რით ვუშველოთ ჭარბ ოფლიანობას?
კლინიკა "კურაციოს" დერმატო-ვენეროლოგი მაია დათუაშვილი:
- რა შეიძლება იყოს ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) გამომწვევი მიზეზი?
- ჰიპერჰიდროზი არის ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ოფლის ჭარბი გამოყოფა. ის შეიძლება იყოს იდიოპათიური, პირველადი, ან მეორადი, განვითარდეს სხვადასხვა დაავადების, მეტაბოლური სინდრომის, სიცხით მიმდინარე ავადმყოფობების ან მედიკამენტების გამოყენების ფონზე.
- არის თუ არა ჰიპერჰიდროზი ორგანიზმისთვის საშიში?
- ჭარბოფლიანობა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას არ წარმოადგენს, მაგრამ არცთუ იშვიათად იწვევს ემოციურ დისტრესს და სიცოცხლის ხარისხის, მათ შორის - შრომის უნარის დაქვეითებას, რომლის ინტენსივობაც უპირატესად დამოკიდებულია ჰიპერჰიდროზის ფორმაზე.
- არსებობს თუ არა ჭარბი ოფლიანობის სამკურნალო საშუალებები - როგორ ვუმკურნალოთ ჭარბ ოფლიანობას?
- თუ ჭარბოფლიანობა მეორადია, მისი მკურნალობა დამოკიდებულია ძირითადი დაავადების განკურნებაზე, პირველადის შემთხვევაში კი - ჰიპერჰიდროზის ფორმაზე, კერძოდ - ჭარბოფლიანობა ლოკალურია თუ გენერალიზებული.
ესენციური, პირველადი ჭარბოფლიანობის მკურნალობა ძნელია, მაგრამ დღესდღეობით არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, გავაკონტროლოთ მდგომარეობა და შესაბამისად ავამაღლოთ პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
ოდაბანი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და გავრცელბული საშუალებაა ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, პროთეზირებული კიდურები, საზარდულის მიდამო.
კომპონენტები არეგულირებენ ოფლის გამოყოფას ისე, რომ არ არღვევენ საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას. პრეპარატის მოქმედებას საფუძველად უდევს ოფლის გამომტან სადინარებზე გარეგანი საცობის წარმოქმნა, რის შედეგადაც პრობლემური ზონა მშრალი რჩება, ოფლის დღეღამური რაოდენობა კი შარდით გამოიყოფა.
- რამდენად უსაფრთხოა ოდაბანი?
- ოდაბანი უსაფრთხო პროდუქტია, რომელიც გაუმჯობესებულია სილიკონის ფორმულის მეშვეობით - მისი გამოყენების შემდეგ კანის ზედაპირზე წარმოიქმნება დამცავი აპკი (ბარიერი) და ორგანიზმი ალუმინის ქლორიდს არ შეიწოვს, ამიტომ ოდაბანი უსაფრთხო საშუალებად არის აღიარებული ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
- სხეულის რომელ უბანზე არის შესაძლებელი ოდაბან სპრეის გამოყენება?
- ოდაბან სპრეი გამოიყენება კანის პრაქტიკულად ნებისმიერ მონაკვეთზე, მთავარია, მოცემული ადგილი არ იყოს გაღიზიანებული. მას იყენებენ ღამით, ძილის წინ! ამ დროს ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ოფლი მინიმალური რაოდენობით გამოიყოფა. შესაბამისად, ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს დროის ამ მონაკვეთში. ოდაბანის გამოყენებამდე აუცილებელია შესაბამისი ზონის დაბანა და კარგად გამშრალება, შესაძლებელია თმის საშრობის გამოყენებაც. საკმარისია პრობლემურ ზონაზე ერთი ან ორი მიპკურება. მეორე დილით კი საჭიროა დამუშავებული ზონის გრილი წყლითა და საპნით ჩამობანა.
- როგორ მოვიქცეთ ხელისგულების ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში?
- შეგვიძლია გამოვიყენოთ ოდაბანის სპრეი ან ლოსიონი. საზოგადოდ, ოდაბანი თავიდან დღეგამოშვებით გამოიყენება, შედეგის მიღების შემდეგ კი მისი მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს საჭიროებისამებრ - კვირაში ერთხელ, ორჯერ ან უფრო იშვიათად. ხელისგულების ჭარბოფლიანობისას ის უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ. რთულ შემთხვევებში ოდაბანის გამოიყენება შესაძლებელია ყოველ ღამე შედეგის მიღებამდე. შედეგის მიღებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე დღე ან კვირა.
- ხშირად ფეხის გულების ჭარბ ოფლიანობას უსიამოვნო სუნი ერთვის. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
- ფეხის უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოვიყენოთ ოდაბანის ფეხის და ფეხსაცმლის ფხვნილი, რომელიც იყრება ფეხსაცმელში, მოქმედებს ფეხზეც და ფეხსაცმელზეც. ხოლო ფეხის გულების ჭარბი ოფლიანობის დროს ზოგჯერ საჭიროა კომბინაცია - ფეხსაცმლის ფხვნილი ფეხსაცმელში ჩასაყრელად + ოდაბან სპრეი, რომელიც გამოიყენება ღამე ძილის წინ.
- როდესაც ფეხის უსიამოვნო სუნს სოკოვანი დაავადება იწვევს, ამ შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი ოდაბანის ფეხის ფხვნილის გამოყენება?
- რასაკვირველია, შესაძლებელია და საჭიროც. ოდაბანის ფხვნილი აქრობს უსიამოვნო სუნს, ინარჩუნებს ფეხის სიმშრალეს მთელი დღის განმავლობაში, აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი, უსიამოვნო სუნს აშორებს ფეხსაცმელსაც.
- საჭიროებს თუ არა ოდაბანის გამოყენება ექიმის რეცეპტს?
- ოდაბანის შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე.