რა არის კანის pH და რას განსაზღვრავს ის
შეიძლება განიცადოთ აკნე, სიმშრალე და კანის აქერცვლა.
ყველა ადამიანის კანს აქვს თავისი pH და მისი ბალანსი მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისთვის.
pH იზომება 0-დან 14-მდე მასშტაბით, 7 წარმოადგენს ნეიტრალურ pH-ს. რაც უფრო დაბალია ნივთიერების pH, მით უფრო მჟავეა იგი. pH 7 არის ნეიტრალური.
კანის pH-ზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის კვება, ჰიგიენური ჩვევები ან კანის მოვლის საშუალებები, რომლებსაც იყენებთ.
მოზრდილებისთვის კანის ნორმალური pH დაახლოებით 5,5-ია, რაც ცოტა მჟავეა. ეს მჟავიანობა ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ცხიმის ბალანსის შენარჩუნებას და მავნე ბაქტერიებისგან დაცვას. სახისა და ხელების კანი, როგორც წესი, უფრო ტუტეა, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები.
თუ pH ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ხდება, ეს არღვევს კანის ბუნებრივ მიკროგარემოს.
როდესაც კანის pH ხდება ძალიან მჟავე, ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები:
- სიმშრალე და აქერცვლა;
- აკნე - კანის ბუნებრივი ზეთების ბალანსის დარღვევა ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი;
- გაღიზიანება;
- მგრძნობელობის მომატება - კანი ასევე შეიძლება იყოს უფრო მიდრეკილი გაღიზიანებისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ექვემდებარება გარემო ფაქტორებს, როგორიცაა ქარი, სიცივე ან მზე
კანის pH-ის დარღვევა დაკავშირებულია კანის ქრონიკულ დაავადებებთან, როგორიცაა:
- აკნე;
- ეგზემა;
- ფსორიაზი;
- როზაცეა
თუ განიცდით მუდმივ პრობლემებს თქვენს კანზე, როგორიცაა აკნე, აქერცვლა, სიმშრალე ან გაღიზიანება, ამის მიზეზი შესაძლოა pH ბალანსის დარღვევა იყოს.
როგორ უნდა აღადგინოთ კანის pH ბალანსი:
გამოიყენეთ გამწმენდი - არ დაიბანოთ სახე იმავე საშუალებით, რომელსაც იყენებთ სხეულზე. გასათვალისწინებელია, რომ ტანის საპონს, როგორც წესი, აქვს უფრო მაღალი pH, ვიდრე სახის გამწმენდ საშუალებებს, ამიტომ მას შეუძლია მოაშოროს თქვენს კანს ბუნებრივი ზეთები და ბაქტერიები, რაც არღვევს დელიკატურ pH ბალანსს. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ გამწმენდი თქვენს სახეზე, რათა შეინარჩუნოთ ჯანსაღი pH.
წაიკითხეთ ეტიკეტი - მასზე უნდა ეწეროს ,,pH დაბალანსებული”.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შესაძლოა დაგჭირდეთ პროდუქტები, რომლებსაც უფრო ხისტი მოქმედება აქვთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია.