ანტიბიოტიკების დიდი დოზით მიღება, ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკების დიდი დოზით მიღება, ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს

ატოპია ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელიც ალერგიისადმი თანდაყოლილი განწყობის შემთხვევაში ვლინდება. ის ალერგიით დაავადებულთა დიდ ნაწილს აღენიშნება. მის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს მემკვიდრეობა. კერძოდ, ორგანიზმი გენეტიკურად არის განწყობილი განსაკუთრებული ანტისხეულების (იმუნოგლობულინი ე) გამომუშავებისკენ, რომლებიც რეაგირებენ გარემოში არსებულ ალერგენებზე (ყვავილის მტვერზე, ოთახის მტვერზე და სხვა).განასხვავებენ ატოპიის სამ კლასიკურ ფორმას: ატოპიურ დერმატიტს, თივის ცხელებას და ატოპიურ ასთმას.

- ვინ შედის ატოპიური დერმატიტის რისკჯგუფში?

- აღნიშნული დაავადება ხშირია ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა შორის, ასევე იმ ავადმყოფებს შორისაც, რომლებმაც მიიღეს ანტიბიოტიკების დიდი დოზა. განასხვავებენ ატოპიური დერმატიტის ახალშობილთა (ორი წლის ასაკამდე), ბავშვთა (ორი წლიდან მოზარდ ასაკამდე) და მოზარდთა ფორმებს.

მათ შორის მთავარი კლინიკური განსხვავება გამონაყარის ლოკალიზაციასა და ექსუდაციური და ლიქენოიდური კომპონენტების თანაფარდობაშია. ატოპიურ დერმატიტს აქვს რამდენიმე ფაზა: საწყისი, გამწვავებისა, მწვავე, ქრონიკული, რემისიისა (სრული და არასრული) და კლინიკური გაუმჯობესებისა.

სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს, პროცესის გავრცელების მიხედვით კი შემოსაზღვრულ, გავრცობილ და დიფუზურ ფორმებს განასხვავებენ. ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით (დამახასიათებელია გამჭვირვალე შიგთავსით სავსე ბუშტუკების გაჩენა, რომელთა გასკდომის შემდეგ მათ ადგილას წითელი ნაჭდევები წარმოიქმნება), შეშუპებით, არცთუ იშვიათად - ბუშტუკების გაჩენით და სისველით. კერები უმეტესად განლაგებულია ლოყებზე, ნიკაპის ქვეშ, წვივების გვერდით და ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე.

წაიკითხეთ სრულად