რა არის კანის მიკრობიომი და რატომ გახდა იგი მეცნიერებისა და დერმატოლოგიის ინტერესის საგანი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის მიკრობიომი - უხილავი დაცვა, რომელიც ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობას განაპირობებს

თუმცა, ამ ორგანოს ზედაპირზე ცხოვრობს მილიარდობით პატარა „მობინადრე“ - ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც ერთად ქმნიან უნიკალურ ეკოსისტემას, ე.წ. კანის მიკრობიომს. თუ ადრე მიკრობები მხოლოდ დაავადებებთან ასოცირდებოდა, ახლა ვიცით, რომ სწორედ ისინი მნიშვნელოვანია და იცავენ კანის ჯანმრთელობას. მათი ბალანსის დარღვევა კი მრავალი დერმატოლოგიური პრობლემის სათავეა - აკნედან და ატოპიური დერმატიტიდან დაწყებული როზაცეათი დამთავრებული.

რა არის კანის მიკრობიომი და რა კავშირშია ის დერმატოლოგიურ პრობლემებთან, რატომ არის აუცილებელი კანის მიკრობიომის დაცვა და როგორ შეგვიძლია მისი აღდგენა ყოველდღიურ ცხოვრებაში - ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკა „მედი მედის“ დერმატოლოგი ელისო ბრეგაძე.

- ქალბატონო ელისო, რა არის კანის მიკრობიომი და რატომ გახდა იგი მეცნიერებისა და დერმატოლოგიის ინტერესის საგანი?

- კანის მიკრობიომი - ეს არის მილიარდობით მიკროორგანიზმის, მათ შორის, ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენს კანზე ბუნებრივად ცხოვრობენ. ისინი ქმნიან ერთგვარ ბალანსირებულ ეკოსისტემას, რომელიც იცავს კანს პათოგენებისგან, მონაწილეობს იმუნური სისტემის რეგულაციაში და ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას.

დღეს უკვე ვიცით, რომ ჯანმრთელი კანი - ეს არ ნიშნავს მიკრობების უქონლობას, არამედ ეს არის ამ მიკრობების სწორი თანაფარდობის არსებობა.

- რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ამ ბალანსის დარღვევა და რა შედეგები მოჰყვება მას?

- მიკრობიომის ბალანსს ბევრი ფაქტორი არღვევს:

  • აგრესიული ჰიგიენური საშუალებები;
  • ანტიბიოტიკების ზედმეტი გამოყენება;
  • სტრესი;
  • არასწორი კვება;
  • გარემოს დაბინძურება.

როდესაც „კარგი“ ბაქტერიები მცირდება და პათოგენურის ან პირობითპათოგენურების რიცხვი იმატებს, ვითარდება ანთება, სიწითლე, გამონაყარი, ქავილი. ამ მდგომარეობას „დიზბიოზს“ ვუწოდებთ და სწორედ ის არის მრავალი დერმატოლოგიური პრობლემის საფუძველი.

- რა კავშირი აქვს კანის მიკრობიომს ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა აკნე, ატოპიური დერმატიტი და როზაცეა?

- მაგალითად, აკნეს შემთხვევაში ჩუტიბაცტერიუმ აცნეს-ის რაოდენობისა და შტამების ცვლილება იწვევს ცხიმის გადაჭარბებულ გამოყოფას და ანთებით რეაქციას.

ატოპიური დერმატიტის დროს კი Staphylococcus aureus-ის ჭარბი ზრდა ამძაფრებს ანთებას და არღვევს კანის ბარიერს.

როზაცეას შემთხვევაში ბალანსი ირღვევა Demodex-ის (კანის ტკიპის) და მასთან ასოცირებული ბაქტერიების ზრდით.

ამიტომ დღეს მკურნალობისას უფრო ხშირად ვსაუბრობთ არა მხოლოდ სიმპტომების შემცირებაზე, არამედ მიკრობიომის აღდგენაზე.

- შესაძლებელია თუ არა მიკრობიომის რეგულირება ყოველდღიური მოვლის საშუალებებით?

- დიახ, შესაძლებელია და ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ავირჩიოთ ნაზი, pH-ბალანსირებული გამწმენდი საშუალებები, რომლებიც არ აშრობს კანს.

სასურველია ისეთი პროდუქტების გამოყენებაც, რომლებიც შეიცავენ პრობიოტიკებს ან პრებიოტიკებს - ასეთი საშუალებები ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და მიკრობიოტას ბალანსის აღდგენას.

მოკლედ რომ ვთქვათ, პრინციპი ასეთია: ნაკლები აგრესიული ქიმია - მეტი ბიოლოგიური ჰარმონია.

- კვება და ცხოვრების წესი რამდენად მოქმედებს კანის მიკრობიომზე?

- თქვენ მიერ ნახსენები ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნაწლავისა და კანის მიკრობიომი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება - ამას „ღერძი კუჭი-კანი“ ეწოდება.

არასწორი კვება, განსაკუთრებით გადამუშავებული შაქრები და ცხიმები, ხელს უწყობს ანთებას მთელ ორგანიზმში.

მთავარია დაბალანსებული კვების რაციონი: ბოსტნეული, ხილი, ბოჭკოვანი საკვები და ფერმენტირებული პროდუქტები - იოგურტი, კეფირი.

ასევე აუცილებელია სრულფასოვანი ძილი, სტრესის მართვა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

- როგორ ხედავთ მიკრობიომის კვლევის პერსპექტივას დერმატოლოგიაში?

- ეს არის მომავლის მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება. უკვე მიმდინარეობს კვლევები ინდივიდუალურად შერჩეული პრობიოტიკური თერაპიების შექმნაზე, რომლებიც კონკრეტული პაციენტის მიკრობიომის პროფილს ეყრდნობა.

მომავალში, ალბათ, „მიკრობიომის ანალიზი“ ისეთივე მარტივად ხელმისაწვდომი იქნება, როგორც დღეს სისხლის ანალიზია და მკურნალობა იქნება მაქსიმალურად პერსონალიზებული.

კანის მოვლა - ეს ჩვენი მიკრობიომის მოვლაცაა. როცა მას ვუფრთხილდებით, ვუფრთხილდებით მთლიანად ჯანმრთელობასაც.