მითები აკნესა და როზაცეას შესახებ და დერმატოლოგის რეკომენდაციები, როგორ ვმართოთ დაავადებები სწორად
დაავადება ყველაზე გავრცელებულია 16-დან 25 წლამდე ასაკში და 28,3%-ს შეადგენს, თუმცა აკნე არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს 25-დან 39 წლის პირებშიც და მისი გავრცელების მაჩვენებელი 19,%-ია. კვლევა 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ამერიკული დერმატოლოგიის აკადემიის ჟურნალში.
რაც შეეხება როზაცეას, „როზაცეას ეროვნული საზოგადოების“ მიერ 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დაავადება მოსახლეობის 5.1%-ს აწუხებს.
აკნესა და როზაცეას მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დერმატოლოგიური კოსმეტიკა, რომელთა ფორმულებიც სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული და ეფექტურ შედეგს იძლევა.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაავადებების შესახებ ცნობიერება მკვეთად მაღალია და დერმატოლოგიურ კოსმეტიკაზე ხელმისაწვდომობაც კიდევ უფრო გაიზარდა, სოციალურ ქსელებში მაინც აქტიურად ვრცელდება მითები და არასწორი მკურნალობის მეთოდები, რომლებიც კანის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
სწორედ აღნიშნული მითებისა და მკურნალობის სწორი მეთოდების შესახებ საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი ნინო სანოძე:
- რა მითებია აკნესთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელებული?
აკნესთან დაკავშირებით ყველაზეფართოდ გავრცელებულმითებში გამოვარჩევ რამდენიმეს: როდესაც მას ინფექციურ დაავადებად მიიჩნევენ და დერმატოლოგის ნაცვლად ინფექციონისტს მიმართავენ; როდესაც ფიქრობენ რომ ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება დათვითნებურად იღებენ სხვადასხვა მედიკამენტს, რაც რა თქმა უნდა უშედეგოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული საკვები შეიძლება ამწვავებდეს უკვე არსებულ გამონაყარს.ასევე მითია, როდესაც ფიქრობენ, რომ დაავადება არ იკურნება ან მისი გამოწვევი მიზეზი მტვერი ან ალერგია შეიძლება იყოს. რეალურად, აკნეს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და შედეგი მიღწევადია.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მითები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობა.
- რა განსხვავებაა აკნესა და როზაცეას შორის?
აკნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სწორი მკურნალობით სრულად ლაგდება და შესაძლოა, არასდროს აღარ გამოვლინდეს. ის უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება თუმცა, შესაძლოანებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ახალშობილებშიც კი. დაავადება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს. მას ახასიათებს წითელი კვანძები (პაპულები), ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები) და ე.წ. კომედონები სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში.
როზაცეა კი უპირატესად მოზრდილ ასაკში გვხვდება და გარდა პაპულო-პუსტულოზური გამონაყარისა ხასიათდება სიწითლით (ერითემით) და გამოხატული სისხლძარღვებით (ტელენგიოექტაზები) სახეზე.
- განვიხილოთ თითოეული დაავადების მკურნალობის ზოგადი მეთოდები. კანის მოვლის როგორი რუტინა უნდა გვქონდეს აკნეს შემთხვევაში?
რუტინა განისაზღვრება იმის მიხედვით, როგორი სიმძიმისაა დაავადება და პაციენტი იღებს თუ არა რომელიმე სისტემურ სამკურნალო მედიკამენტს.
მსუბუქი აკნეს დროს ეფექტურია საშუალებები, რომლებიც შეიცავს შესაბამისი პროცენტულობის სალიცილის მჟავას.
SVR-ის დასაბანი გელი სალიცილის მჟავით
სალიცილის მჟავა ხასიათდება ამქერცლავი მოქმედებით და საკმაოდ ეფექტურია.
დერმატოლოგიური ბრენდის Payot-ის პროდუქტები სალიცილის მჟავით
ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტები, რომელიც ამშვიდებს კანს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.
აზელაინის მჟავა კი ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას და გამოიყენება ანთების შემდეგი პიგმენტაციის მკურნალობისთვისაც.
- რაც შეეხება როზაცეას, როგორ უნდა შევარჩიოთ კანის მოვლის საშუალებები, თუ დაავადება გვაწუხებს?
როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე, თავდაპირველად უნდა შევაფასოთ მისისიმძიმე,მოვხსნათ მაპროვოცირებელი მიზეზები და შესაბამისად დავგეგმოთ მკურნალობა.
როზაცეა მართვადი დაავადებაა. გასათვალისწინებელია, რომ მას სჭირდება ხანგრძლივი, სწორად დაგეგმილი მკურნალობის კურსი, რომლის შემადგენელი ნაწილია ზუსტად შერჩეული კანის მოვლის რუტინა.
მოვლის საშუალებები, რომელსაც რუტინაშიც ჩავსვამთ, უნდა შეიცავდეს ისეთ დამამშვიდებელ და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს როგორიცაა, პანთენოლი და ნიაცინამიდი.
გასათვალისწინებელია, რომპროდუქტები უნდა იყოს არაკომედოგენური, ჰიპოალერგიული, არ შეიცავდეს არომატიზატორებს, პარაბენებსა და სპირტს. ასევე, თუ როზაცეა გვაწუხებს, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ სითბურ პროცედურებს, საუნასა და მზის აბაზანებს. მუდმივად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ფაქტორიანი კრემები.
- რა ზოგად რეკომენდაციებს მოგვცემთ, როგორი უნდა იყოს კანის მოვლის სწორი რუტინა?
ჯანმრთელი და ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ მისი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დავგეგმოთ შესაბამისი მკურნალობა და ასაკის გათვალისწინებით გამოვიყენოთ ესა თუ ის მოვლის პროდუქტი, არ გადავტვირთოთ კანი არასაჭირო საშუალებებით და ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით.
R