რატომ ვითარდება ცელულიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება ცელულიტი

ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი პათოლოგიური გამობურცვა შესაძლოა განიცადოს არა მხოლოდ ჭარბმა, არამედ მცირე რაოდენობის ცხიმოვანმა ქსოვილმაც (იგულისხმება პატარა ცხიმგროვა, რომელიც ყველას უნახავს). ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს უკვე კარგად ცნობილი “ფორთოხლის ქერქის” ეფექტი ყოველთვის არ ვლინდება ცელულიტის დროს. ის, ჩვეულებრივ, ჭარბწონიან ქალებთან უფრო აშკარა და თვალში საცემია, ვიდრე გამხდრებთან. სტატისტიკურად, ცელულიტი ქალების 80-95%-თან გვხვდება, მამაკაცებთან კი - პრაქტიკულად არასდროს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ცელულიტის პათოგენეზში დიდი წვლილი მიუძღვით ქალის სასქესო ჰორმონებს - ესტროგენებს.

განასხვავებენ ცელულიტის განვითარების ოთხ სტადიას.

პირველ სტადიაზე ცელულიტი არ ჩანს, ასე ვთქვათ, უხილავია. ქალს ეჩვენება, რომ ოდნავ გასუქდა, უფრო სწორად, შესივდა, რაც ლიმფურ ძარღვებში სითხის შეკავებასთანაა დაკავშირებული, თუმცა კანი ძველებურად გლუვი და სადაა.

მეორე სტადიაზე ვენური სისტემა უკვე ვეღარ ართმევს თავს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას და ვენური სისხლის მიმოქცევა, პრაქტიკულად, ირღვევა. შედეგად ქსოვილებში წნევა იმატებს, შეგუბებული სითხე აწვება ვენებს და ხელს უშლის სისხლის დინებას. ცხიმოვანი ჩანართები მკვრივდება. როგორც კი ჟანგბადის მიწოდება ფერხდება, ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, თანაც ბადისებურად, რის გამოც ძალიან წააგავს ფიჭას.

მესამე სტადიაზე “ფიჭა” მხოლოდ ცალკეულ უჯრედებს მოიცავს, კანის სტრუქტურა, ერთი შეხედვით, ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თუ მას ხელით ამოვბურცავთ (მოვზიდავთ ნაკეცში), ადვილად შევამჩნევთ “ფორთოხლის ქერქს”. იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ცელულიტის განვითარების ეს სტადია, შეიძლება ჩავატაროთ ე.წ. სითბური ტესტი. ამისთვის ხელები მტევნების ზურგისკენა ზედაპირებით უნდა გადავაჯვარედინოთ და ვისიმე დახმარებით შევამოწმოთ კანის ტემპერატურა. ცელულიტით გამორჩეულ უბნებში ტემპერატურა ყოველთვის რამდენადმე დაბალია. დიაგნოსტიკის კიდევ ერთი კრიტერიუმია ჩქმეტის სიმპტომი: რბილად, ფრთხილად, მაგრამ ძლიერად უნდა მოვუჭიროთ კანს ორი თითი, ცოტა ხანს ასე გვეჭიროს და მერე ერთბაშად (მკვეთრად) გავუშვათ. თუ მტკივნეული შეგრძნება არ გაჩნდა, ესე იგი ტესტი უარყოფითია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნერვული დაბოლოებები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ყველაფერი არ არის დაკარგული. თუმცა მესამე სტადიაზე ცელულიტის მკურნალობა საკმაოდ რთულია იმ შემაერთებელი ქსოვილის გამო, რომელიც უხვადაა განვითარებული და, ერთი მხრივ, კუნთებს, მეორე მხრივ კი კანს ემაგრება.

მეოთხე სტადიაზე ცელულიტი ყოველგვარი დამატებითი მანიპულაციის გარეშეც აშკარაა. რაც მთავარია, ქალს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, ზოგჯერ - არა მხოლოდ ფსიქოლოგიურს, არამედ ფიზიკურსაც. ცელულიტის უბნებში კანი ცივია და მოლურჯო ელფერი აქვს. ჩქმეტის სიმპტომი დადებითია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში ნერვული დაბოლოებებიც ჩართულია და ასეთი ცელულიტი უკვე ტკივილსაც იწვევს.

რატომ ვითარდება ცელულიტი

ლიპიდური ცვლის დარღვევისა და, შესაბამისად, ცელულიტის გამომწვევ მრავალრიცხოვან პირდაპირ (უშუალო) თუ ირიბ (ხელშემწყობ) ფაქტორებს შორის გამოიყოფა:

  • ჰორმონული დისბალანსი, უპირველეს ყოვლისა, საკვერცხეების დისფუნქცია, რომელსაც თან ახლავს სისხლში ესტროგენების დონის მომატება;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და სხვა ენდოკრინული დარღვევები;
  • ცილოვანი ცვლის მოშლა, კერძოდ, სისხლში ალბუმინის შემცველობის დაქვეითება;
  • მემკვიდრეობა;
  • კვების რეჟიმის დარღვევა;
  • ჰიპოდინამია ანუ ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • ქრონიკული სტრესი;
  • ქრონიკული დაღლილობა და სხვა.

რა ხდება ამ დროს

ცელულიტის პრობლემა შეიძლება განისაზღვროს როგორც წყლის შეკავებისადმი ცხიმოვანი ქსოვილის მიდრეკილება. შედეგად აღმოცენდება შეშუპება, რომელიც ზეწოლას ახდენს მეზობელი უბნების შემაერთებელ ქსოვილზე. ეს უკანასკნელი საპასუხო რეაქციის სახით იწყებს უფრო მკვრივი ბოჭკოების გამომუშავებას, რომლებიც ცხიმის გროვების იზოლირებას ახდენს და სისხლის მიმოქცევას აბრკოლებს. ყოველივე ამის შედეგად კანქვეშა ქსოვილში დამახასიათებელი გამობურცულობები ჩნდება. ზოგჯერ ისინი სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ანთებას განიცდის და მტკივნეული ხდება. საზოგადოდ, ადამიანის ორგანიზმის მთელ ცხიმოვან მასას სამ შრედ (ნაწილად) ყოფენ, რომლებსაც ერთმანეთისგან ადგილმდებარეობა და ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები განასხვავებს. მიჩნეულია, რომ ცხიმოვანი უჯრედების (ადიპოციტების) რაოდენობა ზრდასრულ ორგანიზმში შედარებით მუდმივია. შესაბამისად, ცხიმოვანი მასის ზრდა განპირობებულია ცხიმოვანი უჯრედების არა რაოდენობის, არამედ მოცულობის მატებით. ადიპოციტების დიამეტრი, გაცხიმოვნების დონისა და ცხიმოვანი ქსოვილის თავისებურებების კვალობაზე, თურმე 30-40-ჯერ შეიძლება გაიზარდოს. ცხიმოვანი მასის პირველი შრე ყველაზე ზედაპირული, კანსა და კუნთოვან ფასციებს (კუნთების მფარავ თხელ აპკს) შორის მდებარე შრეა. უმთავრესად სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის სხეულის პროპორციები და მოყვანილობა. სხვაგვარად რომ ვთქავთ, სწორედ იგი განსაზღვრავს სიმსუქნეს. ამ შრით სხეულის ფაქტობრივად მთელი ზედაპირია მოფენილი და ცელულიტითაც პრაქტიკულად სწორედ ის ზიანდება. ცხიმოვანი მასის მეორე შრე შედარებით ღრმად, კუნთოვანი ფასციის ქვეშ მდებარეობს. მისი მოცულობა პრაქტიკულად მუდმივია (სტაბილურია) და არ იცვლება გახდომის დროს. ცხიმოვანი მასის მესამე შრე შინაგანი ანუ ვისცერული შრეა. ის მუცლის ღრუშია მოთავსებული. ამ შრის ჰიპერტროფია ანუ განსაკუთრებული ზრდა უმთავრესად მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი და ღიპის გაჩენამდე მივყავართ.