კანის სეზონური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის სეზონური დაავადებები

დღესასწაულებით და ამინდის სიურპრიზებით, რასაც ჩვენი ორგანიზმის ადეკვატური პასუხი მოჰყვება ხოლმე. როგორც ცნობილია, წელიწადის ამ დროს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემაში ერთგვარი რევოლუცია ხდება. კანისმხრივ გამოვლინებებზე სასაუბროდ ვეწვიეთ სამკურნალო ცენტრ "სიცოცხლის" კანისა და ვენერულ სნეულებათა კაბინეტის ექიმ დერმატოვენეროლოგს, ბატონ თემურ კვეზერელ-კოპაძეს.

  • ბატონო თემურ, კანის რომელი დაავადებების გამწვავებას უნდა ველოდოთ ადრეულ გაზაფხულზე და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- ცნობილია, რომ წლის გარდამავალ პერიოდში იცვლება ორგანიზმის ბიორიტმები. ეს იწვევს მთელ რიგ ძვრებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გამწვავებით ვლინდება. მოსალოდნელია კანისმხრივი რეაქციებიც, კერძოდ, ალერგიული დერმატიტი, ჰერპესი, ფსორიაზი, ეგზემა და სხვა.

  • რა დაავადებაა ეგზემა და როგორი გამონაყარი ახასიათებს მას?

- ეგზემა არის კანის ზედაპირული შრეების ნერვულ-ალერგიული ბუნების ანთება, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე გარეშე ან შიგა გამღიზიანებლების ზემოქმედების საპასუხოდ. ეგზემას ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი, ქავილი და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობა.

  • რას ნიშნავს ტერმინები ნეიროალერგიული გენეზი და პოლიმორფული გამონაყარი?

- ნეიროალერგიული გენეზი იმას ნიშნავს, რომ ეგზემის აღმოცენებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ალერგიული რეაქციები, ისე ფსიქოემოციური მომენტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მკურნალობის შერჩევისას კარდინალურ გავლენას ახდენს. გამონაყარის პოლიმორფულობა კი იმას ნიშნავს, რომ ეგზემის გამონაყარი სხვადასხვაგვარია. ეს დამოკიდებულია პროცესის სტადიაზე, თუმცა ეგზემის ძირითად გარეგან გამოვლინებად კანზე პატარა ბუშტუკების - მიკროვეზიკულების არსებობა ითვლება.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს ეგზემა?

- ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს სტრესი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგია, ცვლილებები ენდოკრინული ჯირკვლების მხრივ, ნეიროიმუნური სისტემის დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, რომელთა შედეგადაც ეგზემის დროს ფორმირდება კანის ანთებითი რეაქცია.

  • რა ასაკში გვხდება ეგზემა და როგორია ამ დაავადების სიმპტომები?

- ეგზემა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. გამონაყარი ჩნდება კანის ნებისმიერ უბანზე, უმეტესად - სახესა და კიდურებზე. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის ადგილობრივი ანთებითი ცვლილებები, რაც ვლინდება კანის გამოხატული სიწითლით, ძლიერი ქავილით, პატარა ბუშტების გაჩენით, რომლებიც შემდეგ სკდება. კანის დაზიანებული ზედაპირი სველდება. წარმოიქმნება ეროზია, რომლის ადგილასაც ჩნდება საკმაოდ ღრმა, მტკივნეული ნახეთქები.

  • როგორ უნდა ვუმკურნალოთ ეგზემას?

- ეგზემის მართებული მკურნალობა შედგება ორი აუცილებელი კომპონენტისგან: ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობისგან. ადგილობრივი მკურნალობით ზემოქმედება ხდება უშუალოდ კანის დაზიანებულ კერაზე. ეს ისევე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადი მკურნალობა, ვინაიდან მის სწორ წარმართვაზეა დამოკიდებული საბოლოო ეფექტი. ზოგადი მკურნალობა მიმართულია გამღიზიანებელი ფაქტორების გამოვლენისა და მოცილებისკენ, თანმხლები დაავადებების თერა-პიული მკურნალობისკენ. ამ დროს პაციენტმა უნდა დაიცვას ჰიპოალერგენული დიეტა.

მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს მადესენსიბილიზებელი საშუალებები, ანტიჰისტამინური, სედაციური პრეპარა-ტები, ტრანკვილიზატორები. უნდა მოხდეს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რეგუ-ლირება, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეგზემით დაავადებულთა დიდ უმრავლესობას ამ სფეროში დარღვევები აქვს. შორს წასულ, მძიმე შემთხვევაში შეიძლება ჰორმონებიც იქნეს გამოყენებული. მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთოს ფიზიოთერაპიული და სანატორიულ-კურორტული კურსი.

  • რა უნდა გავაკეთოთ ეგზემის პროფილაქტიკისთვის?

- აუცილებელია ალერგენის დროული მოცილება, დერმატიტების დროული მკურნალობა, პროფესიული ეგზემისას - ქიმიურ გამღიზიანებლებთან კონტაქტის აღკვეთა.

  • ბატონო თემურ, დერმატიტი ახსენეთ. რა დაავადებაა ეს?

- დერმატიტი არის კანის ანთებითი რეაქცია ამა თუ იმ გარეშე ფაქტორით გამოწვეულ გაღიზიანებაზე. ჩვეულებრივ, დერმატიტი ხანმოკლეა, თუმცა შესაძლოა, გართულდეს ინფექციით. დერმატიტი შეიძლება იყოს ენდოგენური (კონსტიტუციური) და ეგზოგენური (კონტაქტური). ვლინდება კანთან ალერგენის უშუალო ზემოქმედების შედეგად.

  • როგორია ალერგიული დერმატიტის სიმპტომები?

- ალერგიული დერმატიტი ვლინდება კანის მკვეთრი სიწითლით, ერითემით, რომელსაც თან სდევს გამოხატული შეშუპება, ბუშტუკებით, რომლებიც იხსნება და ტოვებს სველ ეროზიას.

  • როგორ მკურნალობენ ალერგიულ დერმატიტს?

- ალერგიული დერმატიტის მკურნალობა, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი, ალერგენის ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.

  • რა არის ფსორიაზი?

- ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც თან ახლავს ანთებითი, აქერცვლადი გამონაყარი. ფსორიაზით დაავადებულია ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 2-3%. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან "ფსორა", რაც ქავილს ნიშნავს. ფსორიაზით ზიანდება კანის თმიანი საფარველი, ფრჩხილი და სახსრების მფარავი კანი. ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ვირუსულ, ნეიროგენულ, მემკვიდრეობით ფაქტორებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზი?

- ფსორიაზის მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის აღსანიშნავია ის ფაქტორები, რომლებიც ბიძგს აძლევს დაავადების დასაწყისს. ესენია: ტრავმები, ინფექციური დაავადებები, არასწორი კვება, ხშირი და ძლიერი სტრესი, რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე, კლიმატური ცვლილებები, გენეტიკური ფაქტორები, ალკოჰოლური სასმელების ჭარბად გამოყენება და სხვა.

  • როგორ ვლინდება ფსორიაზი?

- ფსორიაზის დროს გამონაყარი წარმოადგენს ერთეულ პაპულებსა და ფოლაქებს მათთვის დამახასიათებელი ლოკალიზაციის ადგილას. ეს ადგილებია თავის თმიანი ნაწილი, იდაყვის, მუხლის სახსრების გამშლელი ზედაპირი. ფოლაქები მკვეთრი ვარდისფერი ან წითელია და მკაფიოდ არის გამოყოფილი ჯანსაღი კანისგან. გამონაყარი იქერცლება. ზაფხულში, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, დაავადების სიმპტომები სუსტდება, ზოგ შემთხვევაში ქრება კიდეც. სიმპტომურია ისიც, რომ ფსორიაზისთვის დამახასიათებელია გამწვავება ტრავმის ან ნაკაწრის ადგილას. ამ დაავადების დროს ზიანდება არამარტო კანი - პროცესში შესაძლოა ჩაერთოს სახსრებიც და განვითარდეს ფსორიაზული ართროპათია.

  • როგორ მკურნალობენ ფსორიაზს და რამდენად შედეგიანია ეს?

- ფსორიაზი, სამწუხაროდ, არ იკურნება, თუმცა არსებობს მრავალი საშუალება, რომლებსაც შეუძლია დაავადების სიმპტომების შემსუბუქება და კონტროლირება საკმაოდ დიდხანს. ფსორიაზი თავისთავადაც შეიძლება ჩაცხრეს. ხშირია ხანგრძლივი რემისია. მკურნალობა ხანგრძლივია. ყოველ ავადმყოფს თერაპიის ინდივიდუალური შერჩევა სჭირდება, ვინაიდან ყველა სამკურნალო საშუალება თანაბრად ეფექტურად არ მოქმედებს. ფსორიაზი მოითხოვს კომპლექსურ, სისტემურ მკურნალობას დეზინტოქსიკაციური, მადესენსიბილიზებელი, ანტიანთებითი პრეპარატებით, ფიზიოთერაპიული მეთოდებით, გარეგანი საშუალებებით. ფსორიაზის დროს აუცილებელია დერმატოლოგის მუდმივი დაკვირვება და სისტემატური მკურნალობა.

  • შესაძლებელია თუ არა ფსორიაზის პროფილაქტიკა?

- გამწვავების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით - ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. აუცილებელია დიეტის დაცვა, კერძოდ, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვა, ცხარე, მჟავე კერძების, ტკბილეულისა და ალკოჰოლური სასმელების რაციონიდან ამოღება. კარგია კურორტული მკურნალობა, კერძოდ, გოგირდწყალბადის და რადონის აბაზანები (წყალტუბო), მზისა და ზღვის აბაზანები. დაავა-დების პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის გაკაჟება, ფიზიკური აქტივობისა და მობილურობის გაზრდა სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული ვარჯიშის სახით.

  • ბატონო თემურ, დღეს მეტად გავრცელებული დაავადებაა ჰერპესი. როგორია მისი გამოვლინება?

- ჰერპესული გამონაყარი ბუშტუკისებრია, უმეტესად ტუჩებზე და ცხვირის ღრუში ლოკალიზდება. ვირუსისთვის დამახასიათებელია ერთი მცირე უბნიდან მთელ სხეულზე მოდება. ჰერპესის ვირუსი თავსდება ადამიანის უჯრედის გენურ აპარატში და აზიანებს მას. ის პასიურ მდგომარეობაში შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე არსებობდეს ორგანიზმში. ჰერპესი მწვავდება დროდადრო, ამა თუ იმ დაავადების, არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ფონზე, გადაცივების, გადაღლის შედეგად. დაავადების გამწვავებას თითქმის ყოველთვის იწვევს იმუნიტეტის დაქვეითება. ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულია დედამიწის მოსახლეობის 95%, რომელთაგან 20%-ს აქვს ამა თუ იმ ინფექციის აქტიური კლინიკური გამოვლინება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ვირუსი მეტად უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

  • როგორია ჰერპესის სიმპტომები და როდის ვლინდება ისინი?

- სიმპტომები ვლინდება დაავადებულთან კონტაქტიდან 5-7 დღის შემდეგ - კანზე ჩნდება შემოსა-ზღვრული სიწითლე, სადაც მცირე ხნის შემდეგ გამჭვირვალეშიგთავსიანი ჰერპესული ბუშტუკები წარმოიქმნება. როგორც წესი, ჰერპესული გამონაყარი ნაწიბურს არ ტოვებს. ჰერპესვირუსის დროს ადგილობრივად დიდდება ლიმფური კვანძები, ხშირად აღინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადება.

  • როგორ უნდა წარიმართოს ჰერპესვირუსის მკურნალობა?

- ჰერპესის მკურნალობა, სამწუხაროდ, არც ისე ადვილია. ის მიმდინარეობს ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების ინდივიდუალური შერჩევით. კომპლექსურ მკურნალობაში, ჩვენების მიხედვით, გამოყენებულ უნდა იქნეს ბიოგენური სტიმულატორები, ადაპტოგენები, სიმპტომური მკურნალობისათვის შერჩეული პრეპარატები. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიოთერაპია.

  • როგორ დავაღწიოთ თავი ჰერპესვირუსს?

- ამ დაავადების პროფილაქტიკა, პირველ რიგში, ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს. აუცილებელია სწორი კვება, ვიტამინოთერაპია, გაკაჟება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება, ინფიცირებულებთან კონტაქტის შეწყვეტა და ა.შ.