რატომ არის საშიში მზისგან დამცავი კრემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რატომ არის საშიში მზისგან დამცავი კრემები

რატომ არის საშიში მზისგან დამცავი კრემები
დიდი ხანია მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე ნაადრევ დაბერებასა და კანის კიბოს იწვევს. ამიტომ ევროპასა და აშშ-ში დამსვენებლები ცდილობენ, მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე არ გავიდნენ პლაჟზე.


სულ უფრო მეტი არგუმენტი ჩნდება იმის დასამტკიცებლად, რომ მზისგან დამცავი საშუალებებით რუჯის მიღება არანაკლებ საშიშია, ვიდრე მზეზე დაუცველად ყოფნა. სწორედ აშშ-სა და ევროპაში, სადაც მზისგან დამცავ საშუალებებს უკვე დიდი ხანია იყენებენ, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კანის ყველა ფორმის კიბოს შემთხვევათა მატება აღინიშნება. ამ სამწუხარო ფაქტის ასახსნელად სამი ჰიპოთეზაა გამოთქმული. ერთ-ერთი მიზეზი მზით ზედმეტად
გატაცებაა, მეორე ჰიპოთეზით, დამნაშავე მზისგან დაცმავი კრემები და მათში არსებული ქიმიური ნივთიერებებია, მესამე მოსაზრებით, არა მზისგან დამცავი საშუალებები, არამედ მათი გამოყენებისას დაშვებული შეცდომები.

ყველაფერი 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ქათქათა ევროპელები შეეცადნენ, საკუთარი ძალებით შეეცვალათ კანის ფერი. ინდუსტრიულ რევოლუციამდე მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული,
ამიტომ შრომა და სიღარიბე მზეზე დამწვარ კანთან ასოცირდებოდა. ომის შემდგომ პერიოდში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდა ფაბრიკა-ქარხნებში, სადაც მზის სხივი ვერ აღწევდა. ახლა სწორედ ფერმკრთალი კანი გახდა მძიმე შრომის აღმნიშვნელი, რუჯი კი ჩოგბურთის კორტებსა და ტროპიკულ პლაჟებს დაუკავშირდა.

კანის ფერის დროებით შეცვლა არც ისე მარტივია. ზოგს ეს საკმაოდ სწრაფად გამოსდიოდა, ზოგს კი - მტკივნეული ძალისხმევით, რადგანაც დამწვრობის შემდეგ კანი სძვრებოდათ. კოსმეტიკურმა წარმოებამ სწორედ მათ შესთავაზა სიახლე - დამცავი საშუალება, რომელიც რუჯის მიღებას არ შეაფერხებდა და კანსაც დაიცავდა დამწვრობისაგან. ახალი საშუალებების გამო ძალიან თეთრი კანის ადამიანებმაც კი შეძლეს პლაჟზე ხანგრძლივად ყოფნა და სასურველი რუჯის მიღება. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს არ შეიძლება.

დედამიწამდე მზის სხივებით მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივება შეიძლება ორ - А და В ტიპებად დაიყოს. მათ შორის პრინციპული სხვაობა გამოსხივების ენერგიასა და დერმის სიღრმემდე შეღწევაშია. В ტიპის ულტრაიისფერი სხივები დიდი ენერგიის მატარებელია და საკმაოდ სწრაფად იწვევს დამწვრობას. სწორედ ამ ტიპის გამოსხივებას ბლოკავდა პირველი მზისგან დამცავი საშუალებები. თუმცა ახლა უკვე ცნობილია, რომ В ტიპის ულტრაიისფერი სხივები ღრმად ვერ აღწევს და მათგან მიყენებული დაზიანება კვალს არ ტოვებს. დამწვარი კანი ჯერ ბუშტუკებით იფარება, შემდეგ კი ძვრება, მასთან ერთად შორდება დნმ-ს დაზიანებული უჯრედებიც.

სულ სხვა სიტუაციაა А ტიპის ულტრაიისფერი სხივებისას. თავდაპირველად ისინი სასარგებლოდ ითვლებოდა, რადგან გარუჯვას იწვევს და კანს ვერ წვავს. თუმცა აღმოჩნდა, რომ სწორედ А ტიპის ულტრაიისფერ სხივებს შეუძლია ეპიდერმისისა და დერმის ღრმა შრეებში შეღწევა და ბიოლოგიური მოლეკულების დაზიანება.

თუ ადრე კანის დაწვის შიშით ადამიანები დიდხანს ვერ ეფიცხებოდნენ მზეს, მზისგან დამცავი კრემების ეპოქაში, რომლებიც კანს В ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს, ბევრი პლაჟზე საათობით წევს და А ტიპის ულტრაიისფერი მავნე სხივების გავლენას განიცდის.

როგორც В, ისე А ტიპის სხივებს შთანთქავენ მოლეკულები და იწვევენ ფოტოქიმიურ რეაქციას, ისინი წარმოქმნიან თავისუფალ რადიკალებს, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებასა და მრავალ დაავადებას.

1990-იან წლებში გამოჩნდა ფართო სპექტრის მოქმედების მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც ორივე ტიპის სხივებისაგან იცავდა ადამიანს. მათ შეფუთვაზე ეწერა შPF (სუნ პროტეცტიონ ფაცტორ). შPF-ით შეიძლება შეფასდეს, რამდენად შეანელებს აღნიშნული საშუალება კანის სიწითლის გამოვლენას. მაგალითად, თუ მზისგან დამცავი საშუალების გარეშე სიწითლე ჩნდება 20 წუთის შემდეგ, შPF 10-ის შემთხვევაში სიწითლე 200 წუთის შემდეგ გამოვლინდება. რამდენადაც კანის სიწითლე მხოლოდ В-სხივების ზემოქმედების შედეგად ვლინდება, მზისგან დაცვის ფაქტორი მხოლოდ В-სგან დაცვას მიუთითებს.

ამჟამად მზისგან დაცავი საშუალებების ბევრი მწარმოებელი А ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას შეფუთვაზე ხუთვარსკვლავიანი სისტემით მიუთითებს: რაც მეტია ვარსკვლავი, მით უკეთესია დაცვა. მაგრამ ჯერჯერობით მომხმარებლისთვის შPF რჩება ეფექტურობის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ მაჩვენებლად.

მზისგან დამცავი საშუალებები შეიცავს ულტრაიისფერ ფილტრებს (მათ ასევე ულტრაიისფერ აბსორბერებსაც ეძახიან) - ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს ულტრაიისფერ გამოსხივებას კანზე. ულტრაიისფერ ფილტრებს, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივების ამრეკლ და გამფანტავ ნაწილაკებს შეიცავს, ფიზიკური ანუ არაორგანული ულტრაიისფერი ფილტრები ეწოდება. მათ მიეკუთვნება თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი. ფიზიკური ულტრაიისფერი ფილტრები არ იწვევს ალერგიასა და კანის გაღიზიანებას, აქვს მოქმედების ფართო სპექტრი - ბლოკავს როგორც А, ისე В სხივებს.

მეორე ჯგუფის ულტრაიისფერი ფილტრები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურის თავისებურებების გამო შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს. მათ ორგანულ, ანუ ქიმიურ ულტრაიისფერ ფილტრებს უწოდებენ. ორგანული ულტრაიისფერი ფილტრებით შესაძლებელია შეიქმნას კოსმეტიკური საშუალება შPF 100-ით. მათი ჩართვა მოსახერხებელია სხვადასხვა კოსმეტიკურ ფორმაში - საცხებში, გელებში, სპრეიში, ლოსიონში და ა.შ. მაგრამ ყველა ამგვარი ნივთიერება კანისთვის უსაფრთხო როდია. ორგანული ულტრაიისფერი ფილტრები საკმაოდ ხშირად იწვევს ალერგიას და კანს აღიზიანებს. შესაძლოა ფოტორეაქციაც გამოვლინდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას, მისი დაშლის დროს, თავისუფალი რადიკალები გამოიყოფა.

კანის მთავარი დამცველი მუქი პიგმენტი მელანინია. მუქი კანის მქონე ადამიანები, როგორც წესი, კარგად ირუჯებიან და იშვიათად იწვებიან. მელანინის არასაკმარისი გამომუშავებისას ადამიანი ადვილად იწვება და რთულად ირუჯება.

რაც უფრო თხელია კანი, უფრო მეტად ზიანდება ის. ამიტომ ქალისა და ბავშვის კანი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

კიდევ ერთი მცველი ანტიოქსიდანტებია - ნივთიერებები, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს. ანტიოქსიდანტების მთავარი წყარო ხილი, ბოსტნეული და მწვანე ჩაია.

მზის სხივები ადამიანისთვის აუცილებელია. ულტრაიისფერი სხივები უზრუნველყოფს D ვიტამინის სინთეზს, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლებისა და კუნთების სწორი ფორმირებისთვის, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავთვისებიანი სიმსივნის პრევენციასა და ენდოკრინული ბალანსის დაცვაში. თვალის ბადურაზე მოხვედრილი მზის სხივი იწვევს ნატურალური ანტიდეპრესანტის, მელატონინის წარმოქმნას. ზომიერად მიღებული ულტრაიისფერი სხივები ასტიმულირებს კანის იმუნიტეტს და ამსუბუქებს კანის დაავადებების მიმდინარეობას.

რუჯის მისაღებად მოერიდეთ შუადღის მზეს. პლაჟზე ყოფნა დაიწყეთ 5-10 წუთით და დრო თანდათანობით გაზარდეთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
ჭორფლი – მცირე ზომის პიგმენტური ლაქები ხშირად მემკვიდრეობით გადმოცემული საჩუქარია. ჩვეულებრივ, ის ადრეულად, 4-6 წლის ასაკში ვლინდება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად