რა გავლენას ახდენს განწყობა კანის ჯანმრთელობაზე
გავლენა იქონიოს თქვენი კანის ჯანმრთელობაზე.
ექსპერტების თქმით, სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი და გააძლიეროს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი. თავის მხრივ, კი კანის მოვლის რუტინამ შესაძლოა გააუმჯობესოს განწყობა.
სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი, რომელსაც ეწოდება კორტიზოლი. დიდი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფა კი ასოცირდება უსიამოვნო გვერდით ეფექტებთან. კანის თვალსაზრისით, ეს ეფექტები მოიცავს ჭრილობების ცუდად შეხორცებას და კანის ანთებითი მდგომარეობის გაუარესებას. ჰორმონი უკავშირდება ცხიმოვან ჯირკვლებს, ზრდის ცხიმის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს კანზე გამონაყრის გაჩენას.
ეგზემამ (რომელსაც ზოგჯერ ატოპიური დერმატიტს უწოდებენ) შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მშრალი, ქავილი და მგრძნობიარე კანი. ეგზემის ეროვნული ასოციაციის მიხედვით, შფოთვა და სტრესი ჩვეულებრივ იწვევს ეგზემის გამწვავებას. სტრესისას გამოყოფილი ჰორმონები ადრენალინი და კორტიზოლი იწვევს ანთებას და თრგუნავს იმუნურ სისტემას. ასევე, სტრესისას მწვავდება როზაცეა.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, ფსორიაზი შეიძლება გამწვავდეს სტრესით. ფსორიაზი აუტოიმუნური დაავადებაა, ხოლო სტრესი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, აუარესებს მდგომარეობას.
სტრესი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამიტომ, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი არის არა სტრესის აღმოფხვრა, არამედ მისი მართვა.