/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

რატომ და როდის შავდება პაპილომა

რატომ და როდის შავდება პაპილომა
პაპილომა კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნია, რომლის მოშორება საჭიროა კოსმეტიკური მოსაზრებით ან

კიბოდ გადაგვარების საფრთხის გამო. ის სხეულზე პაპილომავირუსით დასნებოვნებისას ჩნდება. თუ ასეთი სიმსივნე გამუქდა, შეიცვალა ფორმა და ზომები, იზრდება მისი ავთვისებიანად გადაგვარების რისკი.

პაპილომები ხშირად იცვლის ფერს, ჩნდება შავი წერტილები ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედების შედეგად, კერძოდ:

  • ახალწარმონაქმნის ტრავმა;
  • ტანსაცმელზე ხახუნი;
  • პაპილომის ზედაპირის დაზიანება ჰიგიენური პროცედურის, კერძოდ, პარსვის დროს.

პაპილომამ ფერი შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის ფონზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ ახალწარმონაქმნის ტკივილიც აღინიშნება, აუცილებელია ონკოლოგის კონსულტაცია, რომელიც დანიშნავს კომპლექსურ დიაგნოსტიკას.

უნდა გვახსოვდეს, რომ პათოლოგიური პროცესის განვითარებას ბიძგი შეიძლება მისცეს:

  • უკონტროლო მკურნალობამ სახლის პირობებში;
  • პაპილომავირუსულ ახალწარმონაქმნზე მუდმივმა მექანიკურმა ზემოქმედებამ;
  • კანის იმ უბნის არასწორმა მოვლამ, სადაც კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მაინტერესებს ფორმიდრონის ხსნარი რომელიც განკუთვნილია ოფლის დასათრგუნად, მისი გამოყენება იღლიაში რამდენჯერ არის დაშვებული მაგალითად კვირაში. ან ყოველ დღე რომ გამოვიყენო რა გვერდითი ეფექტები ან უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს, ვარ 33 წლის კაცი</p>

პაპილომის მოშორება

ფერშეცვლილი პაპილომის მოშორებამდე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს კომპლექსური კვლევა, რომლის მიზანიც ავთვისებიანად ქცევის ნიშნების გამოვლენაა. შემდეგ მას დაუნიშნავენ ქირურგიულ პროცედურას.

ლაზერული ქირურგია - ეს მეთოდი ყველაზე მეტად შედეგიანია. პაციენტი არ გრძნობს ტკივილს და ქირურგიული მანიპულაცია ტარდება ანესთეზიის გარეშე.

მოშორების შემდეგ პაპილომის ადგილზე წარმოიქმნება მცირე ზომის ჭრილობა, რომელიც რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. ლაზერული თერაპიის ერთ-ერთი უპირატესობა ურეციდივობაა.

კრიოდესტრუქცია - პაპილომაზე ზემოქმედება ხდება თხევადი აზოტით, რომლის ტემპერატურა -196 გრადუსია. რამდენიმე დღეში პაპილომავირუსული წარმონაქმნი შორდება.

კრიოდესტრუქციის გვერდითი ეფექტი ჯანსაღი კანის საფარველის დაზიანებაა. ამის მიზეზია ის, რომ ექიმი ვერ აკონტროლებს გაყინვის პროცესს და თხევადი აზოტი ღრმად ხვდება.

ელექტროკოაგულაციის მეთოდი - ქირურგიული მანიპულაციისას პაპილომავირუსულ ახალწარმონაქმნზე ელექტრული დენით ზემოქმედებენ. ელექტროკოაგულაციის წინ პაციენტებს უკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, პროცედურის დროს არსებული დისკომფორტი რომ მაქსიმალურად შემცირდეს.

რადიოქირურგია - როდესაც პაპილომა შავდება, მას რადიოდანის საშუალებით აშორებენ. ამ მეთოდის უპირატესობა ქირურგიული პროცედურის სისწრაფეა, რომლის დროსაც პრაქტიკულად არ ეხებიან ჯანსაღ ქსოვილს.

ჩვეულებრივი ამოკვეთა - იშვიათად პაპილომავირუსულ ახალწარმონაქმნს ტრადიციული გზით, ქირურგიულად მკურნალობენ. მისი უარყოფითი მხარეებია მტკივნეულობა, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის გაჩენა.

პროფილაქტიკა - კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების კანზე გაჩენის პროფილაქტიკისათვის მეტი ყურადღებაა საჭირო ჯანმრთელობისადმი. პაპილომავირუსული ინფექციით დასნებოვნების არიდება ძალიან ძნელია, თუმცა ინფიცირების რისკის მინიმიზება შესაძლებელია:

  • უკუაგდეთ მავნე ჩვევები - თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები;
  • შეძლებისდაგვარად აირიდეთ სტრესული სიტუაციები;
  • ჯანსაღი, დაბალანსებული კვებით;
  • ფიზიკური ვარჯიშით;
  • რეგულარული სამედიცინო-პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებით;
  • შემთხვევითი სქესობრივი კავშირის არიდებით;
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელების საპნით დაბანით.

კანზე ნებისმიერი გამონაყარის გაჩენისას ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, ამან შეიძლება საშიში შედეგები გამოიღოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

არის თუ არა გასარუჯი სპრეი უსაფრთხო საშუალება
არის თუ არა გასარუჯი სპრეი უსაფრთხო საშუალება
გარუჯვის სხვა მეთოდებთან შედარებით, სპრეი ყველაზე უსაფრთხო არჩევანია - მაგრამ, ის არ არის სრულიად თავისუფალი რისკებისგან.
სრულად
თუ ზღვაზე წასვლას აპირებთ
თუ ზღვაზე წასვლას აპირებთ
გაგაცნობთ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილს ზღვაზე დასვენების დროს გასათვალისწინებელი ღონისძიებებთან დაკავშირებით. შევეცდებით ვუპასუხოთ და გარკვეული რჩევებიც მივცეთ წერილის ავტორს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რატომ და როდის შავდება პაპილომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები