როგორ ვუმკურნალოთ ფერიმჭამელებს - ექიმ-დერმატოლოგის დანიშნულება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ვუმკურნალოთ ფერიმჭამელებს - ექიმ-დერმატოლოგის დანიშნულება

როგორ ვუმკურნალოთ ფერიმჭამელებს - ექიმ-დერმატოლოგის დანიშნულება
- ვარ 20 წლის. ზურგზე და გულმკერდის არეში მაქვს გამონაყარი. უბრალოდ თეთრი თავით, თუმცა ზოგჯერ ჩირქოვანიც. მზეზე გადამდის, მაგრამ მერე ისევ გამოდის. რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ ვუმკურნალო?

პასუხობს: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა

- როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ვულგარულ ფერიმჭამელასთან. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა,
ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა) და სხვ.

მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას: დასაბანად გამოიყენეთ ოქტენოსანი ან კლერასილის გელ-ქაფი ან გრანექსის კომპლექტი.

თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაშინ ჯერ დერმასეპტით გაიწმინდეთ კანი,
შემდეგ თითოეული ელემენტი თეთრი კასტელანით დაიმუშავეთ, თუ კვანძები გაქვთ და კანი ასაქერცლია, მაშინ გამოიყენეთ ზინერიტის სუსპენზია (შეიცავს ერითრომიცინს და თუთიას), მაგრამ მხოლოდ კვანძებზე წაისვით (მთელ კანზე - არა). ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ კურიოზინი-გელი 2-ჯერ დღეში დაბოლოს (ანუ მკურნალობის დაწყებიდან 20 დღის შემდეგ) ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად იხმარეთ სკინორენის მალამო, 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, აუცილებლად დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება. ვულგარული ფერიმჭამელას შემთხვევაში კარგად მოქმედებს მზის სხივები, ამიტომ ზაფხულში ზურგი მიუშვირეთ მზეს. ამევე დროს, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ. ასე, რომ, გირჩევთ დერმატოლოგს.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-08-2016
ქეთი გოგა
3 წლის ბავშვისთვის თუ შესაძლებელია იგივე, ან მსგავსი მკურნალობის ჩატარება? ბავშვს აღენიშნება მკლავებზე თეთრ თავიანი გამონაყარი, რომელიც დროდადრო მოვარდება და ისევ თავიდან იკეთებს თავს.
თარიღი : 12-08-2016
qeti gogashvili
3 წლის ასაკის ბავშვისთვის თუ არის შესაძლებელი მსგავსი მკურნალობის კურსის ჩატარება? იგივენაირად აღენიშნება ბავშვ მკლავებზე თეთრთავიანი გამონაყარი რომელიც დროთაგანმავლობაში შუშდება შემდეგ ისევ თავიდან გამოსდის.
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
სახის კანის მოვლის არაერთი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. ისიც ყველამ იცის, რომ ძილს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის
კანის ელასტიკურობისა და სიჯანსაღისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და წყლის მიღების რეჟიმს. წყლის დეფიციტი ორგანიზმში, სხვა
ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ფოტოები, რომლებიც ეპილაციის შედეგად მიღებულ დამწვრობას ასახავს.
Shellac – ბაზარზე გამოსული პირველი გელ-მანიკურის სახელწოდებაა. თუმცა ძალიან სწრაფად ბრენდის სახელი გახდა საზოგადო
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში.
ზღვის სეზონი მიიწურა და ბევრმა ჩვენგანმა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად