კანის ცვლილებები, რომლებიც შინაგანი ორგანოების დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედია

კანის ცვლილებები, რომლებიც შინაგანი ორგანოების დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს

გაითვალისწინეთ: კანზე არსებული ცვლილებები უმეტესად დროებითია და სულაც არ უკავშირდება სერიოზულ შინაგან დაავადებას.

მოდი, ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული სიმპტომი

  • ხანგრძლივად არსებული სიწითლე, რომელიც მოიცავს ლოყებსა და ცხვირის ზურგს, დამახასიათებლია რევმატული დაავადებისთვის - სისტემური წითელი მგლურასთვის. ეს სიწითლე და გამონაყარი პეპელას მოგვაგონებს, რის გამოც მედიცინაში მგლურას პეპლის სახელწოდებით არის ცნობილი.

  • სარძევე ჯირკვლის კანის ლიმონის ქერქისებრი იერი ან სისხლიანი გამონადენი სარძევე ჯირკვლის დვრილიდან შესაძლოა სარძევე ჯირკვლის კიბოს სიმპტომი იყოს.

  • კანისა და ლორწოვანების სიყვითლე ხშირია ღვიძლის დაავადების - ჰეპატიტის დროს.

  • კანის გასქელება მტევნის ზურგისა და კისრის არეში ხანგრძლივად არსებული დიაბეტის დროს გვხვდება.

  • კანის ზედმეტი სიმშრალე, თმის სიმშრალე და დაზიანება ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას.

თირკმლის დაავადებები და კანი

ცნობილია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს კანი ხშირად იცვლის ფერს. დამახასიათებელია ბაცი მოყვითალო შეფერილობა, ხელიგულებისა და ტერფების მოყავისფრო ელფერი, ფეხის სოკოვანი ინფექცია.

ტიპობრივია ფრჩხილების ცვლილება - ის ნახევარი, რომელიც ფრჩხილბუდესთანაა ახლოს, თეთრი ფერისაა, ხოლო მეორე მოვარდისფროა, ნორმალური. ამის მიზეზი ორგანიზმში სითხის შეკავებაა. ტიპობრივია კანის სიმშრალეც, სამიდან ორ შემთხვევაში კი ძლიერი ქავილი ვითარდება.

რევმატული დაავადებები

ზემოთ აღვწერეთ სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი "პეპელა". კანის ტიპური ცვლილებები ვითარდება სკლეროდერმიის დროს - კანი დაჭიმულია, მისი მოძრაობა - შეზღუდული, პირის ირგვლივ ქისისმაგვარი ნაკეცები წარმოიქმნება. დერმატომიოზიტის დროს კი ვითარდება სილურჯე და შეშუპება თვალების ირგვლივ და დეკოლტეს ზონაში.

თვალების არეში აღმოცენებულ ამ ცვლილებებს დერმატომიოზიტულ სათვალეს უწოდებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რევმატოიდული ართრიტი პაციენტთათვის ერთ-ერთი კარგად ნაცნობი დაავადებაა.

ამ დაავადების დროს კანი ფერმკრთალია, დაზიანებული სახსრების ზედაპირზე გათხელებულია, გამჭვირვალე, და ლაპლაპებს. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით თვალში საცემია თითების სახსრების მფარავ კანზე.

დაავადებულთა 20-30%-ს უვითარდება რევმატოიდული კვანძები - ფიქსირებული ან მოძრავი რბილი კვანძები ძვალთან ან მყესთან ახლოს გვხვდება. ტიპობრივი ლოკალიზაციაა იდაყვი, აქილევსის მყესი, ზოგჯერ - ბარძაყის ზედაპირები.

წაიკითხეთ სრულად