რატომ არის მელანომის დიაგნოზი უფრო ხშირი მამაკაცებში და როგორ დავიცვათ მისგან თავი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის მელანომის დიაგნოზი უფრო ხშირი მამაკაცებში და როგორ დავიცვათ მისგან თავი?

კვლევებით, მამაკაცები მელანომის დიაგნოზით 55%-ით უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები.

მეცნიერებმა შეისწავლეს 15-დან 39 წლამდე ასაკის 26000-ზე მეტი თეთრი კანის მქონე პაციენტის მონაცემები, რომლებსაც მელანომა დაუდგინეს 1989-დან 2009 წლამდე. აქედან 1600 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 63% მელანომით დიაგნოზირებული მამაკაცი იყო.

სხვა სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს შედეგს.

კანის კიბოს ფონდის განცხადებით, მამაკაცებს ქალებზე დაახლოებით ორჯერ ხშირად ემართებათ ნებისმიერი სახის კანის კიბო.

ხოლო, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს მელანომის განვითარების გაორმაგებული რისკი აქვთ, ქალებთან შედარებით.

უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის დასამტკიცებლად, აქვს თუ არა ამ მონაცემებს ბიოლოგიური საფუძველი.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ქალს მეტად ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, რაც მას მელანომისგან იცავს.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაავდება კანის ტიპზე უფრო მეტად არის დამოკიდებული.

ამასთანავე, მელანომის დროული დიაგნოსტირება დაავადების მართვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.

მამაკაცების შემთხვევაში კი მისი იდენტიფიცრება, ძირითადად, ძალიან გვიან ხდება. როდესაც, დაავადება შორეულ სტადიაზეა.

ასევე, მამრობითი სქესის წამომადგენლები თვლიან, რომ მათ ნაკლებად სჭირდებათ მზისგან დამცავი საშუალებები.

ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად, მამაკაცების მხოლოდ 5% მოიხმარს მზისგან დამცავ საშუალებებს.

სინამდვილეში, მათ კანს ისეთივე დაცვა სჭირდება, როგორც ქალისას. ორივე სქესმა spf 30 მზისგან დამცავი საშუალება უნდა გამოიყენოს.

როგორ დავიცვათ კანი?

მიირთვით მზისგან დამცავი ეფექტის მქონე საკვები

• პომიდორი

• საზამთრო

• სტაფილო

• გოგრა

ისინი კაროტინოიდებს შეიცავს, რაც კანის თავისუფალი რადიკალების დაზიანებას ებრძვის.

• არ გამოტოვოთ დილით ფინჯანი ყავის მირთმევა. კოფეინი ზოგიერთი ტიპის კანის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.

• შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ხანგრძლივი სტრესი ჯანსაღ კანზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.