ფრჩხილს წყლის კარგად შეწოვის უნარი აქვს, ამიტომ მათ, ვისაც ხელები წყალში ხშირად აქვთ, რბილი და სქელი ფრჩხილები აქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრჩხილს წყლის კარგად შეწოვის უნარი აქვს, ამიტომ მათ, ვისაც ხელები წყალში ხშირად აქვთ, რბილი და სქელი ფრჩხილები აქვთ

რომელსაც გარკვეული რაოდენობით შეიცავს კანიც და თმებიც.

ფრჩხილებისა და თმების სიმკვრივე განპირობებულია იმით, რომ კერატინი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდის ატომებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირებით აძლიერებენ კერატინის მოლეკულას და მას სიმყარეს სძენენ.

თმებსა და ფრჩხილებში გოგირდის შემცველი ამინომჟავა ცისტეინის რაოდენობა ყველაში ერთნაირი არ არის, ამას ძირითადად მემკვიდრული თავისებურებები განსაზღვრავს, ზოგიერთში ცისტეინის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ზოგში კი – დაბალი, სწორედ ამიტომ აქვს ერთს ფრჩხილები გაცილებით მყარი და მკვრივი, მეორეს კი – ნაზი და რბილი. ამითვე აიხსნება ისიც, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ფრჩხილების გასქელება და გამკვრივება, რადგან მატრიქსის აქტიურობას ყოველ ადამიანში მისთვის დამახასიათებელი გენეტიკური კოდი განსაზღვრავს.

კერატინი მხოლოდ ცისტეინსა და გოგირდს არ შეიცავს, მის შრეებს შორის ცხიმისა და წყლის თხელი ფენებია, რომლებიც ფრჩხილის ფირფიტას ელასტიკურობასა და ბზინვარებას ანიჭებს.

ფრჩხილს წყლის კარგად შეწოვის უნარი აქვს, სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ხელები წყალში, ფრჩხილები რბილი და სქელი აქვთ, მასში დიდი რაოდენობით შეწოვილი სითხის გამო.

გოგირდის გარდა, ფრჩხილი სხვა მიკროელემენტებსაც შეიცავს: კალციუმს, ქრომს, სელენსა და თუთიას, მათ შემცველობაზე დიდადაა დამოკიდებული ფრჩხილის ჯანმრთელობა.

ფრჩხილის აგებულება სრულიად შეესაბამება მის ძირითად ფუნქციას: დაიცვას თითის ბოლო ფალანგები მექანიკური დაზიანებისგან და არ დაუშვას ორგანიზმში უცხო სხეულებისა და მიკრობების შეღწევა.

წაიკითხეთ სრულად