სხეულის მოვლა რა არის ლამაზი და მოვლილი კანის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხეულის მოვლა რა არის ლამაზი და მოვლილი კანის საიდუმლო

ადამიანები დიდ დროს ხარჯავენ სახის კანის მოვლაზე, მაგრამ სხეულის კანს არანაკლები ზრუნვა სჭირდება. აუცილებელია თანმიმდევრულობა და სისტემურობა.

სხეულის კანის მოვლის ძირითადი ეტაპები

არსებობს სხეულის მოვლის მკაფიო წესები სთანადო შედეგისთვის. მთავარია, მკაცრად დაიცავათ მოვლის პროცედურების თანმიმდევრობა.

გაწმენდა

მოვლილი და ხავერდოვანი კანისთვის მნიშვნელოვანია გაწმენდის პროცედურა. ტანი უნდა დაიბანოთ ყოველდღე, ცხელ სეზონზე კი დღეში ორჯერ – დილას და საღამოს.

უფრო ხშირი წყლის პროცედურები არასასურველია, განსაკუთრებით თუ ჩვეულებრივ საპონს იყენებთ. მისი ტუტე საფუძველი არ ინდობს კანის დამცავ ფენას და სიმშრალესა და დაჭიმულობას იწვევს. წყალში დიდხანს ყოფნამ შეიძლება ტენიანობის გადაჭარბებული დაკარგვა გამოიწვიოს.

წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 40ჩ. მაღალი ტემპერატურის, კანის დამცავი ბარიერი შეიძლება დაირღვეს და გაღიზიანდეს, რადგან ცხელი წყალი ხსნის ფორებს. მაგრამ კონტრასტული შხაპი სასარგებლო იქნება: ატონიზებს კანს და აჩქარებს მიკროცირკულაციას.

პილინგი

თუ თქვენი კანი უფერული, არათანაბარი და აქერცლისკენ მიდრეკილია, ეს, სავარაუდოდ, კანის მკვდარი უჯრედების არსებობის შედეგია. საჭიროა მათი დროულად და რეგულარულად მოცილება, რადგან კანი მუდმივ განახლებას განიცდის. გარქოვანებულმა ნაწილაკებმა შეიძლება გაღიზიანება და ანთება გამოიწვიოს. ისინი ხელს უშლიან კოსმეტიკის კანში შეღწევასაც. კანის პილინგი სასურველია კვირაში ორჯერ. ძველი, არასაჭირო უჯრედების მოცილებით, კანი იწყებს განახლებისა და რეგენერაციის პროცესს.

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები, რომლებსაც კანის ძველი ნაწილაკების მოსაშორებლად იყენებთ, იყოს ნაზი და სპეციალურად სხეულის კანისთვის შექმნილი.

კვება და დატენიანება

მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომლის კანიც პერიოდულად გამოშრობას არ განიცდის. ბევრი ფაქტორი იწვევს ამას:

  • გარემოს გავლენა;
  • ჰორმონული ცვლილებები;
  • ვიტამინების დეფიციტი;
  • სტრესი;
  • შეუფერებელი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი;
  • არასაკმარისი მოვლა.

ყოველდღიური კვებისა და დატენიანების გარეშე, კანი ხავერდოვანი ვერ გახდება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ზაფხულში მზის აბაზანების შემდეგ, რომ ეპიდერმისი არ დაზიანდეს გამოშრობისგან. ზამთარში კი კანზე უარყოფითად მოქმედებს გათბობა.

რა შეცდომებს ვუშვებთ სხეულის მოვლისას

პირსახოცების, თეთრეულის იშვიათი გამოცვლა

ყველა ეს ობიექტი მუდმივად ეხება კანს. დროთა განმავლობაში ისინი ჭუჭყის, კანის მკვდარი უჯრედების, ბაქტერიებისა და სოკოს სპორების სახლად იქცევიან. ეს არც ისე ლამაზად ჟღერს, მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ კიდევ უფრო უარესად გამოიყურება.

მდგომარეობას ამძიმებს ნოტიო გარემო: პირსახოცები წყალს იწოვს, თეთრეული კი – ოფლს. რეკომენდებულია პირსახოცების გაშრობა ყოველი გამოყენების შემდეგ და ახლით შეცვლა 3-5 გამოყენების შემდეგ. თეთრეულის გამოცვლა კი – ყოველ კვირა.

მზისგან დამცავი საშუალებების არასწორი გამოყენება

  • სანსკრინი უნდა წაისვათ სახლიდან გასვლამდე 20-25 წუთით ადრე, რათა შეიწოვოს და დაიწყოს მოქმედება.
  • აუცილებელია მზისგან დამცავი კრემით სხეულის კანის მთლიანი დაფარვა.
  • არ დაგავიწყდეთ კრემი SPF-ით უნდა წაისვათ ცურვის შემდეგ და ყოველ ორ საათში სანაპიროზე ყოფნისას.

არასწორი გაპარსვა

არ გაიპარსოთ თმის ზრდის საწინააღმდეგოდ. ეს აზიანებს კანს, აშორებს ეპითელურ შრეს.

არ დაივიწყოთ სპეციალური პროდუქტები: ქაფები, გელები.

როგორ მოვუაროთ გაღიზიანებულ კანს

თუ გიყვართ გარუჯვა (არ აქვს მნიშვნელობა სოლარიუმში თუ მზის ქვეშ) და მიმართავთ დეპილაციას, მაშინ გაღიზიანებული კანი თქვენთვის ნაცნობი მოვლენაა. ის მოითხოვს უფრო დელიკატურ წმენდას, კარგ კვებას და მაქსიმალურ დატენიანებას.

როგორ იცვლება კანის მოვლა წელიწადის დრო­ის მიხედვით

  • ზაფხულში აქცენტი უნდა გაკეთდეს მზისგან დაცვასა და დატენიანებაზე. SPF-ის მქონე პროდუქტები თქვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს.
  • შემოდგომა აღდგენის დროა. ტანის კრემი უნდა შეიცვალოს მკვებავით, სასურველია E და C ვიტამინებით.
  • ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანია მკვებავი კრემები მდიდარი შემადგენლობით, ვინაიდან სხეულის კანზე ზემოქმედებს დაბალი ტემპერატურა გარეთ და გათბობისგან გამომშრალი ჰაერი შენობებში.
  • გაზაფხულზე ხანგრძლივი ცივი ამინდების შემდეგ კანი განახლდება. ზამთრისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალებები საჭირო აღარ არის. გამოიყენეთ ვიტამინების შემცველი დამატენიანებელი პროდუქტები და კრემები მსუბუქი SPF-ით.

არ დაგავიწყდეთ პილინგისა და სკრაბების შესახებ, ისინი სხეულის კანს წლის ნებისმიერ დროს სჭირდება.