ზაფხულში მოსალოდნელი კანის დაავადებები და მათგან თავდაცვის მექანიზმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულში მოსალოდნელი კანის დაავადებები და მათგან თავდაცვის მექანიზმები

კანის სხვადასხვა დაავადებით დასნებოვნების საშიშროება. ამ მოვლენას ხელს უწყობს ტანსაცმლის მინიმალური რაოდენობა, სხვადასხვა ზედაპირთან კანის კონტაქტი და მწერების ნაკბენები. ულტრაიისფერი სხივებიც აქვეითებს კანის იმუნიტეტს და მნიშვნელოვნად უმარტივებს სიცოცხლეს სხვადასხვა დაავადების გამომწვევებს.

ზაფხულში განვითარებულ კანის შესაძლო დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა „მედიმედის“ ექიმი-დერმატოლოგი ელისო ბრეგაძე.

- ქალბატონო ელისო, ზაფხულის სეზონის კლიმატური თავისებურებების გამო კანის რომელი პათოლოგიების გამოვლენას უნდა ველოდოთ?

- ზაფხულში განსაკუთრებით ხშირია მწერების ნაკბენები, რომელთაც ახასიათებს ქავილი. კლიმატური ფაქტორების გამო ქავილით დაზიანებულ კანში ინფექციის შეჭრის შესაძლებლობაც იზრდება. შეიძლება გახშირდეს პიოდერმია - პიოკოკებით, სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით გამოწვეული კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადება.

- რამდენადაა გამოხატული ამ დროს კანის დაზიანება?

- გაურთულებელი პიოდერმიისას კანის დაზიანება არ არის ღრმა და გამოჯანმრთელების შემდეგ კანის საფარველი სრულად აღდგება, მაგრამ თუ პიოდერმია კანის ღრმა შრეებს მოიცავს, შეიძლება დარჩეს ნაწიბუროვანი და პიგმენტური ცვლილებები.

- თქვენ უკვე ახსენით ზაფხულში პიოდერმიის განვითარების მიზეზები, რა არის ამ პრობლემის გამომწვევი რისკფაქტორები წელიწადის ცხელ სეზონზე?

- ადამიანის კანზე მუდმივად არის დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმები, რომელთაგან ზოგი კანის ნორმალურ, ზოგი კი საპროფიტულ და ტრანზიტორულ მიკროფლორას წარმოადგენს. კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებისას მათი მოქმედებით შეიძლება პიოდერმია განვითარდეს. მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად გამოიყოფა ფერმენტები - ენდო და ეგზოტოქსინები, რაც იწვევს ადგილობრივ რეაქციას პიოდერმიის სახით.

მიკროტრავმები, სტრესული სიტუაციები, გადახურება ან გადაცივება კანის დამცველობითი ფუნქციის დამაქვეითებელი ფაქტორებია და ზრდის პიოდერმიის განვითარების შესაძლებლობას.

- როგორ შეიძლება გამოვლინდეს პიოდერმია?

- დაზიანების სიღრმისა და სიმძიმის მიხედვით პიოდერმია შეიძლება იყოს ზედაპირული, კანის ოსტეოფოლიკულიტებითა და სიკოზით გამოვლენილი, ყველაზე ხშირადაა სტაფილოდერმია. ზედაპირული სტრეპტოდერმია და შერეული პიოდერმია ვლინდება ვულგარული იმპეტიგოს სახით. ღრმა სტაფილოდერმია კი - ღრმა ფოლიკულიტებით, ჰიდრადენიტებით, ფურუნკულოზითა და კარბუნკულოზით.

- რა დაავადებაა იმპეტიგო?

- იმპეტიგო მიმდინარეობს ჩირქოვანი შიგთავსის მქონე ზედაპირული ბუშტუკების წარმოქმნით. იმპეტიგოს საწყის ეტაპზე კანზე წარმოიქმნება წითელი ლაქები, შემდეგ ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც დროთა განმავლობაში სკდება. მსგავს გამონაყარს ყოველთვის ახლავს მტკივნეული შეგრძნებები.

- ყველაზე ხშირად ვინ ავადობს ამ დაავადებით?

- იმპეტიგო ბავშვებთან უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებთან. მოზრდილებთან, კერძოდ კი მამაკაცებთან, შეიძლება უკავშირდებოდეს წვერის გაპარსვას, ასევე კანის ქავილს.

იმპეტიგო გადამდები დაავადებაა და მის გამომწვევად ოქროსფერი სტაფილოკოკი ან ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი მიიჩნევა. მიკროორგანიზმები კანის დაზიანებული საფარველით ან თმის ფოლიკულით აღწევენ ღრმა შრეში.

იმპეტიგო ხასიათება მაღალი კონტაგიოზურობით. შეწითლებული კანის ფონზე ჩნდება 0,5-დან 1 სმ ზომის ბუშტუკები. ბუშტუკის საფარველი თხელი და შეჭმუხნილია, შიგთავსი კი გამჭვირვალე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბუშტუკების შიგთავსი ხდება მღვრიე, თავად ფლიგტენი შრება და წარმოიქმნება ყვითელი, თხელი, ბუშტუკის ანალოგიური ზომის ქერქი. ქერქის მოძრობის შემდეგ ანთებითი პროცესის ადგილზე გარკვეული დროით ნარჩუნდება მცირე ჰიპერპიგმენტაცია, ქერცლი და პიგმენტაციის ცვლილება.

იმპეტიგოს სტრეპტოსტაფილოკოკური ფორმა ყველაზე გავრცელებულია და შეიძლება იყოს ქავილით მიმდინარე დერმატოზების (მუნი, ტილიანობა) გართულება.

დაავადების შედეგად ყველაზე ხშირად ზიანდება ხელისა და სახის კანი.

- როგორ გავუმკლავდეთ პიოდერმიას?

- პიოდერმიის მკურნალობა უნდა მართოს დერმატოლოგმა. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ხელების გულდასმით დაბანა და ფრჩხილების დამუშავება იოდის 2%-იანი ხსნარით.

კვება უნდა იყოს დაბალანსებული და მენიუდან გამოირიცხოს ალკოჰოლი, მარილიანი საკვები და მარტივი ნახშირწყლები.

პიოდერმიის მედიკამენტური მკურნალობა საჭიროა ანტიბაქტერიული პრეპარატებით. ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ტარდება გამონაყოფის ან ანაფხეკის ბაქტერიოლოგიური დათესვა, განისაზღვრება გამომწვევი და მისი მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ.

აქტიური სპეციფიკური იმუნოთერაპია ანტიბიოტიკოთერაპიასა და ადგილობრივად, მალამოებით მკურნალობასთან ერთად კარგ შედეგებს იძლევა.

- რამდენად შესაძლებელია პიოდერმიის პროფილაქტიკა?

- პროფილატიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის წესების დაცვას. ჭრილობების ინფიცირების გამოსარიცხად საჭიროა ნაკაწრების, ნაფხანების, ტრავმებისა და მიკროტრავმების დროული დამუშავება.