თმისა და ფრჩხილების მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმისა და ფრჩხილების მოვლა

თმები

თმის მოვლის არსენალი სახლის პირობებში ითვალისწინებს:

  • თმის გამწმენდ საშუალებებს – შამპუნები;
  • თმის ფოლიკულების დამცავ და აღმდგენ პრეპარატებს – ბალზამ-კონდიციონერები, ნიღბები, ზეთები;
  • თმის ზრდის სტიმულატორები – თავის კანში შესაზელ თხევად კონცენტრატებს, ამპულებისა და ფლაკონების სახით;
  • ე.წ. „სტაილინგ“ საშუალებებს: ლაქები, მუსები, ჰელები, თმის ვარცხნილობის ქაფები;

შამპუნი

შამპუნის მთავარი დანიშნულებაა თავის კანიდან ჭარბი ცხიმისა და აქერცლილი ნარჩენების მოცილება, კანი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თმის ფოლიკულის დაცვას, რათაA მასში დაავადების გამომწვევებმა არ შეაღწიოს.

შამპუნის შეძენისას ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ შევიძინოთ ჩვენი თმის ტიპის შესაფერი საშუალება, რაც თავად საწმენდზეა მითითებული.

ფორმის მიხედვით არსებობს რამდენიმე ტიპის გამწმენდი საშუალებები

თხევადი – ყველაზე კლასიკური ვარიანტია, ადვილად ისმევა თავზე, ქაფდება და ჩამოიბანება. მისი შექმნისთვის გამოყენებულია მრავალფეროვანი ექსტრაქტები, ზეთები, მაკონდიცირებელი და დამარბილებელი კომპონენტები.

მყარი – თმის საპონი, თმაზე ისმევა აქაფებამდე, მის შემადგენლობაში ყველაზე ხშირად შედის სულფატები ან საპნის ზეთები, ნატრიუმის მარილები მცენარეული ზეთებით, უფრო მეტად მისაღებია ცხიმიანი, ნორმალური და შერეული თმისთვის;

მშრალი – ეს მადსორბირებელი ფხვნილები ან აეროზოლებია, ისინი ჩამობანას არ საჭიროებს, მათი ამოცანაა, მოაცილონ თმებს ზედმეტი ცხიმი, ამით განაახლონ ვარცხნილობა თმის დაბანის აუცილებლობის გარეშე. იდება თმის ძირებზე და სავარცხლით ვრცელდება თმოვან საფარველზე. ყველაზე ხშირად რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული თმებისას, თავიდან აცილებენ ხშირ დაბანას და თმები სწრაფად მოჰყავთ წესრიგში.

ბალზამ-კონდიციონერები, ნიღბები, ზეთები

ეს საშუალებები ძირითადად თმის მთელ სიგრძეზე დაიტანება და ნაკლებად თავის კანზე.

თმის ძირები ისედაც მაქსიმალურად დატენიანებულია კანის ცხიმის ლიპიდებისგან, თმის ბოლოები კი ყველაზე ხშირად სიმშრალეს განიცდიან, რადგან მათზე საკმაოდ მაღალი ინტენსივობის ტემპერატურული და მექანიკური ფაქტორები მოქმედებს.

ბალზამები და ნიღბები აძლიერებენ თმის ღერს, აღადგენენ მის დამცავ ლიპიდურ შრეს, უბრუნებენ თმებს ბზინვარებასა და სირბილეს.

კონდიციონერი უნდა დაიდოთ მთელ სიგრძეზე, გაიჩეროთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანოთ.

თმის ზრდის სტიმულატორები

ისინი გამოიყენება ალოპეციის – განსხვავებული გენეზის თმის ცვენისას, კომპლექსურად, მასაჟთან, მეზოთერაპიასა და სხვა პროფესიონალურ პროცედურასთან კომპლექსში.

ამისთვის გამოიყენება თმაში შესაზელი ლოსიონები და აეროზოლები, რომლებიც ადვილად შეიწოვება კანში.

მათი ერთი ნაწილი, მაგალითად, პალმის ექსტრაქტი, ბარდის პეპტიდი, გამოიყენება ანდროგენული თმისცვენისას, ისინი ბლოკავენ ანდროგენებისადმი მგრძნობელ რეცეპტორებს.

მეორე ჯგუფია – წიწაკის, ჟენ-შენის, როზმარინის, ჯანჯაფილისა და დარიჩინის შემცველები, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, თმის ფოლიკულების კვებასა და ოქსიგენიზაციას, გამოიყენება ყველა ტიპის ალოპეციისას;

მესამე ჯგუფია – ბეტაინი, ამინომჟავები, პანტენოლი, პირიდოქსინი, ეს დამატენიანებელი კომპონენტებია, რომლებიც აქერცვლისა და ქავილისას გამოიყენება.

მეოთხე ჯგუფია – ანტიოქსიდანტები: ელეუტეროკოკი, გინკო ბილობა, ტოკოფეროლი, ყავის მჟავა, აღადგენენ თმის დაზიანებულ სტრუქტურას და ამავდროულად იცავენ მას. გამოიყენება თმისცვენისას სხვა ინგრედიენტებთან კომპლექსში, როგორც დამატებითი საშუალება.

მეხუთე ჯგუფია თმის ზრდის ფაქტორები EGF, VEGF, (GHK-Cu) და სხვა, რომლებიც ბლოკავენ ცილა DKK-1-ს, ასტიმულებენ თმის ფოლიკულის უჯრედების დაყოფასა და ზრდას, ისინი გამოიყენება თმის აქტიური ცვენისას, ყველა სახის ალოპეციისას.

თმის მოვლა სალონში

თმის მოვლის პროფესიულ საშუალებებს მიეკუთვება:

  • სალონური პროცედურები – კერატინიზაცია, ნანოპლასტიკა, ლამინირება;
  • მეზოთერაპია;
  • თავის კანის მასაჟი;
  • მიკროდენი;
  • დარსონვალიზაცია.

სალონური პროცედურები – კერატინიზაცია, ნანოპლასტიკა, ლამინირება, თქვენი ვარცხნილობის კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალებით გამოსაჩენადაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამჩნევთ, რომ ყოველდღიურად მეტი და მეტი თმა გცვივათ, აუცილებელია, არ დაკარგოთ დრო და მიმართოთ ტრიქოლოგს მეზოთერაპიის კურსის ჩასატარებლად. ე სარის კანშიდა ინიექციების კურსი, რომელსაც თმის ცვენის შეჩერება და მათი ზრდის სტიმულაცია შეუძლია.

რაც შეეხება მასაჟს, ის ტარდება როგორც შიშველი ხელით, ისე სპეციალური მასაჟორით. ორივე შემთხვევაში ეფექტი თავის კანში მიკროცირკულაციისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა.

ასეთივე ეფექტი მიიღწევა ფიზიოთერაპიული მეთოდების – დარსონვალიზაციისა და მიკროდენების გამოყენებით.

მზისგან დაცვა

ულტრაიისფერი სხივების გავლენით იშლება ის ლიპიდური ფენა, რომელიც ფარავს თმის ღერს, საკმაოდ დიდი ხნით ზემოქმედებისას კი ზიანდება მისი ღრმა ფენა – კორტექსი, იშლება მელანინი, რის გამოც შესაძლოა მზეში თმები გახუნდეს. მაღალ ტემპერატურაზე იკარგება წყალი, არა მხოლოდ კანიდან, თმებიდანაც, ამიტომ თმები კარგავენ ბუნებრივ ბზინვარებას, გამომშრალი და ადვილადმტვრევადია.

აქტიური მზის ინსოლაციისას, უმჯობესია, თავი დაიცვათ ქუდების, პანამების, თავსაბურავების დახმარებით.

მეორე პრობლემაა ჰიპოვიტამინოზი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თმის ბოჭკოს ხარისხზე გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, ეს კი იმის სიგნალია, რომ ამ დროს საჭიროა რაციონის გამდიდრება ვიტამინებითა და საჭირო მიკროელემენტებით.

სექტემბრის თმისცვენა

ზაფხულში მაღალი ტემპერატურის გავლენით იცვლება თმის განვითარებისა და მისი ზრდის ფაზები, შესაბამისად, 2-3 თვის შემდგომ იწყება თმისცვენა, ჩვეულებრივ, სექტემბერსა და ოქტომბერში.

ასეთი ცვენა დამოუკიდებლად ჩერდება, მაგრამ თუ გაგრძელდა აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

ჩვეულებრივ, ზაფხულის შემდგომ თმის ზრდის გასააქტიურებლად გირჩევთ, ჩაიტაროთ ისეთი სალონური პროცედურები, როგორებიცაა: თმის რეკონსტრუქცია, თმის კერატინული აღდგენა და თმის ბოტოქსი.

მანიკიური და შილაკი

რევოლუციურად მონათლეს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში 21-ე საუკუნის დასაწყიში აშშ-ში გაჩენილი პირველი ე.წ. შილაკი, რომელიც თავისი შიგთავსით ჰელი და ლაქია ერთ ფლაკონში.

შილაკში გაერთიანდა ამ ორი კომპონენტის საუკეთესო თვისებები; შილაკით ჩატარებული მანიკიურისას ფრჩხილი განსაზღვრული ტექნოლოგიით იფარება ხანგრძლივი და მედეგი ფერადი ჰელით, რასაც შემდგომ ულტრაიისფერი ნათურით აშრობენ.

დამტკიცებული ეფექტია:

  • შილაკი ამაგრებს ფრჩხილებს და ფრჩხილის მტვრევის შესანიშნავი პროფილაქტიკაა. ეს როდი ნიშნავს, რომ ის სამკურნალო თვისებისაა, უბრალოდ, ფრჩხილზე შილაკის არსებობისას, მექანიკური ეფექტით, ის არ იმტვრევა და კარგად იზრდება.

შილაკის უპირატესობანი

  • ხანგრძლივი დროით დაფარვა;
  • მკვეთრი მზინვარება;
  • ცვეთისადმი მაღალი მედეგობა;
  • ფერთა გამის ფართო პალიტრა;
  • პოლიმერიზაცია ულტრაიისფერ ნათურაში;
  • მყარი ადჰეზია ფრჩხილის ფირფიტასთან.

მავნეა თუ არა შილაკი?

მისი მავნეობის თაობაზე კითხვა, უმჯობესია, სპეციალისტებს დავუსვათ, ცნობილია, რომ ისინი საშიშროების შემცველად მიიჩნევენ არა თავად შილაკს, არამედ ულტრაიისფერ ნათურას, რომელშიც ის პოლიმერიზდება ფრჩხილზე ლაქის დატანის შემდგომ;

ისინი კატეგორიულად მოითხოვენ ნათურის რეგულარულ შეცვლას, ხარისხიანი ნათურის შეძენას და იმ ელემენტების ექსპლუატაციის ვადების შემოწმებას, რომლებიც ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოიმუშავებენ;

მეორე ტიპის საფრთხის შემცველად მიჩნეულია თავად გელ-ლაქის ხარისხი, მისი შემადგენლობა.

ხარისხიანი ლაქ-გელი არ უნდა შეიცავდეს: ფორმალდეჰიდს, ტოლუოლს, ქსილენს, ბუთილის ეთერს, თუ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მაინც შეიცავს, აუცილებელია მისი შეძენისგან თავშეკავება.