ზაფხულთან დაკავშირებული კანის პრობლემები
ზაფხულში კანის გავრცელებული პრობლემებია:
აკნეს გამონაყარი - როდესაც ოფლი კანზე არსებულ ბაქტერიებს ერევა, ეს იწვევს ფორების დახშობას, თუ გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი. ჩნდება გამონაყარი.
მშრალი, გაღიზიანებული კანი - როდესაც გარეთ ჰაერი ცხელი და ნოტიოა, კვლავ შეიძლება გქონდეთ მშრალი გაღიზიანებული კანი. ყველაზე დიდი გამომწვევი მზეზე, აუზსა და კონდიციონერთან დროის გატარებაა. თუ ტენიანობის მიუხედავად თქვენი კანი შრება: მიიღეთ შხაპი აუზიდან გასვლისთანავე, სუფთა წყალი და რბილი გამწმენდი დადებითად მოქმედებს კანზე, წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე, გამოიყენეთ ისეთი მზისგან დამცავი, რომელიც გთავაზობთ ფართო სპექტრის დაცვას, SPF 30 და მეტი, გამოიყენეთ მსუბუქი გამწმენდი კანის დასაბანად, მიიღეთ შხაპი თბილ და არა ცხელ წყალში, გამოიყენეთ დამატენიანებელი.
ფოლიკულიტი - არის ინფექცია, რომელიც თმის ფოლიკულებში წარმოიქმნება. ფოლიკულიტი გარეგნულად აკნეს გავს, მაგრამ მისი გამონაყარი ხშირად ბევრად მგრძნობიარეა. ეს პრობლემა ზაფხულში ძალიან გავრცელებულია, რადგან ფორების დახშობისას ბაქტერიები ოფლიან კანზე მრავლდებიან.
შხაპის მიღება ოფლიანობის შემდეგ საუკეთესო საშუალებაა ფოლიკულიტის თავიდან ასაცილებლად. ასევე, არ ჩაიცვათ ოფლიანი ტანსაცმელი. ფორების დაგროვების შესამცირებლად, გამოიყენეთ არაკომედოგენური მზისგან დამცავი საშუალება მთელ სხეულზე. ვარჯიშის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ მჭიდრო სავარჯიშო ტანსაცმელი, ატარეთ მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი, როცა ცხელა.
სიცხის გამონაყარი - საოფლე ჯირკვლების დაკეტვის შედეგად, ოფლი ვერ გამოიყოფა და ის გროვდება კანქვეშ, რაც იწვევს გამონაყარს, ქავილს. ჭარბი ოფლიანობის შემცირება დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში.
- ატარეთ ბამბისგან დამზადებული მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი;
- ივარჯიშეთ ღია ცის ქვეშ დღის ყველაზე გრილ დროს;
- მიიღეთ გრილი შხაპი
მზის ალერგია - მზეზე ყოფნისას შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება თუ განსაკუთრებული მგრძნობელობა გაქვს მზის მიმართ.კანის ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად: დაიცავით კანი მზისგან, გამოიყენეთ დამცავი კრემი.
მზის დამწვრობა - ატარეთ მზისგან დამცავი კრემი მინიმუმ 30-იანი SPF-ით ყოველდღე თქვენი კანის დასაცავად. გარდა ამისა, ატარეთ ტანსაცმელი, რომელსაც ულტრაიისფერი სხივების დაბლოკვის თვისება გააჩნია და ასევე, გამოიყენეთ ქუდი თქვენი სახის დასაცავად. თუ დამწვრობას შეამჩნევთ, მოერიდეთ მზეს, რადგან მისმა ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება კანი ძლიერად დააზიანოს.