თავის კანის სიმშრალე და აუტანელი ქავილი, შესაძლოა, ატოპიური დერმატიტის ან ფსორიაზის მანიშნებელი იყოს
მშრალი კანი, რომელიც ქავილსაც იწვევს, გამაღიზიანებელი და დისკომფორტის შემქმნელია.
ბევრს აღენიშნება თავის თმიანი ნაწილის კანის სიჯანსაღის დარღვევა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს როგორც შინაგანი,ისე გარეგანი ფაქტორები. მიზეზის დადგენა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა პირველი ნაბიჯია დისკომფორტის მოსაგვარებლად და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილიზაციისათვის.
- რატომ შრება კანი თავის თმიანი ნაწილის მიდამოში და რა იწვევს ქავილს?
- როდესაც თავის მიდამოს კანის წყლის ბუნებრივი ბალანსი ირღვევა, შეიძლება აღმოცენდეს ქავილი და სიმშრალე. ეს არის კანის დაბერების ან მისი ზოგიერთი დაავადების ნიშანი, როგორებიცაა - ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი. სიმპტომებიც შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქი და მნიშვნელოვნად გამოხატული.
შინაგანი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის თმიანი ნაწილის ქავილი და სიმშრალე, შემდეგია:
- კანის დაავადებები, როგორებიცაა ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი;
- ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად შრება კანი;
- ფიზიკური ან ემოციური სტრესი;
- გენეტიკური ფაქტორები;
- ჰორმონული ცვლილებები.
არსებობს გარეგანი ფაქტორებიც, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის თმიანი ნაწილის სიმშრალე და ქავილი:
- ტემპერატურის ან წელიწადის დროის ცვლილება;
- ცხოვრების წესის ფაქტორები, როგორებიცაა ცუდი კვება, მავნე ჩვევები;
- ზოგიერთი სამკურნალო საშუალება;
- დაბინძურებული გარემო;
- კოსმეტიკური შამპუნები, საპონი და თმის მოვლის საშუალებები.
მას შემდეგ, რაც თავის თმიანი ნაწილის ბუნებრივი დატენიანების პროცესი მცირდება, მისი დამცავი შრე შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, რაც ხელს უწყობს კანში მავნე ნივთიერებების შეწოვას და თავის თმიანი ნაწილის მიკროანთებას. ამით კიდევ შეიძლება უფრო მეტად გაღიზიანდეს კანი, რაც იწვევს ქავილს, სიწითლესა და დაჭიმულობის შეგრძნებას.