რას გვირჩევს ექიმი ფრჩხილის სოკოს საპროფილაქტიკოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

რას გვირჩევს ექიმი ფრჩხილის სოკოს საპროფილაქტიკოდ

რას გვირჩევს ექიმი ფრჩხილის სოკოს საპროფილაქტიკოდ
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:

სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფრჩხილის დაზიანების (იგივე ონიქომიკოზის) თავიდან ასარიდებლად, უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები.

რეკომენდებულია:

ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. ის უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული, რომ არ დააზიანოს კანი და ფრჩხილები;
საჭიროა ბამბის წინდების ჩაცმა და მათი ყოველდღე გამოცვლა;
აუზზე, საუნასა და მსგავს ადგილებში რეკომენდებულია რეზინის ღია ფეხსაცმლის ტარება.

არ არის რეკომენდებული:

ფეხშიშველი სიარული ხალხმრავალ ადგილებში (აუზი, საუნა, ზღვის სანაპირო, სპორტული დარბაზი);
ვიწრო
ფეხსაცმლის ტარება;
სინთეზური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმლის ტარება;
სხვისი ფეხსაცმლის, თეთრეულის, პირადი ჰიგიენის ნივთების (მაკრატელი, ღრუბელი, პირსახოცი და სხვა) გამოყენება

გახსოვდეთ, დაავადება განკურნებადია, მკურნალობა - კომპლექსური. უპირველესად უნდა მოიხსნას დაზიანებული ფრჩხილი, რაც დაეხმარება დაზიანებულ ადგილებში პრეპარატების შეღწევას და დააჩქარებს განკურნების პროცესს. დაზიანებული ფრჩხილის მოხსნა შეიძლება მექანიკურად ან სპეციალური დასაკრავი საშუალებით. ორივე
შემთხვევაში პროცედურა უმტკივნეულოა და დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს. მკურნალობა გრძელდება მანამ, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს ჯანსაღი ფრჩხილი დაიკავებს (საშუალოდ 5-6 თვე). სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატები კი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკურნალობის დაწყებამდე ტარდება ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია, რაც მკურნალობის პერიოდში თვეში ერთხელ უნდა განმეორდეს: რეზინის ხელთათმანების გამოყენებით ფორმალინში, ძმრის 40%-იან წყალხსნარში ან 1 %-იან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატში დასველებული ჩვრით ან ტამპონით მუშავდება ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი. შემდგომ ფეხსაცმელი თავსდება პოლიეთილენის პარკში და სადეზინფექციო ხსნარში დასველებული მეორე სუფთა ტამპონი რჩება ფეხსაცმლის შიგნით 24 საათის განმავლობაში. შემდგომ ნიავდება სუნის გაქრობამდე. ყურადღება უნდა მიექცეს იატაკს, აბაზანას, პირადი მოხმარების საგნებს და პერიოდულად ჩატარდეს მათი დეზინფექცია.
თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-03-2019
Qristi
Gtxovt dawerot zustad rogor movixmarit dzmari sokostvis
თარიღი : 13-09-2017
mega
shegizlia mitxrad. vashlis zmari rogor yno. sokovsno prchxilis samkyrnalod? madloba
თარიღი : 12-09-2017
yes
Zmari xalxo eg Svelis sokos da ara marto sokos, vaslhis zmari 100 daavadebas shvelis magal cnevas, magal shaqars, magal qolesterons magal protrombins da uamravs msgavss
რეკომენდებული პროდუქტები
სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის - 8პლასტირი
ფასი: 44.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
დიეტოლოგია
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
ათენის ნაციონალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარულად მივიღოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ჭარბი ოფლიანობა არა მარტო ფიზიკური, კოსმეტოლოგიური დეფექტიცაა. უსაიმოვნო სუნი, სველი ფეხსაცმელი, სერიოზული
კრემი მარტივი მოსამზადებელია, შედეგი კი - საუცხოო.
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ატოპიური დერმატიტი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მაშინ, როდესაც T-ლიმფოციტები,
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე
სოკოვან დაავადებას იწვევს განსაკუთრებული მიკროორგანიზმები - სოკოები, პათოგენური ან პირობითპათოგენური.
იდაყვზე კანის აქერცვლის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც არასწორი მოვლა, ისე კანისა და შინაგანი ორგანოების დაავადებები:
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება