კოჟრები ტერფებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოჟრები ტერფებზე

კოჟრებს ტერფებზე მჭიდრო, მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი - არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, მით უფრო - უხელთათმანოდ საქმიანობა, ასევე სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა. ამ უსიამოვნების გამოწვევა ბრტყელტერფიანობასაც შეუძლია: ამ დროს ტერფზე დაწოლა უთანაბროა და პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით “პასუხობენ”. გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები რეგულარულად გიჩნდებათ, მუდმივი და მძიმე სამუშაოს გარეშეც, კანზე მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაცია. ექიმი სათანადო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკის საშუალებებსაც მიგითითებთ.

მოქმედების დროა!

კანის დაზარალებულ ადგილებს დაეხმარება ჭინჭრის ცხელი აბაზანა: 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი, ეს ნაყენი შესანიშნავი აბაზანაა! პროცედურის შემდეგ (ეს შეიძლება 10-15 წუთი გაგრძელდეს) ფეხებსა და ხელებზე გადაივლეთ ცივი წყალი. გადაისვით ცხიმიანი საცხი და გაიკეთეთ მასაჟი, ჩაიცვით ბამბის ქსოვილისგან დამზადებული რბილი წინდები ან ხელთათმანები და ყველაზე თავისუფალი, მოხერხებული ფეხსაცმელი.

თბილი აბაზანის შემდეგ კანში შეიძლება შეიზილოთ შემდეგი ნარევი: სახამებელი, გლიცერინი და სუფთა კუპრი (ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა). ნარევი მზადდება შემდეგი თანაფარდობით 3:3:1; თუ კოჟრი ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, მაშინ დაგეხმარებათ თბილი აბაზანა, რომელიც დამზადებული იქნება კალიუმპერმანგანატის ოდნავ ვარდისფერი ხსნარით, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ამ აბაზანაში ფეხები გააჩერეთ 15-20 წუთით, არ შეიმშრალოთ, ისე შეიშრეთ. ტკივილი სწრაფად გაგივლით. თუ უსიამოვნო შეგრძნებები გზაში გაგიჩნდათ, სახლში დაბრუნებისთანავე ტრავმირებულ ადგილებზე გადაივლეთ ცივი საპნიანი წყალი, შემდეგ შეიზილეთ საცხი, რომელიც შეიცავს თუთიას, გლიცერინს, ტალკს და დაიწებეთ ბაქტერიციდული პლასტირი.

კოჟრი რომ არ დაწყლულდეს

თუ კოჟრს ყურადღებას არ მიაქცევთ და ზომებს არ მიმართავთ, კანზე გაჩნდება სეროზული სითხე და ბუშტი. “ტენიანი” კოჟრი სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ (სპირტით უნდა დამუშავდეს ნემსიც) აუცილებლად უნდა გაიხსნას. ასეთი “ოპერაციის” შემდეგ ჩაიტარეთ კანის დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის ხსნარით, ბრილიანტის მწვანით ან ფურაცილინით და აუცილებლად დაიკარით ბაქტერიციდული პლასტირი. არ დაგავიწყდეთ: კოჟრი - ეს ღია კარია ინფექციებისთვის, რომელთაც კანის დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ.

2 ლიტრ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი საპონი და 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი. თუ კოჟრის გარშემო კანზე ანთებითი პროცესი განვითარდა, დაუმატეთ წყალს გვირილის მუქი ნაყენი ან მრავალძარღვას ნაყენი. ასეთი აბაზანები აუცილებელია ყოველდღიურად. დაიორთქლეთ ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კოჟრი პემზით გაიხეხეთ და წაისვით ცხიმიანი საცხი. როგორც წესი, კოჟრის მოსაშუშებლად საკმარისია 6-8 პროცედურა.

დაიხმარეთ ვიტამინები

ყველაზე ხშირად კოჟრები ტერფებზე ჩნდება. თუ ეს მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას ხდება, აუცილებლად აჩვენეთ ფეხები ექიმ-ორთოპედს. ექიმი გამოიკვლევს და ახსნის კანის დეფორმაციის ზუსტ მიზეზებს და შეარჩევს სპეციალურ ორთოპედიულ ფეხსაცმელს, ორთოპედიულ ჩასაფენს ან ჩასადგმელს. თუ კოჟრები ტერფებზე ხშირად ჩნდება, შეგიძლიათ ჩაიტაროთ A ვიტამინით მკურნალობის კურსი (ის კარგად არბილებს კანს). ძალიან სასარგებლოა კანის პომიდვრის პატარა ნაჭრით ან პომიდვრის საწებლით დაზელა.

გაუფრთხილდით ფეხებს: საგანგებოდ შეარჩიეთ ფეხსაცმელი. უპირველესად, ის არ უნდა გიჭერდეთ, რადგან მჭიდრო ფეხსაცმელი აფერხებს კიდურებში სისხლის მიმოქცევას, ირღვევა კვება, რაც კანზე გაჩენილი სხვადასხვა დეფორმაციისა და სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება. დაიმახსოვრეთ: ხშირად არ იაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, არჩიეთ თავისუფალი, ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული თქვენს ფეხს, არც დიდი, არც პატარა, რადგან ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.

კოჟრს ლაზერით მოიცილებთ

კოსმეტიკურ სალონებში კოჟრებს ეფექტურად აცილებენ პედიკიურის აპარატით.

მშრალი, დაბერებული კოჟრების მოცილება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამიტომ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

ტერფებზე არსებული კოჟრების ლაზერით მოცილება ადგილობრივი ანესთეზიით ხდება და ისინი კანის ზედაპირიდან ქრება.