ტროფიკული წყლულის ოპერაციული მკურნალობა და მისი დამუშავების წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტროფიკული წყლულის ოპერაციული მკურნალობა და მისი დამუშავების წესები

ხშირად ტროფიკულ წყლულს წყალბადის ზეჟანგით ასუფთავებენ, რადგან ის ანტისეპტიკური და აღმდგენი საშუალებაა. ჭრილობაში მოხვედრისას ხსნარი იწვევს ცილების დაჟანგვას, მექანიკურად ასუფთავებს ჭრილობას უცხო სხეულებისგან, შედედებული სისხლის ნაწილაკებისგან, ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შემცირებას, თუმცა, იმავდროულად, დამღუპველად მოქმედებს ახალგაზრდა გრანულაციური უჯრედების გარსზე,

ამიტომ ტროფიკული წყლულის დასამუშავებლად ის რეკომენდებული არ არის. ამ მიზნით ჯობს გამოვიყენოთ ის ანიტისეპტიკები, რომლებიც არ აზიანებენ ცოცხალ უჯრედებს, მაგალითად, ქლორჰექსიდინი. ტროფიკული წყლულის ოპერაციული მკურნალობა მეტად ეფექტურია, რადგან ოპერაციის პროცესში, ჩვეულებრივ, ხდება მისი მიზეზის მოშორება. ზოგჯერ გასუფთავების შემდეგ წყლულოვანი დეფექტის დასახურავად კანის თავისუფალ პლასტიკას მიმართავენ.

მკურნალობა

ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ მიმართავენ როგორც კონსერვატიულ, ისე ოპერაციულ მეთოდებს. უპირველესად, როგორც უკვე ითქვა, უნდა დაიწყოს იმ ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომლის გართულებასაც წარმოადგენს ტროფიკული წყლული. ეს შეიძლება იყოს ვენური უკმარისობა, არტერიების დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ტროფიკული წყლულის დროს ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი მკურნალობა. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, მოიცავს სამ ეტაპს:

  • ინფექციის ლიკვიდაციას;
  • ნეკროზული მასებისაგან წყლულის გასუფთავებას;
  • დეფექტის დახურვას.

წაიკითხეთ სრულად