როგორ შევარჩიოთ სახისთვის მზისგან დამცავი კრემი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ სახისთვის მზისგან დამცავი კრემი

ასეულობით ვარიანტიდან ერთადერთი, მაგრამ საუკეთესო რომ შევარჩიოთ, უნდა ვიცოდეთ, რას ვეძებთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახის მზისგან დამცავი საშუალება. უპირველესად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ქილაზე გამოსახულ სამ ასოს - SPF-ს. მათ გვერდით მიწერილი რიცხვი გამოხატავს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ხარისხს. ბუნებრივია, რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო მაღალი და საიმედოა დაცვა. სახის მზისგან დამცავი კრემების SPF ინდექსი, წესისამებრ, 15-დან 50-მდე მერყეობს. რომელი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს?

რაც უფრო ნაზი და მგრძნობიარეა კანი, მით მაღალი უნდა იყოს მისი დაცვის ხარისხი. მათთვის, ვისაც ძალიან თეთრი კანი, ღია ფერის თმა, ცისფერი თვალები აქვს, საუკეთესოა 40-დან 50-მდე SPF ინდექსის მქონე კრემი. ის შეიძლება გამოიყენონ მგრძნობიარე კანის პატრონმა ქალებმა, რომელთათვისაც უცხო არ არის ანთებითი პროცესები და კანის აქერცვლა. თუ შავი თმა და თეთრი კანი გაქვთ, დამწვრობის რისკი საკმაოდ დაბალია. ამ შემთხვევაში მისაღებია სახის კრემი 15-დან 20-მდე SPF ინდექსით. დაბოლოს, მუქი კანისა და შავი თმის პატრონებისთვის მზე არც ისე საშიშია. დამწვრობის საშიშროებაც, პრაქტიკულად, არ ემუქრებათ, თუმცა კანს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული სიბერისგან დაცვაც სჭირდება. ასე რომ, თუ არ გსურთ, ნაადრევი ნაოჭები გაგიჩნდეთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი 8-ის ტოლი SPF ინდექსით.

მას შემდეგ, რაც კანის შესაფერის დამცავ კრემს შევარჩევთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ სახის კრემის შემადგენლობასაც. მასში უნდა შედიოდეს შემდეგი კომპონენტები: თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ავობენზონი. სწორედ ეს ნივთიერებები იცავს სახის ნაზ კანს დამწვრობისა და ანთებისგან. მათ გარეშე ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო ფარი ნაკლებად შეუვალი იქნება. მზისგან დამცავი კრემი არც სქელი უნდა იყოს და არც ძალიან თხევადი. სწორედ ასეთი საშუალება შეიწოვება ყველაზე სწრაფად, არ ტოვებს ცხიმისებრ ბზინვარებას და შესანიშნავადაც იცავს კანს.

როგორ დავიცვათ სახე მზისგან