განსაკუთრებული ნიშნების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განსაკუთრებული ნიშნების გარეშე

ამჯობინებენ. ხალი ანუ ნევუსი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა ავთვისებიანად გადაიქცეს. საბედნიეროდ, ყველა ხალი არ არის პოტენციურად საშიში, მაგრამ საეჭვო წარმონაქმნები, უმჯობესია, დროულად მოვიცილოთ.

ხალების ნაირსახეობათა რიცხვი სამასს აღწევს. ამ ჯგუფში შედიან უწყინარი პაწაწინა წინწკლები, თანდაყოლილი ლაქები, მეჭეჭები, კერატომები, კონდილომები, პაპილომები.

ხალი კანის განვითარების მანკია. ზოგიერთი მათგანი თანდაყოლილია, ზოგი კი სიცოცხლის ამა თუ იმ პერიოდში, უმთავრესად - ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნების: სქესობრივი მომწიფების, ორსულობისა და კლიმაქსის - პერიოდში ჩნდება.

თანდაყოლილი ლაქები აგებულებისა და შესახედაობის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა:

  1. პიგმენტურ ლაქებად;
  2. ანგიომებად (სისხლძარღვოვან ლაქებად).

პიგმენტური თანდაყოლილი ლაქები სხვადასხვაგვარია, უმეტესად - ბრტყელი, კანიდან ოდნავ წამოწეული, მოყვითალო-მოყავისფრო, მრგვალი ან ოვალური ფორმისა, რომლის ზომა ფეტვის მარცვლისას არ აღემატება. ასეთი ლაქა ზოგს თითო-ოროლა აქვს, ზოგს - ათობით.

  • მრგვალი ან ოვალური ფორმის ხალი

სახეზე, თავის თმიანი ნაწილის კანზე, ზურგსა და მკერდზე ხშირად ჩნდება მრგვალი ან ოვალური ფორმის ლობიოს მარცვლისოდენა, კანიდან მკვეთრად წამოწეული, მოყვითალო-მოვარდისფრო რბილი წარმონაქმნები, რომელთა ზედაპირზე ღია ფერის რბილ ღინღლს შეამჩნევთ. ასაკთან ერთად მათი რაოდენობა იმატებს.

  • თმიანი ხალი

თმიანი ხალი შავი ან მოყვითალო-მოყავისფროა, მკვრივი, აქვს ხორკლიანი ან მეჭეჭიანი, ჯაგრისებრი თმით დაფარული ზედაპირი. ზოგჯერ ასეთი ხალი მეტისმეტად დიდ ფართობს იკავებს და კოსმეტიკურ დეფექტად იქცევა.

  • მეჭეჭები

რბილი მეჭეჭებიც ნევუსების რიცხვს ეკუთვნის.ეს არის პატარა, ვარდისფერი და მოყვითალო-მორუხო სიმსივნეები, რომლებიც უმეტესად კისერზე, ზურგზე, იღლიის ქვეშ და საზარდულის ნაოჭებში ჩნდება.

  • ავთვისებიან ახალწარმონაქმნებად გადაგვარდება

მუდმივი ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო ნევუსები ზოგჯერ ავთვისებიან ახალწარმონაქმნებად - მელანომებად გადაგვარდება. გამონაკლისია თმიანი ხალები, რომლებიც ავთვისებიანად არ გარდაიქმნება.

საეჭვო ნიშნების შემჩნევისას ნევუსი უნდა მოვიკვეთოთ, რათა უწყინარი ლაქა ავთვისებიან სიმსივნედ არ იქცეს. ასეთ სიმპტომებად ითვლება ფერის, ზომის, ფორმის ან კონტურების შეცვლა.

უმჯობესია, დროულად მოვიცილოთ ისეთი ხალებიც, რომლებიც ხშირად განიცდის ტრავმას, მექანიკურ დაზიანებას.

ხალებთან დამოუკიდებლად ბრძოლას არ გირჩევთ - ამან შესაძლოა მათი ზრდა დააჩქაროს. თავდაპირველად კონსულტაციისთვის ონკოდერმატოლოგს უნდა ეწვიოთ. თუ ხალი ონკოლოგიურად უსაფრთხო აღმოჩნდა, შეგიძლიათ, ესთეტიკური ქირურგიის კლინიკაში მიბრძანდეთ და შემაწუხებელი წარმონაქმნი მოიშოროთ. თუ გაირკვა, რომ ხალი უკვე გადაგვარებულია, ოპერაცია ონკოლოგიურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს.

  • ბრძოლის მეთოდები

  1. ქირურგიულ მეთოდს მაშინ ენიჭება უპირატესობა, როცა ღრმა, მსხვილი ხალის მოშორებაა საჭირო ანდა ხალის უსაფრთხოება საეჭვოა. ამ მეთოდის ნაკლია შესამჩნევი კვალი ოპერაციის შემდეგ. ამ ადგილს პირველ ხანებში ზედმიწევნით უნდა გავუფრთხილდეთ და მოვარიდოთ მზეს, რათა პიგმენტური ლაქები არ წარმოიქმნას.
  2. რადიოქირურგია უკონტაქტო და ამიტომ უმტკივნეულო მეთოდია. ხალის მოცილება მაღალხარისხოვანი რადიოტალღებით ხდება. რადიოქირურგია ზედაპირული, კანიდან წამოწეული ხალებისა და პაპილომების მოსაცილებლად გამოიყენება. რადიოდანა კანის უჯრედებს აცხელებს და ანადგურებს, მაგრამ თვითონ არ ვარვარდება, ამიტომ არც დამწვრობას იწვევს. აპარატი ერთსა და იმავე დროს იღებს ხალს, აჩერებს სისხლდენას და ახდენს ჭრილობის დეზინფიცირებას, უზრუნველყოფს მის სწრაფ შეხორცებას. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
  3. ლაზერი საუკეთესო კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა. ფიქსირებულ სიღრმეზე ზემოქმედების წყალობით ის მინიმალურად აზიანებს ხალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას და არ ტოვებს შესამჩნევ ნაწიბურს. რაც მთავარია, ლაზერით ხალის მოცილებისას მისი ხელახლა წარმოქმნა გამორიცხულია. ეს პროცედურა უსისხლოა, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და 1-2 წუთს გრძელდება.
  4. თანდაყოლილ ლაქებს მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ შეიძლება მათი მოცილება ელექტროკოაგულაციით ან ქირურგიულად, რის შემდეგაც კანზე ოდნავ შესამჩნევი ნაწიბური რჩება.