ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები

- ფრჩხილის რომელი დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად?

- პირადად მე პრაქტიკაში ყველაზე ხშირად მხვდება ფრჩხილის სოკოვანი დაავადება - ონიქომიკოზი, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 2-4%-ს აქვს. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ფრჩხილს აზიანებს. შესაძლოა, პროცესში ჩართული იყოს როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ფრჩხილია დაზიანებული. ეს იმიტომ, რომ ერთი ფრჩხილის დაზიანებას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და სპეციალისტთან მხოლოდ მას შემდეგ მივდივართ, რაც ინფექცია სხვა ფრჩხილებზეც გადავა.

- ექიმთან დაგვიანებით მისვლა ალბათ იმის ბრალია, რომ სოკოვანი ინფექცია ერთი შეხედვით უვნებელი ჩანს, არ გვაყენებს ტკივილს, არ გვიქმნის დისკომფორტს...

- თავდაპირველად სოკო მართლაც არ იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვამჩნევთ, რომ ფრჩხილი მტვრევადი, ფხვიერი გახდა და ნელ-ნელა სხვებსაც იგივე ემართებათ.

- რა იწვევს ფრჩხილის სოკოვან დაავადებას?

- ონიქომიკოზს რამდენიმე სახეობის სოკო იწვევს. ინფექციამ ფრჩხილთან ერთად შეიძლება დააზიანოს კანი და თმაც. სოკო ადვილად გადაედება ერთი ადამიანისგან მეორეს. ხშირად დასნებოვნება ოჯახში, ონიქომიკოზით დაავადებული წევრის ფეხსაცმლის ან საერთო მოხმარების საგნების გამოყენების შედეგად ხდება. ინფიცირება ასევე შესაძლებელია აბანოში, საშხაპეში, სპორტულ დარბაზში, აუზში. ფრჩხილის სოკოვანი დაავადება უფრო იოლად ემართებათ იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს.

- როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის სოკოვანი დაავადება?

- ფრჩხილის სოკო მეტად მდგრადი ინფექციაა. დროთა განმავლობაში ის ფრჩხილის ყველა ნაწილს აზიანებს და სხვებზე გადადის. სოკოვანი დაავადებისას ფრჩხილს ფერი ეცვლება (ხდება თეთრი, რუხი, მოყვითალო, მოყავისფრო, შავი, მწვანეც კი), სქელდება, თანდათან ფხვიერდება და იშლება, დამუშავებისას არასწორად იჭრება. ფრჩხილის ფირფიტა გაუმჭვირვალე ხდება, ვინაიდან მასა და ფრჩხილის ფუძეს შორის სოკო მრავლდება. მკურნალობის გარეშე სოკოვანი ინფექცია დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტის მთელ სისქეში აღწევს და მის აშრევებას იწვევს.

- როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოვან დაავადებას?

- დავიწყებ იმით, რომ ფრჩხილის სოკოვანი დაავადების დიაგნოზი სპეციალისტმა, ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დასვას. დიაგნოზის დასაზუსტებლად ფრჩხილის დათვალიერება არ კმარა, აუცილებელია მისი ლაბორატორიული ანალიზი, რათა დადგინდეს, სოკოს რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მკურნალობის დაწყება: შეირჩევა ადგილობრივად მოსახმარი და შინაგანად მისაღები პრეპარატები. ამჟამად ქართულ სააფთიაქო ქსელში სოკოვანი ინფექციის სამკურნალო უამრავი საშუალება იყიდება. უთუოდ უნდა ითქვას, რომ სწორი და თანმიმდევრული მკურნალობის შედეგად ფრჩხილის სოკოვანი დაავადება იკურნება.

- რამდენად ხშირია რეციდივი?

- მკურნალობა დიდხანს გრძელდება - მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საჭიროა ფრჩხილის მთელი ფირფიტის გასაზრდელად. მოთმინება ყველას არ ჰყოფნის - ბევრი თერაპიას შუა გზაზე, მცირე შედეგის დანახვისთანავე ანებებს თავს, ამას კი რეციდივი მოჰყვება.

- მაინც რამდენი ხანია საჭირო, მკურნალობა ბოლომდე რომ მივიყვანოთ?

- ხელის ფრჩხილები 3-4 თვის განმავლობაში იზრდება, ფეხისა - კიდევ უფრო მეტხანს, 5-6 თვეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ დაიკავებს.

- როგორ შეიძლება ფრჩხილის სოკოვანი დაავადების თავიდან აცილება?

- პირველ ყოვლისა, აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერება, მეორე - საზოგადოებრივ აბანოებში, სპორტულ დარბაზებში, საშხაპეებში, საცურაო აუზში პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება. აუზიდან ამოსვლის შემდეგ როგორც ხელებზე, ისე ფეხებზე თითებს შორის არეები უნდა გავიწმინდოთ და დავიმუშაოთ ძმრის სუსტი ხსნარით ან სპირტით. გარდა ამისა, უნდა ვატაროთ შეძლებისდაგვარად ხარისხიანი, ნატურალური მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად.

- კიდევ რა ემუქრება ფრჩხილებს? არსებობს თუ არა ფრჩხილის არასოკოვანი დაავადებები?

- რაღა თქმა უნდა, არსებობს. მათი მიზეზია არასწორი კვება, თამბაქოს წევა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ინფექციები, იმუნიტეტის დაქვეითება, ინტოქსიკაცია. აქვე უნდა ვახსენოთ ფრჩხილების ქრონიკული ტრავმა, ფსორიაზი, ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი. ამ ფაქტორებით გამოწვეული ფრჩხილის ცვლილებები გარეგნულად შესაძლოა სოკოვან ინფექციას ჰგავდეს. ამიტომაც არის საჭირო კვალი-ფიციური დერმატოლოგის კონსულტაცია და ლაბორატორიული ანალიზი - თუ მიზეზი სხვაა, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა შედეგს, რასაკვირველია, არ გამოიღებს. ფრჩხილების ქრონიკულ ტრავმას შეცდომით ხშირად მიიჩნევენ ონიქომიკოზად. ტერფის თანდაყოლილმა დეფორმაციამ, მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებამ, აქტიურმა სპორტულმა ცხოვრებამ, განსაკუთრე-ბით - ფეხბურთით ან მძლეოსნობით გატაცებამ, შესაძლოა ფრჩხილის ფირფიტის ხშირი დაზიანება და ფრჩხილის ფუძიდან მისი მოცილება გამოიწვიოს. ხელის ფრჩხილების ხშირი ტრავმის მიზეზი შეიძლება იყოს პროფესიული საქმიანობა, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებთან მუდმივ კონტაქტს მოითხოვს.

გავრცელებული დერმატოლოგიური დაავადებების - ფსორიაზის, ეგზემისა და კონტაქტური დერმატი-ტის დროს პათოლოგიურ პროცესში ფრჩხილებიც ერთვება, რაც სოკოვანი დაავადების მსგავს სურათს ქმნის.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ფსორიაზმა ფრჩხილები დაგვიზიანა?

  • - ფსორიაზის დროს, სასურველია, ყველამ გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა:
  • ფრჩხილები, შეძლებისდაგვარად, მოკლედ დაიჭრას;
  • თავი არიდოს მიკროტრავმებს;
  • არ გაიკეთოს მანიკიური, ერიდოს სხვა კოსმეტიკურ პროცედურებსაც.
  • მავნე ნივთიერებებთან, მათ შორის - სარეცხ საშუალებებთან კონტაქტისას ჩაიცვას რეზინის ხელთათმანები.

- შეიძლება თუ არა, ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება ფრჩხილების იერის მიხედვით?

- მაგალითად, მოყვითალო ელფერის ფრჩხილი დამახასიათებელია მწეველთათვის, იმ მდგომარეობები-სთვის, როდესაც აღინიშნება სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასაკობრივი ცვლილებები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება, ფრჩხილის მოვლის უხარისხო საშუალებების გამოყენება. ღარები ფრჩხილის ზედაპირზე ჩნდება ანემიისას, დაუბალანსებელი კვებისას, ფრჩხილის ტრავმისას, ფრჩხილის არასწორი მოვლისას, ეს შეიძლება მემკვიდრეობით ფაქტორითაც იყოს განპირობებული.

- ფრჩხილის პათოლოგიებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ნუნებს. რისი ბრალია მათი აქერცვლა? როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- ნუნების აქერცვლას უმეტესად სარეცხი საშუალებების ხშირი ან ხანგრძლივი ხმარება, ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა, ფრჩხილებისა და ნუნების არასწორი მოვლა იწვევს. სათანადო ჰიგიენა ამ პრობლემას თავიდან აგაცილებთ. ნუნების აქერცვლის მიზეზი ავიტამინოზიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ექიმთან მისვლა, გამოკვლევა და ნაკლული ვიტამინის მარაგის შევსებაა საჭირო.

- ფრჩხილის აშრევებას მრავალი ქალი უჩივის. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა და როგორ ვებრძოლოთ მას?

- ფრჩხილების აშრევების ყველაზე გავრცელებული მიზეზია აუცილებელი მიკროელემენტების, მაგალითად, კალციუმის, რკინის ნაკლებობა. სხვა მიზეზებს შორის გამოვყოფდი ფრჩხილების გამოშრობასა და გამოფიტვას სარეცხი საშუალებების ხანგრძლივი ხმარების, ნესტიანი გარემოს ხანგრძლივი ზემოქმედების, ვიტამინების ნაკლებობის შედეგად. უკანასკნელი პრობლემის მოგვარება დღეს ძნელი არ არის - ფარმაცევტულ ბაზარზე ვიტამინებისა და მიკროელემენტების უამრავი კომპლექსი იყიდება, რომლებიც ფრჩხილის სტრუქტურის აღდგენისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს.

ფრჩხილების აშრევება მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ბევრი, ნაცვლად იმისა, რომ დერმატოლოგს მიმართოს, კოსმეტოლოგებსა და მანიკიურის ოსტატებს სთხოვს კონსულტაციას ან თვითმკურნალობას იწყებს.

- როგორ ვიკვებოთ, რომ ჯანსაღი ფრჩხილები გვქონდეს?

- მიირთვით სურსათი, რომელიც მდიდარია კალციუმით, რკინით და სხვა მიკროელემენტებით. სოკოვანი დაავადების მკურნალობისას არაფრით არ შეიძლება ალკოჰოლური სასმლის მიღება. ეცადეთ, დაიცვათ კვების ისეთი რეჟიმი, რომელიც ღვიძლს მაქსიმალურად დაზოგავს.