დისჰიდროზი აზიანებს ხელისგულებს, თითების ფალანგებს და ფეხისგულებს, დაავადების დროს კანი უხეშდება, იწყებს აქერცვლას და წარმოიშობა ძლიერი ქავილის შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისჰიდროზი აზიანებს ხელისგულებს, თითების ფალანგებს და ფეხისგულებს, დაავადების დროს კანი უხეშდება, იწყებს აქერცვლას და წარმოიშობა ძლიერი ქავილის შეგრძნება

მისთვის დამახასიათებელია საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევა, მათი დაცობა და კანზე წვრილი ბუშტუკების გაჩენა, რასაც წვა და ქავილი მოჰყვება. ყველაზე ხშირად დისჰიდროზი თან სდევს ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობას, როგორიცაა მომატებული ოფლიანობა.

დისჰიდროზის მიზეზები

დისჰიდროზის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებამდე შეიძლება მიგვიყვანოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ნერვული სისტემისა და შინაგანი სეკრეციის იმ ჯირკვლების მუშაობის დარღვევამ, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს;
  • ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატზე, მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკზე რეაქციამ;გამაღიზიანებელი ნივთიერების კანზე მოხვედრამ (ასეთებია მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებები, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები, ნავთი, ტექნიკური ზეთები, საღებავები, ლაქები და სხვა);
  • ალერგიულმა რეაქციებმა და აუტოიმუნურმა მდგომარეობამ;
  • მომატებულმა ნერვულმა აღგზნებამ და ემოციურმა არასტაბილურობამ;
  • ხშირმა და ძლიერმა სტრესმა;
  • გონებრივმა და ფიზიკურმა გადაღლილობამ, გონებრივი გადაწვის სინდრომმა;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომმა;
  • ნევროზებმა და ფსიქიკურმა დარღვევებმა.

დისჰიდროზის სიმპტომები

დაავადების გამწვავება, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე იწყება. დისჰიდროზი აზიანებს ხელისგულებს, თითების ფალანგებს და ფეხისგულებს. იშვიათად - მტევნისა და ტერფის ზედა ნაწილებს. ამ დროს ჩნდება წვრილი, ქინძისთავისოდენა ბუშტუკები, რომელთა შიგთავსი გამჭვირვალე მოვარდისფრო სითხეა. ბუშტუკები მკვრივია. ავადმყოფს ქავილი და წვა აწუხებს. ბუშტუკების ადგილას კანი შეშუპებული და შეწითლებულია. გამწვავების დროს ხელისგულების კანი უხეშდება, იწყებს აქერცვლას და წარმოიშობა ძლიერი ქავილის შეგრძნება. დისჰიდროზი არაგადამდები დაავადებაა, მაგრამ ძალზე შესამჩნევი, რითაც არცთუ მცირე უსიამოვნება მოაქვს პაციენტისთვის.

წაიკითხეთ სრულად