კანის რომელი დაავადებები მწვავდება სიცივის მოახლოებასთან ერთად და როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის რომელი დაავადებები მწვავდება სიცივის მოახლოებასთან ერთად და როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

- როგორი უნდა იყოს კანის მოვლის რუტინა ზამთარის ცივ დღეებში, როგორ დავიცვათ ის გამოშრობისგან და შევუნარჩუნოთ ელასტიკურობა?

- კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა, მთლიანად ფარავს სხეულს და იცავს მას გარეგანი, ფიზიკური, მექანიკური ქიმიური, ბიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებისაგან, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მონაწილეობს თერმორეგულაციაში, ნივთიერებათა ცვლაში, გააჩნია სეკრეტორული, ექსკრეტორული, სუნთქვითი, რეზორბციული, რეცეპტორული ფუნქცია. კანი განიხილება, როგორც იმუნიტეტისა და ენდოკრინული ორგანოც- მზის ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად გამოიმუშავებს ვიტ. D3-ქოლეკალციფეროლს.

დაბოლოს, კანის ერთ ერთი მნიშვნელობანი ფუნქცია - ესთეტური ფუნქციაა, აქედან გამომდინარე აუცილებელია, შევინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე წელიწადის ნებისმიერ დროს, რომ მან ნორმალურად შეასრულოს თავისი ფუნქციები და გამოიყურებოდეს ჯანსაღად და ლამაზად.

განსაკუთრებით სტრესულია კანისათვის ზამთარის პერიოდი, რადგან უარყოფით ტემპერატურასთან ერთად ადგილი შეიძლება ჰქონდეს მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასაც, ზამთრის კურორტები მაქვს მხედველობაში, ამიტომ მზისგან დამცავი კრემების გამოყენება არ უნდა დაგვავიწყდეს, ხოლო კანის დატენიანება ანუ სპეციალური დამატენიანებელი მალამოებისა და ლოსიონების მოხმარება ჩვეულებრივი რუტინა უნდა იყოს ყველასათვის. განსაკუთრებით ისეთი პაციენტებისათვის, რომელთაც კანის დაავადებები აქვთ.

- კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება უპირატესად ზამთარში?

- კანის დაავადეებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა, განსაკუთრებით ქრონიკული, მორეციდივე დაავადებებისათვის, როგორიცაა:

  • ეგზემა;
  • ფსორიაზი;
  • ნეიროდერმიტი;
  • ატოპიური დერმატიტი.

ეს დაავადებები შეიძლება გამწვავდნენ და უპირატესად გამწვავდნენ ზამთრის პერიოდში.

- როგორ უნდა მოვუაროთ მშრალ და მგრძნობიარე კანს სიცივეში?

- იმისათვის, რომ კანი არ გაგვიღიზიანდეს გარემოს აგრესიული ფაქტორისაგან - სიცივისაგან, საჭიროა გარეთ გასვლის წინ 15-20 წუთით ადრე სახეზე, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, წავისვათ დამატენიანებელი კრემი, რათა კრემში შემავალმა წყალმა კარგად მოასწროს კანში შეწოვა და პირიქით, უკუ რეაქცია არ გამოიწვიოს სახეზე.

ტანი მთელი ზამთრის პერიოდში უნდა დავიტენიანოთ საცხებით, რომ არ მივიღოთ გაზაფხულზე ნაზამთრალი ე.წ. გამომშრალი კანი, რომელიც თავისთავად იწვევს შემდეგ კანის დაავადებების გართულებას.

screenshot-2-1636709484.png

- როგორ რეაგირებს სიცივეზე კანის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ეგზემა და ატოპიური დერმატიტი? რას ურჩევდით მათ, ვისაც კანის აღნიშნული პრობლემები აწუხებთ?

- კანის ისეთი დაავადებები როგორიცაა ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი და სხვა- მშრალი კანის პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ზამთრის პერიოდში, როდესაც კანი ისედაც შრება, ასეთმა ადამიანებმა ყოველდღიურად უნდა დაიტენიანონ კანი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ დაავადებების გართულება

- რაც შეეხება ხელის კანს, როგორ უნდა მოვუაროთ მათ წელიწადის ცივ სეზონზე, რათა არ გამოგვიშრეს და არ აგვექერცლოს?

- ხელის კანი, ეს არის ორგანიზმის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად არის შემხებლობაში ზამთრის პერიოდში აგრესიულ გამაღიზიანებელ ფაქტორთან, სიცივესთან. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ხელთათმანის ტარება და ხელის დამატენიანებელი კრემი.

განსაკუთრებით იმ პაციენტებისათვი, ვისაც მიკროცირკულაციის დისფუნქცია აღენიშნებათ.

- როგორ ვლინდება სიცივეზე ალერგია? რას ურჩევდით მათ, ვისაც სიცივეზე ალერგია აწუხებთ?

- ჩვენ ვახსენეთ მიკროცირკულაციის დარღვევის დროს კანის განსაკუთრებული დაცვა. სხეულის წარზიდული ნაწილები- ხელისა და ფეხის თითები, ცხვირის წვერი, ყურის ბიბილოები- ამ დროს წითლდება, შეიძლება მოლურჯო იისფერიც გახდეს, ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, სუბიექტურად წვა, ქავილი და ტკივილიც შეიძლება ახდეს თან.

თუ ეს პროცესი დასაწყისშივე არ იქნება მიხედული, მას შეიძლება მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს. ეს პროცესი ცნობილია სიცივეზე ალერგიის- პერნიოს სახელწოდებით. ასეთი ადამიანები შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ სიცივეს-ატარონ ხელთათმანი, ხელი დაიბანონ მხოლოდ თბილი წყლით და მუდამ იხმარონ დამცავი ხელის კრემი.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი წელიწადის ნებისმიერ დროს?

- იმისათვის რომ კანმა, ორგანიზმისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანმა ორგანომ, შეასრულოს თავისი ნორმალური ფუნქცია, საჭიროა არა მარტო ზამთარში, არამედ ნებისმიერ სეზონზე მივაქციოთ მას ყურადღება, გვქონდეს მუდმივად დატენიანებულ მდგომარეობაში, ვისაც ეს სჭირდება, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გამოვიყურებოდეთ შესაბამისად ლამაზად.