გაზაფხულზე კანის მოვლის თავისებურებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხულზე კანის მოვლის თავისებურებები

ცნობილია, რომ ზამთარში კანს მეტი კვება ესაჭიროება, რადგან დაბალი ტემპერატურა ანადგურებს ლიპიდურ დამცავ ფენას. თუმცა გაზაფხულზე ყურადღება უნდა მიექცეს დატენიანებას.

ყველაფერი საკმაოდ მარტივია. გაზაფხულზე გარემოს ტემპერატურის მატების გამო ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებენ აქტიურ მუშაობას, წარმოიქმნება მეტი ოფლი და ცხიმი, რომლებიც ერთად ქმნიან ბუნებრივ დამცავ გარსს კანზე. მაგრამ, ამავდროულად, ცხიმის გადაჭარბებული გამომუშავება ქმნის იდეალურ გარემოს ბაქტერიების აქტივობისა და აკნეს წარმოქმნისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დერმის სწორი პH ბალანსის შენარჩუნება.

გაზაფხულზე იზრდება მზის სხივების აქტივობაც, ეს იწვევს მელანინის მუშაობის რეჟიმის გაუმართაობას, ამიტომ ჩნდება ასაკობრივი ლაქები და ჭორფლი, კანი იძენს ნაცრისფერ ტონს.

გარდა ამისა, გაზაფხულზე კანს აკლია ვიტამინები, რაც მას დაღლილ და გამომშრალ იერს აძლევს, კარგავს ელასტიკურობას და სიმტკიცეს.

როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე?

გაწმენდა

გაზაფხულზე მთლიანად უნდა გადახედოთ კანის ყოველდღიურ მოვლას. პირველ რიგში, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კანის გაწმენდის მეთოდს. რეკომენდებულია არ გამოიყენოთ ძლიერი, გამომშრობი ეფექტის ქაფი. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ძალიან ცხიმიანი კანის მფლობელებისთვის. თუმცა დილით გასაწმენდად იდეალური ვარიანტი იქნება არა ონკანის წყალი და ქაფი, არამედ, მაგალითად, ჰიდროფილური ზეთი ან კანის რბილი ლოსიონი. მშრალი კანის მფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კერამიდებისა და ჰიალურონის მჟავას შემცველ პროდუქტებს.

ცხიმიანი კანის მქონე გოგონებმა უნდა აირჩიონ რბილი გამწმენდი გელები ან მატონიზებელი საშუალებები მწვანე ჩაით. გაზაფხულზე უფრო ინტენსიური წმენდის უნივერსალური ვარიანტი იქნება ბალზამი ან სორბეტი.

პილინგი

ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში არ შეიძლება კანის პილინგი, რაც მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება პილინგის გაკეთება უშუალოდ გარეთ გასვლამდე, რადგან დასუსტებული კანი უფრო მგრძნობიარე იქნება ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც გამოიწვევს ასაკობრივი ლაქების აქტიურ წარმოქმნას და სახის სიყვითლეს. თუმცა საღამოს რბილი პილინგის გამოყენება აუცილებელია. ხილის მჟავებით პილინგი შესანიშნავი ვარიანტი იქნება, განსაკუთრებით სასარგებლოა ჩ ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ისინი აღადგენს კანის ფერს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს ელასტიკურს ხდის. თუმცა გახსოვდეთ, რომ მშრალი კანისთვის პილინგის პროცედურა უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ, ცხიმიანი კანისთვის – არა უმეტეს 2-ჯერ.

თუ მაინც გირჩევნიათ უფრო აქტიური გამწმენდი საშუალებების გამოყენება, აუცილებლად შეიტანეთ ტონერი თქვენს ყოველდღიურ მოვლაში, ის დაგეხმარებათ კანის ბალანსის შენარჩუნებაში, დამატებით ატენიანებს მას და გააუმჯობესებს კრემისა და ესენციების შეწოვას დერმაში.

ვიტამინიზაცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზაფხულზე კანი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, ამიტომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კენკრის და ხილის კომპონენტების მსუბუქ ესენციებს, ასევე კარგი ვარიანტი იქნება წყალმცენარეებსა და ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული პროდუქტები.

კვება

ვინაიდან გაზაფხულზე და ზაფხულში კანი უფ­რო აქტიურად გამოყოფს ცხიმს, ცხიმიანი კანის მქონეთ ვურჩევთ აირჩიონ მსუბუქი გელის კრემები. ხოლო ვისაც მშრალი კანი აქვს, ემულსიები იდეალური ვარიანტი და ნამდვილი ხსნა იქნება. ეს არის პროდუქტები წყლის ფუძეზე, ზეთის ნაწილაკების დამატებით, ისინი ერთდროულად ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს კანს, აღადგენს მის ელას­ტიკურობას.

არა მხოლოდ სწორად შერჩეული კოსმეტიკა მოქმედებს ჩვენი კანის მდგომარეობაზე, მნიშვნელოვანია დავიცვათ კანის მოვლის ზოგადი რეკომენდაციები და არ უგულებელვყოთ სილამაზის ჩვევები!

  • დალიეთ მინიმუმ 1,5 ლიტრი მინერალური წყალი გაზის გარეშე, რადგან ეს არის კანის არასაკმარისი დატენიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ვინაიდან კანში მრავალი მეტაბოლური პროცესი სითხეს მოითხოვს;
  • უფრო ხშირად იარეთ გარეთ, ჭამეთ მეტი ხილი;
  • ყურადღება მიაქციეთ სახის გამომეტყველებას, სამწუხაროდ, უფრო ხშირად გვაქვს არა ასაკობრივი, არამედ მიმიკური ნაოჭები;
  • ყოველთვის გაიწმინდეთ კანი მაკიაჟისგან;
  • არ დაიზაროთ კოსმეტიკური ნიღბების გამოყენება;
  • არ უგულებელყოთ სახის დამცავი და ხელის დამატენიანებელი კრემები.