როგორ ბერდება სხვადასხვა ტიპის კანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ბერდება სხვადასხვა ტიპის კანი

როგორ ბერდება სხვადასხვა ტიპის კანი
პირველი ასაკობრივი ცვლილებები სახეზე ზოგიერთ გოგონას უკვე 18 წლიდან უჩნდება, თუმცა, რეალურად, დაბერება გაცილებით გვიან იწყება. მიმიკური ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ორგანიზმის დაბერების პროცესს არ უკავშირდება. ეს კანის არასათანადო მოვლის ნიშნებია.


ასაკობრივი ცვლილებები კანზე 30 წლის შემდეგ იწყებს გამოჩენას, როდესაც ორგანიზმში უჯრედების განახლების პროცესები ნელდება, ირღვევა მიკროცირკულაცია, ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა და კანის საფარველის სტატუსი იცვლება.

კანი ჰორმონდამოკიდებული ორგანოა, ხოლო 30-35 წლის ასაკში ყველა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონი ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით გამომუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მოვლითა
და კანის ტიპისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლებელია საგრძნობი შედეგების მიღწევა.

კანი ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ანარეკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლა კომპლექსური უნდა იყოს. დილას და საღამოს კრემის ულუფა საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

30 წლის შემდეგ კანი მწვავედ რეაგირებს სტრესზე, ამიტომ ძილის ნაკლებობა სახეზეც
აისახება. კანის საფარველი უფერული და რუხი ხდება, ქუთუთოების მიდამო წითლდება და შუპდება. ძილი სტრესის საუკეთესო წამალია და ამიტომ სახის კანისაც.

ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა კანის ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის შენარჩუნებას ეხმარება.

მნიშვნელოვანია სწორი კვება. აკრძალეთ ძეხვი, ნახევარფაბრიკატები, ფასტ ფუდი, ტკბილეული და კანის მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მიიღეთ დღეში არანაკლებ 1,5 ლ წყალი, რაც კანს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაეხმარება, შიგნიდან კი ოპტიმალურად დაატენიანებს.

25-30 წლიდან იზრდება პიგმენტაციის გაჩენის რისკი, რაც რთულად ემორჩილება კორექციას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად სახისა და კისრის არეში, დეკოლტეს ზონასა და ხელებზე გამოიყენეთ კრემები მზის ფილტრებით, მინიმალური მნიშვნელობით SPF-30.

30 წლის შემდეგ ქალი უნდა გადავიდეს ასაკობრივ კოსმეტიკაზე. ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემები და უბრალო გაწმენდა დილას და საღამოს საკმარისი აღარაა. ხავერდოვანი, ახალგაზრდა კანისთვის საჭიროა კოსმეტოლოგიური არსენალის გაფართოება: დღის ასაკის შესაბამისი კრემი დამატენიანებელი ეფექტით, მკვებავი კრემი (ღამის), მატონიზებელი ლოსიონი, დამატენიანებელი და აღმდგენი ნიღბები და შრატები.

ზომიერად მშრალი და ნორმალური კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, კანის სტრესის მოსახსნელად, უპირველესად, საჭიროა სრულფასოვანი დასვენება. კოსმეტიკის შერჩევისას კანის ფერის გამაუმჯობესებელი და კოლაგენის მასინთეზებელი კომპონენტები შეარჩიეთ. ეს არის С ვიტამინის, ანტიოქსიდანტებისა და ალფაიდროოქსიმჟავების შემცველი საშუალება. აუცილებელია სახის თვითმასაჟი ქსოვილებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. არ დაივიწყოთ სალონური მოვლა. სასარგებლოა ლიმფოდრენაჟული პროცედურები - კლასიკური მასაჟი ხელით, მიოლიფტინგი, ვაკუუმური ლიმფოდრენაჟი. წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია ქიმიური პილინგი, რაც გააუმჯობესებს კანის საფარველის მდგომარეობას და შეეშველება კოლაგენის სინთეზის სტიმულაციას.

ცხიმიანი და კომბინირებული კანის დაბერების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა - მასაჟი, მიოსტიმულაცია, მოდელირებული ნიღბების კურსი. შინ შეიძლება კანის განებივრება პარაფინის ნიღბით, ანტიკუპეროზული საცხებითა და შრატით, ასევე კანის შრეებში მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებლი კოსმეტიკით. სასარგებლო კრემები უნდა შეიცავდეს ზღვის წყალმცენარეებს, К, Р და С ვიტამინებს.

ნორმალურ, მშრალ და მგრძნობიარე კანზე წლის ცივ პერიოდში ქუჩაში გასვლამდე საჭიროა დამცავი მკვებავი კრემის წასმა, ცხელ სეზონზე კი მზის ფილტრიანი საშუალების გამოყენება. გამონაყარის პირველივე ნიშნებისთანავე ანტიალერგიულ საშუალებებს მიმართეთ. გარდა ამისა, ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭიროა ჰიალურონის მჟავას, დამამშვიდებელი კომპონენტებისა და ფიტოესტროგენების შემცველი კრემები. შეიძლება მეზოთერაპიის მეთოდის გამოყენება. ეფექტურია მასაჟი და აღმდგენი კრემები.

კომბინირებული კანისთვის დამახასიათებელია გარეგნობის თანამიმდევრული ცვლილება, ამიტომ თითოეული პრობლემა ცალ-ცალკე უნდა მოგვარდეს. ნაოჭების გაჩენისას მისი კორექტირება ინექციური მეთოდითაა შესაძლებელი, კანის ტურგორის დაქვეითებისას - მოდელირებული მასაჟით, ლიმფოდრენაჟის აპარატული პროცედურებით.

სახლის პირობებში კარგია ასაკის საწინააღმდეგო საშუალებები, კონტრასტული პროცედურები, ყინულის ნაჭრებით დაბანა. მოვლის შემადგენელი უნდა იყოს ჰიპერპიგმენტაციის ასარიდებელი პროგრამა.

წელიწადში ერთხელ აუცილებელია კოსმეტოლოგის კონსულაცია არსებულ ცვლილებათა გასაკონტროლებლად და საჭირო კოსმეტიკური საშუალებების შესარჩევად.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
07-10-2019
ჩინელ მედიკოსთა აზრით, შინაგან ორგანოთა ნებისმიერი სახის პათოლოგია (ნორმიდან გადახრა) გარეგნულად გამოიხატება
12-08-2019
ხშირად სახის კანზე ჩნდება გამონაყარი, სიწითლე ან აქერცვლა. მსგავსი პრობლემების აღმოცენება შეიძლება რამდენიმე
10-06-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
გააკეთეთ ყველაფერი პირიქით წელიწადის ცივი დრო კანის ღია ადგილების განსაკუთრებულად მოვლას გვკარნახობს.
სახის კანის მოვლის არაერთი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. ისიც ყველამ იცის, რომ ძილს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის
კანის ელასტიკურობისა და სიჯანსაღისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და წყლის მიღების რეჟიმს. წყლის დეფიციტი ორგანიზმში, სხვა
ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ფოტოები, რომლებიც ეპილაციის შედეგად მიღებულ დამწვრობას ასახავს.
Shellac – ბაზარზე გამოსული პირველი გელ-მანიკურის სახელწოდებაა. თუმცა ძალიან სწრაფად ბრენდის სახელი გახდა საზოგადო
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად