდან იწყება ხალების აქტიური გამოჩენა ბავშვებში, როგორ უნდა დავიცვათ ისინი ზაფხულში?

- ხალების უმრავლესობა დაბადების შემდეგ ვითარდება. მათი რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში და დაახლოებით 30-40 წლის ასაკამდე. ბავშვებში მზის დამწვრობა მელანომის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია მომავალში. ამიტომ აუცილებელია მზისგან დაცვა ადრეული ასაკიდან - ჩრდილი, დამცავი ტანსაცმელი, ქუდი, მზის სათვალე და ასაკის შესაბამისი SPF.

- აქვს თუ არა ზღვის მარილიან წყალს ან აუზის ქლორირებულ წყალს რაიმე სახის უარყოფითი გავლენა ხალებზე?

- არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი ან ქლორიანი აუზი იწვევდეს ხალის გაღიზიანებას, თუმცა ორივემ შეიძლება გამოაშროს კანი, ამიტომ ცურვის შემდეგ სასურველია კანის ჩამობანა, დამატენიანებლის გამოყენება და მზისგან დამცავი კრემის ხელახლა წასმა.

frau-tragt-sonnencreme-selbstgebraunte-haut-1784523935.webp

- პროფილაქტიკური მიზნით, როდის არის საუკეთესო დრო დერმატოსკოპიის ჩასატარებლად - ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, თუ შემოდგომაზე?

- თუ ადამიანს რაიმე საეჭვო ცვლილება აქვს, დერმატოსკოპია დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს და სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. პროფილაქტიკური მიზნით იდეალურია გამოკვლევა გაზაფხულზე, მზის აქტიური სეზონის დაწყებამდე, ან შემოდგომაზე, როდესაც დასრულებულია ინტენსიური ინსოლაცია. მაღალი რისკის პაციენტებში რეკომენდებულია რეგულარული ციფრული დერმატოსკოპიული მონიტორინგი ინდივიდუალური სიხშირით.

- თქვენს პრაქტიკაში, ხალებთან და რუჯთან დაკავშირებული რომელი მავნე მითი ან „ხალხური მეთოდი“ გხვდებათ ყველაზე ხშირად, რომელმაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი?

- ყველაზე ხშირად უთქვამთ პაციენტებს:

"თუ ხალი არ მაწუხებს, შემოწმება არ სჭირდება."

"ტრავმა აუცილებლად მელანომას გამოიწვევს."

"მუქი კანი მზისგან სრულად დაცულია."

"SPF ერთხელ წასმა მთელი დღის განმავლობაში საკმარისია."

ან “ბიოფსია სახიფათოა ხალი არ გადაგვარდეს”. ეს ყველაფერი მითია და საჭიროა ექიმი დერმატოლოგის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

ასევე ხშირად გვხვდება თვითმკურნალობა სხვადასხვა "ხალხური მეთოდით" - ძმრით, იოდით, მცენარეული ნაყენებით ან ხალის გადაკვრით, რაც შესაძლოა დაგვიანებული დიაგნოზისა და არასასურველი გართულებების მიზეზი გახდეს

- როგორია პირადად თქვენი, როგორც წამყვანი დერმატოლოგის, ზაფხულის „ოქროს წესი“ კანისა და ხალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ყოველდღიურად თავადაც იცავთ?

- ჩემი მთავარი წესი არის: მზესთან გონივრული ურთიერთობა, არც ზედმეტი შიშია საჭირო. მიიღეთ სიამოვნება დილით 08:00-დან 10:00-მდე და საღამოს 18:00-დან, მოერიდეთ პიკის საათს. შეარჩიეთ მზისგან დამცავი სწორად მორგებული თქვენ კანის ტიპისთვის. დააკვირდით კრემს ჰქონდეს წარწერა ფართო სპექტრის (broad spectrum) როგირც UVA,UVB ფილტრით, 50 SPF-ით, წაისვით “ორი თითის პრინციპით“ რაც მოიცავს: საჩვენებელი და შუა თითის მთელ სიგრძეზე მოათავსეთ კრემი და დაიტანეთ სახეზე და ყურებზე, რაც შეეხება სხეულს კანი უნდა იყოს ტენიანი, დამცავი კრემის წასმის შემდეგ, განაახლეთ ყოველ 2 საათში, ასევე შეარჩიეთ ბუნებრივი ღია ფერის ტანსაცმელი, განიერი ფარფლებით ქუდი და სათვალე,

ვერავითარი რუჯი ვერ იქნება უფრო ღირებული, ვიდრე ჯანმრთელი კანი, ყველას მოვუწოდებ, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს დერმატოსკოპია, ხოლო ნებისმიერი ახალი ან შეცვლილი ხალის შემთხვევაში არ დაელოდოს - დროული დიაგნოსტიკა მელანომის პრევენციისა და წარმატებული მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.