როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები

კარგია ფრჩხილებზე სუფრის ძმრის, შტოშის, შავი და წითელი მოცხარის წვენის წასმაც. ლიმონის წვენი არა მარტო ამაგრებს ფრჩხილებს, არამედ რამდენადმე აბაცებს კიდეც მათ, ამიტომ განსაკუთრებით დროულია მისი გამოყენება ფრჩხილების გაყვითლების დროს. ფრჩხილებს ამაგრებს 70 მლ წყლის, 5 გ შაბისა და 25 გ გლიცერინის ნარევის კომპრესიც. სიმყიფე და მტვრევადობა ფრჩხილების არაჯანსაღ, ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ამის მიზეზი შესაძლოა არასრულფასოვანი კვება, ავიტამინოზი იყოს. თუ ფრჩხილები კალციუმის ნაკლებობის გამო გაგითხელდათ და მტვრევადი გაგიხდათ, რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ რძის ნაწარმით, კერძოდ, ხაჭოთი. სამწუხაროდ, რჩხილების განშრევება ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ამ პრობლემასთან ბრძოლა მეტად მარტივი მეთოდით - მარილიანი აბაზანებით შეიძლება. ძალზე სასარგებლოა ზღვის ან ოკეანის მარილი ყოველგვარი დანამატისა და არომატიზატორის გარეშე. მარილი თბილ წყალში უნდა გახსნათ და თითის ფალანგები 20 წუთით გააჩეროთ ამ აბაზანაში. პროცედურა 10 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. პროფილაქტიკისთვის საკმარისია კვირაში ერთი აბაზანა. კატეგორიულად აკრძალულია სოდიანი აბაზანები! მათ ხშირად მიმართავენ ფრჩხილებიდან ჭუჭყისა და სიშავის მოსაშორებლად. მართალია, ეს პროცედურა სასარგებლოა ხელებისთვის, მაგრამ ფრჩხილები ამ დროს ბამბასავით რბილდება, ამიტომ ზედმიწევნით უნდა მოარიდოთ ფრჩხილები სოდიან წყალთან კონტაქტს.

ფრჩხილების გასამაგრებლად

  • აიღეთ 1 წილი ჯინჭარი, 1 წილი წიწმატურა, 2 წილი მხოხავი ჭანგას ფესვი, 3 წილი დიდგულას ყვავილი. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 6-8 საათით გააჩერეთ თერმოსში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კურსი 10-14-დღიანია.

ფრჩხილების კვებისთვის

  • მაგრად მოხარშეთ კვერცხი, გამოაცალეთ გული, გასრისეთ, დაამატეთ წყლის აბაზანაში გამდნარი 4 გ ცვილი და ატმის ზეთი სქელი მასის მიღებამდე. ეს ნაზავი ყოველღამე წაისვით ფრჩხილებზე. ფრჩხილების სიმყიფე და სისუსტე უმეტესად ორგანიზმში მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობითაა განპირობებული. ასეთ დროს რეკომენდებულია რაციონის გამდიდრება ბოსტნეულით, ხილითა და რძის ნაწარმით.
  • A ვიტამინი აუცილებელია ფრჩხილების ზრდისა და გამაგრებისთვის. მას შეიცავს ღვიძლი, მწვანილი, კარაქი, პომიდორი, სტაფილო.
  • B ვიტამინი ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდისთვის აუცილებელი ცილების ათვისებას. ის ბევრია კომბოსტოში, კვერცხის გულში, ხორბლის მარცვლების ღივში.
  • იოდი ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას. ამ ელემენტით მდიდარია ზღვის პროდუქტები, ისპანახი.
  • სილიციუმი მნიშვნელოვანი ელემენტია ფრჩხილების ელასტიკურობისა და სიმყარისთვის. მას ბოსტნეული შეიცავს.
  • კალციუმი განაპირობებს ფრჩხილების სიმაგრესა და სიჯანსაღეს. ის დიდი რაოდენობითაა რძის ნაწარმში.
  • რკინა აუცილებელია ფრჩხილების ნორმალური ფორმისა და სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის.
  • გოგირდი აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას, თავისი წვლილი შეაქვს ფრჩხილების ფორმირების პროცესში. შედის კომბოსტოს, ხახვის, კიტრის შემადგენლობაში.

გახსოვდეთ, ფრჩხილების ნორმალურ ზრდას აფერხებს არასრულფასოვანი კვება, არასწორი დიეტები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, ანემია (სისხლნაკლებობა), ჰორმონული დარღვევები და სხვა, ამიტომ მიხედეთ ჯანმრთელობას და მოიწესრიგეთ რაციონი, ხოლო მავნე ნივთიერებების გარეგანი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად უხეში სამუშაოს შესრულებისას დამცავი ხელთათმანები ჩაიცვით.