საქართველოში დერმატო-კოსმეტოლოგების მასშტაბური საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდა
ღონისძიება უკრაინულ კომპანია Cosmetic Group-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც MM-მა და Cosmetic Group-მა ერთობლივი მასტერკლასი ჩაატარა. ჩაქვში გამართულ ღონისძიებას საერთო ჯამში ესწრებოდა 200-მდე დერმატო-კოსმეტოლოგი, რომელთა დიდი ნაწილიც ქართველები იყვნენ, ნაწილი კი - უკრაინიდან ჩამოსული ექიმები.
ესთეტიკის ცენტრი MM, რომელიც საქართველოში მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და ხარისხიანი ესთეტიკური პროცედურების და ევროპული პროდუქციის შეთავაზებითაა ცნობილი, აქტიურადაა ჩართული დერმატო-კოსმეტოლოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესშიც. სწორედ ამ მიზნით კომპანია ხშირად მართავს მასტერკლასებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საერთაშორისო ტრენერების და სპიკერების ჩართულობით. ამჯერად მასტერკლასზე, რომელსაც იტალიელი ტრენერები დომენიკო რომანო და კარლო გალიარდინი გაუძღვნენ, ორი წამყვანი იტალიური ბრენდის IBSA Derma-სა და CMedAesthetics-ის სპიკერებმა დამსწრეებს ახალი ტენდენციები, მიდგომები და პრეპარატები გააცნეს. ტრენინგი ეხებოდა ამ ბრენდების უპირატესობების განხილვას და მათი გამოყენების საერთო პროტოკოლებს.
აღნიშნული ორი ბრენდი და მათი პროდუქცია არაერთი მაღალი დონის ჯილდოს მფლობელია. ისინი მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ამავდროულად, ქართულ ბაზარზე აღნიშნული კომპანიების სხვადასხვა პროდუქტი საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია. IBSA Derma-ს პროდუქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია უნიკალური ბიორემოდელირების პრეპარატი Profhilo, ფილერების მრავალფეროვანი ხაზი Aliaxin და ბიორევიტალიზაციის სრულყოფილი ხაზი Viscoderm, CmedAesthetics-ის პროდუქციიდან კი - სამმაგი მოქმედების პილინგი BioRePeel და მეზოთერაპიის ხაზი ARES.
ღონისძიება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მასტერკლასზე ისაუბრეს ინექციურ პრეპარატებზე და სახის შემავსებლებით რემოდელირებაზე, ასევე კანის გაახალგაზრდავების სხვადასხვა არაინექციურ მეთოდზე. დამსწრე ექიმებს სპიკერებმა ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალო ახალი იტალიური პრეპარატი Luminescens გააცნეს და მის უნიკალურობასა და ეფექტურობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასის თითოეულ მონაწილეს ღონისძიების დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ. თავად ღონისძიება კი გალა-ვახშმით დასრულდა.
R