მამაკაცის კანის თავისებურებები და მოვლის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის კანის თავისებურებები და მოვლის წესები

მამაკაცის კანის უპირატესობაა, რომ ის უფრო მეტად უძლებს გარეგან მავნე ზემოქმედებას - მზეს, ქარს, სიცხეს ან ყინვას. თუმცა ყმაწვილებთან, კანის მომატებული ცხიმიანობის გამო ხშირია გამონაყარი.

30 წლამდე ასაკის მამაკაცის კანის მოსავლელად სრულიად საკმარისია დასაბანი და მატონიზებელი საშუალებები.

ყოველდღიურად დასაბანად შეიძლება გელის ან ქაფის გამოყენება. არსებობს ზოგიერთი ფირმის სპეციალური ქაფი, რომელიც დასაბანადაც გამოიყენება და საპარს საშუალებადაც.

გასუფთავების ან გაპარსვის შემდეგ კანის ტონიზებისთვის მამაკაცებმა შეიძლება გამოიყენონ ტონიკები მგრძნობიარე კანისთვის ან პარსვის შემდგომი დამამშვიდებელი ლოსიონები. კანის გასუფთავება და დატენიანება აუცილებელია ყოველდღე, დილას და საღამოს.

30 წლამდე ასაკის მამაკაცების კანს ახასიათებს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების აქტივობა, რომელთა სეკრეტიც კანის ზედაპირზე ქმნის ერთგვარ კრემს - ჰიდროლიპიდურ მანტიას. ის შესანიშნავად იცავს კანს გარეშე გამღიზიანებლებისაგან. ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის დამატენიანებელი კრემის გამოყენება, როგორც წესი, საჭირო არ არის. ასეთი კრემის ან გელის მოხმარებამ შეიძლება კანის პრიალი გამოიწვიოს და ფორები დაახშოს. გამონაკლისია მზეზე ხანგრძლივად ყოფნა, როდესაც აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი.

განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი. ამ შემთხვევაში, სასურველია, გამწმენდი ტონიკი და გელი პრობლემური კანისთვის იყოს განკუთვნილი. ასეთი საშუალებები, როგორც წესი, შეიცავენ მჟავებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და სხვა კომპონენტებს, რომლებიც არა მარტო ასუფთავებენ ზედაპირს, არამედ აწესრიგებენ კანის pH-საც, გააჩნიათ ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციასაც.

30 წლის შემდეგ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა თანდათანობით ქვეითდება, ამიტომ დაბანისა და ტონიზების შემდეგ რჩება სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნება. ამიტომ კანის მოვლის საშუალებებს უნდა დაემატოს სახის გელი ან კრემი, ჩვეულებრივი დამატენინებელი კრემი ან გელი ალოეთი, პეპტიდებით ან С ვიტამინით.

ასაკთან ერთად დგება მომენტი, როდესაც გაღვიძებისას აღარ არის კანზე ჭარბი ცხიმი და Т-ზონა აღარ პრიალებს. ასეთ შემთხვევაში დილით სრულიად საკმარისია სახის წყლით დაბანა, შემდეგ კი შეიძლება გაპარსვა და კანის ტონიზება.

დასაწყისისთვის სრულებით საკმარისია კრემის წასმა მხოლოდ დღეში ერთხელ, მაგალითად, დილით. საღამოს კი სახე ქაფით დაიბანეთ და წაისვით ტონიკი.

ასაკის მატებასთან ერთად კანი შრება, ამიტომ კრემის გამოყენება საჭიროა დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს.

30 წლის შემდეგ მამაკაცის მოვლის საშუალებები უნდა იყოს:

1. დასაბანი;

2. მატონიზებელი;

3. სახის კრემი;

4. თვალების ირგვლივი მიდამოს კრემი.

მათ კი, ვისაც თავის მოვლა უყვარს ან ვისთვისაც გარეგნული იერსახე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად, მსახიობები), შეუძლიათ დამატებითი მოვლის საშუალებების გამოყენება. მოვლის პროცედურებში შესაძლოა კვირაში 1-2-ჯერ ჩართოთ სახის პილინგი და სხვადასხვა გამწმენდი, მკვებავი ან დამატენიანებელი ნიღაბი.

შეიძლება თუ არა მამაკაცმა ქალისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა გამოიყენოს? უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცმა შესაძლებელია გამოიყენოს ქალებისთვის განკუთვნილი სახის დასაბანი ქაფი, ტონიკი, კრემი, პილინგი და ნიღბები, მაგრამ გასათვალისწინებელია კაცის კანის თავისებურებები. მაგალითად, ქალის ნორმალური და კომბინირებული კანის დასაბანი ქაფი მამაკაცის ნორმალური და კომბინირებული კანისთვის შეიძლება ძალიან რბილი აღმოჩნდეს და კარგად ვერ გაასუფთაოს სახის კანი. ასეთ შემთხვევაში ჯობს ქალის კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მწარმოებელი სპეციალურად მამაკაცის კანის მოსავლელ კოსმეტიკას უშვებს, რომელიც მორგებულია მამაკაცის კანის თავისებურებებს და გამოირჩევა მასკულინური დიზაინითა და არომატით.