რა ხდება კანში გარუჯვის დროს (რუჯის ქიმია და ფიზიოლოგია) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება კანში გარუჯვის დროს (რუჯის ქიმია და ფიზიოლოგია)

კანში მელანინის წარმოქმნა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა მზის ულტრაიისფერ გამოსხივებაზე. აფრიკელების კანში განსაკუთრებულად ბევრი მელანინია.

მელანინს რთული ქიმიური შენება აქვს. უჩვეულო აღმოჩნდა პიგმენტში გაუწყვილებელი ელექტრონების არსებობა, რაც ამ ნივთიერებას სტაბილური, თავისუფალი რადიკალების თვისებას ანიჭებს. სწორედ ეს გაუწყვილებელი ელექტრონები განაპირობებს მზის გამოსხივების (რადიაციის) ეფექტურად შთანთქმას. გარდა ამისა, აღნიშნული ელექტრონები ადვილად ბოჭავენ უჯრედებისათვის სახიფათო (საშიშ) მავნე, მაღალაქტიურ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც წარმოიქმნება, მაგალითად, რადიაქტიური გამოსხივებისას. ამგვარად, მელანინი ერთდროულად ორ დამცველობით ფუნქციას ასრულებს - ულტრაიისფერი ფილტრისას და ანტიოქსიდანტისას.

როგორ წარმოიქმნება მელანინი

მელანინის წარმოქმნის მექანიზმი საბოლოოდ არ არის გაშიფრული. ცნობილია, რომ პროცესი მიმდინარეობს კანის განსაკუთრებულ უჯრედებში - მელანოციტებში. ორგანიზმის განვითარების კვალად, მელანოციტები ნერვული უჯრედებისაგან წარმოიქმნება და ამ უკანასკნელთა მსგავსად ბევრი წანაზარდი - დენდრიტი აქვს. მელანოციტებში მელანინის წარმოქმნა იწყება ამინმჟავა თიროზინის დაჟანგვით. ამ ქიმიური რეაქციის კატალიზატორია სპეციალური ფერმენტი - თიროზინაზა. თიროზინი (ჰიდროქსიფენილალანინი), რომელიც ქიმიური შენებით ძალიან ახლოსაა სხვა ამინმჟავასთან - ფენილალანინთან, შედის ცილების შემადგენლობაში, შესაბამისად, ორგანიზმში ყოველთვის არის მისი მარაგი.

თიროზინის დაჟანგვისას თავდაპირველად წარმოიქმნება დიჰიდროქსიფენილალანინი (იგივე დოფა). ის ორგანიზმისათვის მეტად მნიშვნელოვანი ამინმჟავაა. დოფა, მაგალითად, ადრენალინის წინამორბედია. მელანოციტებში დოფას მოლეკულები იჟანგება, შემდეგ კი რთულ ქიმიურ რეაქციათა საფუძველზე პოლიმერიზდება და დასაბამს აძლევს მელანინს. მელანინის წარმოქმნის პროცესი რეგულირდება განსაკუთრებული ჰორმონებით, რომლებიც ჰიპოფიზში გამომუშავდება და მელანოციტომასტიმულირებელი ჰორმონების სახელითაა ცნობილი.

ცილის მოლეკულასთან დაკავშირებული მელანინი კანში წარმოქმნის 0,1-დან 2 მკმ-მდე ზომის მუქ მარცვლებს. მელანოციტები თავისი წანაზარდებით (დენდრიტებით) ერთგვარად ასხურებენ ამ მარცვლებს (პიგმენტს) კანის ზედაპირული შრის უჯრედებში. ასე თანდათანობით მთელი მელანინი კანის ზედაპირულ რქოვანა შრეში გადადის. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

ადამიანებს, ისევე როგორც ცხოველებსა და ფრინველებს, შორის, იშვიათად, მაგრამ გვხვდებიან ალბინოსები (ლათინურიდან ალბუს – თეთრი). ისინი ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავდებიან მხოლოდ იმით, რომ მათ ორგანიზმში პიგმენტი მელანინი საერთოდ არ წარმოიქმნება თიროზინაზას აქტიური ფორმის არარსებობის გამო. ალბინოსებს კანი ყოველთვის თეთრი აქვთ, მათი თვალების ფერად გარსსაც კი არ აქვს შეფერილობა. გარკვეული კვლევებით დადგინდა, რომ მელანინის წარმოქმნის პროცესის სტიმულირება შეიძლება როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეტიკური პრეპარატებით. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი ასეთი სინთეტიკური პრეპარატი ძალიან წააგავს ზოგიერთი ისეთი ცხოველის ორგანიზმში წარმოქმნილ ჰორმონს, რომელიც იცვლის კანის ფერს, მაგალითად, ქამელეონის.

მელანინი იცავს კანს

კანში არსებული მელანინი საუკეთესო ფილტრია. ის აკავებს ულტრაიისფერი გამოსხივების 90%-ზე მეტს. თუმცა მელანინის წარმოქმნა კანის ერთადერთი ბუნებრივი დამცველობითი მექანიზმი როდია. დამატებითი მექანიზმებიდან აღსანიშნავია კანის ზედაპირზე სქელი, გარქოვანებული შრის წარმოქმნა მკვდარი უჯრედებისაგან. დასხივების განმეორებისას გარქოვანებული შრე კიდევ უფრო სქელდება. ამიტომაცაა, რომ გარუჯული კანი ბევრად უხეში, დახორკლილი და აქერცვლადია.

კიდევ ერთი დამცველობითი აგენტია უროკანის მჟავა, რომელიც წარმოდგენილია კანის გარეგან (ზედაპირულ) შრეებში. ის ეფექტურად შთანთქავს სინათლეს, ამასთან, ორმაგი ბმების შემცველი მისი მოლეკულები ფორმას იცვლიან (ტრანს-ფორმა გადადის ცის-ფორმაში), სიბნელეში კი უკუპროცესი წარმოებს. ამგვარად, უროკანის მჟავა ულტრაიისფერ რადიაციას უბრალოდ გარდაქმნის სითბოდ, რომელიც გარემოში იფრქვევა.

მზის ძლიერი დასხივებისას გარუჯული ადამიანი (აფრიკელიც კი) არ არის დაზღვეული მზის დამწვრობისაგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ალბინოსებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ მელანინი, ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი გარკვეული მდგრადობა გამოუმუშავდათ.

მოგეხსენებათ, გარუჯვისათვის აუცილებელია ულტრაიისფერი სხივები, ბუნებრივი ან ხელოვნური. მათი მიღება სხვადასხვა გზით შეიძლება.

კანი და ულტრაიისფერი დასხივება

პირველივე ცხელ დღეს, მზეზე გარკვეული დროით დაყოვნებისას, ადამიანი ამჩნევს, რომ მისი კანი გავარდისფრდა და ცხელია. აღნიშნული სიმპტომები მზის აბაზანის დასრულებისთანავე თითქოს ქრება, თუმცა რამდენიმე საათში ადამიანი გრძნობს, რომ კანი კვლავ გაუწითლდა, ეწვის კიდეც, მძიმე შემთხვევაში ჩნდება ბუშტუკებიც, შეგრძნება და ზოგადი მდგომარეობაც რამდენადმე მძიმდება. ყოველივე ეს ულტრაიისფერი ერითემის შედეგებია. ეს ერითემა (ბერძნულად - კანის შეწითლება) ათეული საათიდან რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს. ერითემა ანთებითი რეაქციაა, შეიძლება ითქვას, კანის მსუბუქი დამწვრობაც. როდესაც ერითემა გაივლის, კანი მუქდება, იქერცლება და საბოლოოდ გარუჯული რჩება. ეს სტადიები მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აქვს საკუთარ თავზე (როგორც ამბობენ, საკუთარ ტყავზე) გამოცდილი და იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვისაც ტკივილისა და უსიამოვნებების გარეშე აქვს მიღებული რუჯი.

ალბათ, ბევრს აინტერესებს: შეიძლება კი უპრობლემოდ, ყოველგვარი დამწვრობის გარეშე გარუჯვა? რუჯის მიღებას ყოველთვის ახლავს კანის აქერცვლა? როგორია დასხივების ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია გარუჯვისათვის? ყველა ამ კითხვაზე პასუხი უამრავი მეცნიერული კვლევის შედეგითაა გაცემული. როგორც ამ საკითხებზე მომუშავე მკვლევრები (ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და მედიკოსები) აცხადებენ, დასხივებისას კანში უამრავი ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ერთბაშად გარუჯვა, ანუ მზეზე დიდხანს ყოფნა მავნებელია, დიდ დარტყმას აყენებს ორგანიზმს. თანაბარი რუჯის მისაღებად საჭიროა კანი და ორგანიზმი თანდათანობით შევაგუოთ ულტრაიისფერ გამოსხივებას, ასე თავიდან ავიცილებთ გარუჯვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მით უფრო - დამწვრობას, რაც მთავარია, ორგანიზმს გარუჯვით სარგებლობას მოვუტანთ!

რა სარგებლობა მოაქვს გარუჯვას

ყველამ კარგად იცის, რომ ულტრაიისფერი სხივები სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მეტიც, აუცილებელია, რადგანაც მათი ზემოქმედებით ორგანიზმში წარმოიქმნება D ვიტამინი. ცნობილია ისიც, რომ ზომიერი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივება ეხმარება ორგანიზმს ინფექციური და ალერგიული რეაქციების დაჯაბნაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის კვებასა და სისხლმომარაგებას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, კეთილისმყოფელად მოქმედებს მადასა და ძილზე.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ულტრაიისფერი დასხივების სიჭარბე თრგუნავს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ენდოკრინული სისტემის ფუნქციას. გადაჭარბებული დასხივება უარყოფითად აისახება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც, ვითარდება სხვადასხვა ტიპის ნევროტული რეაქციები, მოდუნებულობა.

ადამიანებს ულტრაიისფერი სხივებისადმი განსხვავებული მგრძნობელობა აქვთ. იგი დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, სიჯანსაღეზე (რამდენად არის ორგანიზმი გავარჯიშებული, ნაწრთობი), კანის ტენიანობაზე, მიღებულ მედიკამენტებსა და სხვა მრავალ ფაქტორზე. მაგალითად, სპორტსმენები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი სხივებისადმი.

დიდი მნიშვნელობა აქვს წელიწადის დროსაც. ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობელობა განსაკუთრებით მომატებულია აპრილსა და მაისში, ე.წ. ზამთრის “მზის შიმშილის” შემდეგ.