თავის ქავილის მიზეზი დაბანის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ქავილის მიზეზი დაბანის შემდეგ

ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • კანის მომატებული სიმშრალე;
  • სებორეა;
  • ალერგიული ანუ ატოპური დერმატიტი;
  • ნეიროდერმიტი;
  • სოკოვანი ან პარაზიტული ინფექცია, მაგალითად, ტილი და ბევრი სხვა მიზეზი.

ძლიერი ქავილი შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა შამპუნმა, მოვლის საშუალებებმა, თმის საღებავმა, თავის ხშირმა ბანამ და თმის ფენით გაშრობამ. ქავილის ირიბი მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი სტრესი.

კანის რაიმე სერიოზული დაავადების გამოსარიცხად რეკომენდებულია დერმატოლოგის კონსულტაცია.

როდის ხდება თავის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე

მგრძნობიარე კანის დროს თავი უნდა აარიდოთ ლაურილის ან ნატრიუმის ლარეტსულფატის შემცველ შამპუნებს. პრობლემა ისაა, რომ ეს დასაბანი საფუძველი პრაქტიკულად ყველა შამპუნშია, მათ შორის თმის პროფესიულ კოსმეტიკაშიც. ამ შემთხვევაში სპეციალური სამკურნალო, დერმატოლოგიური შამპუნები უნდა სცადოთ, რომელთა შეძენა აფთიაქებშიც შესაძლებელია. მათგან ბევრი სწორედ თავის თმიანი ნაწილის ქავილის სამკუნალოდაა განსაზღვრული.

ქავილის შესამცირებელი შამპუნები და ლოსიონები ძალზე ხშირად შეიცავს ქაფურს, მენთოლსა და სამკურნალო მცენარეების, მაგალითად: გვირილის, ოროვანდის, კალენდულას ექსტრაქტებს. ეფექტურია ასევე ჩაის ხის ზეთი. ალტერნატივისთვის შესაძლებელია ბავშვის შამპუნის გამოყენებაც.

ხალხის გამოცდილებით, თავის კანის ქავილს უხდება: დაბანის შემდეგ გვირილის ან კალენდულას ნახარშისა და გრილი წყლის გადავლება.

შეიძლება ნატურალური ზეთის ნიღბების, მაგალითად, ზეითუნის, თალგამის ან ჩაის ხის ზეთის გამოყენებაც. ისინი კარგად ატენიანებენ, კვებავენ და არბილებენ თავის კანს, ჩაის ხის ზეთი კი ებრძვის სოკოსა და მის გამოვლინებას. ეფექტიანია ვაშლის ნიღაბიც: გახეხეთ ვაშლი და მიღებული ფაფა წაისვით თავზე დაბანამდე. დაიფარეთ ცელოფანი და მოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ თმა კარგად ჩამოიბანეთ.