დისჰიდროზი - დაავადება, რომელიც სეზონურად გვიტევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

დისჰიდროზი - დაავადება, რომელიც სეზონურად გვიტევს

დისჰიდროზი  - დაავადება, რომელიც სეზონურად გვიტევს
ზოგადი ინფორმაცია
დისჰიდროზი კანის დაავადებაა, რომელსაც ზოგჯერ ეგზემის სახესხვაობად მიიჩნევენ. მისთვის დამახასიათებელია საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევა, მათი დაცობა და კანზე წვრილი ბუშტუკების გაჩენა, რასაც წვა და ქავილი მოჰყვება. ყველაზე ხშირად დისჰიდროზი თან სდევს ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობას, როგორიცაა მომატებული ოფლიანობა.


დისჰიდროზის მიზეზები
დისჰიდროზის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებამდე შეიძლება მიგვიყვანოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ნერვული სისტემისა და შინაგანი სეკრეციის იმ ჯირკვლების მუშაობის დარღვევამ, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს;
  • ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატზე, მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკზე რეაქციამ;
  • გამაღიზიანებელი ნივთიერების კანზე მოხვედრამ (ასეთებია
    მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებები, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები, ნავთი, ტექნიკური ზეთები, საღებავები, ლაქები და სხვა);
  • ალერგიულმა რეაქციებმა და აუტოიმუნურმა მდგომარეობამ;
  • მომატებულმა ნერვულმა აღგზნებამ და ემოციურმა არასტაბილურობამ;
  • ხშირმა და ძლიერმა სტრესმა;
  • გონებრივმა და ფიზიკურმა გადაღლილობამ, გონებრივი გადაწვის სინდრომმა;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომმა;
  • ნევროზებმა და ფსიქიკურმა დარღვევებმა.

დისჰიდროზის სიმპტომები

დაავადების გამწვავება, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე და
შემოდგომაზე იწყება. დისჰიდროზი აზიანებს ხელისგულებს, თითების ფალანგებს და ფეხისგულებს. იშვიათად - მტევნისა და ტერფის ზედა ნაწილებს. ამ დროს ჩნდება წვრილი, ქინძისთავისოდენა ბუშტუკები, რომელთა შიგთავსი გამჭვირვალე მოვარდისფრო სითხეა. ბუშტუკები მკვრივია. ავადმყოფს ქავილი და წვა აწუხებს. ბუშტუკების ადგილას კანი შეშუპებული და შეწითლებულია. გამწვავების დროს ხელისგულების კანი უხეშდება, იწყებს აქერცვლას და წარმოიშობა ძლიერი ქავილის შეგრძნება. დისჰიდროზი არაგადამდები დაავადებაა, მაგრამ ძალზე შესამჩნევი, რითაც არცთუ მცირე უსიამოვნება მოაქვს პაციენტისთვის.

დისჰიდროზის გართულებები
თუ დისჰიდროზის დროს ბუშტუკები დაინფიცირდა, დაჩირქდება. მათი შიგთავსი გაუმჭვირვალე ხდება და მოყვითალო შეფერილობას იღებს. ძლიერდება ტკივილი, შეწითლება, შეშუპება. შესაძლოა, პაციენტის საერთო მდგომარეობაც გაუარესდეს, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ. ერთმანეთის მახლობლად მდებარე რამდენიმე ბუშტუკი შესაძლოა გაერთიანდეს და ერთ დიდ, დაჩირქებული წყლულის მსგავს წარმონაქმნად იქცეს. დისჰიდროზის გართულებებია აგრეთვე პანარიციუმი - თითის ჩირქოვანი ანთება და ლიმფანგიტი - ლიმფური სისხლძარღვის ანთება. ამ დროს კანქვეშ მტკივნეული დაჭიმულობა ჩნდება.

როგორ მოვიქცეთ?
არსებობს კანის დისჰიდროზის სახლის პირობებში მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ მათ საუკეთესო შემთხვევაში დროებითი ეფექტი აქვთ. დაავადების ეფექტური მკურნალობისთვის ჯობს, მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს. დისჰიდროზით დაავადებულნი სხვებს არ აინფიცირებენ. მათი ნივთების ხმარება და მათთ­ვის ხელის ჩამორთმევა არავითარ ვნებას არ მოგაყენებთ.

რა შეიძლება გააკეთოს ექიმმა?
დისჰიდროზის წარმატებით მკურნალობის მთავარი პირობა დაავადების პირველმიზეზის გამოვლენა და მისი სწორი მკურნალობაა, ამიტომ  დერმატოლოგი პაციენტს უპირველესად სხვა სპეციალისტებთან გზავნის გამოკვლევისა და კონსულტირებისთვის. დისჰიდროზის დროს მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს დამამშვიდებელ, ალერგიის საწინააღმდეგო, შარდმდენ პრეპარატებს, ასევე - წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენს ნერვული სისტემის იმ ნაწილების მუშაობაზე, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას განაგებს. ექიმი ნიშნავს წამლიან ნახვევებსაც. ბუშტუკების ინფიცირების დროს გამოიყენება ანტიბაქტერიული პრეპარატები და ანტისეპტიკები. მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულადაც, მაგრამ აუცილებლად სპეციალისტის კონტროლით.

პროგნოზი

დაავადების სიმძიმე ბუშტუკების ზომასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. ზოგი პაციენტი სავსებით იკურნება, ზოგჯერ კი  მკურნალობის კურსის დასრულებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დისჰიდროზი უკანვე ბრუნდება.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-02-2016
გიორგი
მაქვს დისჰიდროზი, მხოლოდ გაზაფხულზე. 3 ძალიან ცნობილი ექმიმიდან ვერცერთმა ვერ დამისვა დიაგნოზი (ამბობდნენ რომ ეგზემააო) და მე თვითონ ინტერნეტში მოძიებული სურათებით აღმოვაჩინე რომ ეს დისჰიდროზია. კლინიკა კანში ჭავჭავაძეზე ლეჩკომბინატთან მკურნალობენ და შედეგიც გამოიღო აღარ მაქვს
თარიღი : 20-10-2015
მირიანი
ეს დისჰიდროზი თავზე რო გქონდეს და მარტო ქერტლს და ქავილს რო იწვევდეს სჰეიდზლება? ტავისქალა დამსკდარი მაქ და ვერანაირად ვერ ვსჰველი და სახეც მექერცლება ბუსშტუკები არ მაქ მარა ცჰემ სჰვილს ქონდა ხელებზე და მაგიტო ვვარაუდობ რო ცჰემგან გამოყვა ხელებიც მექერცლება ოდნავ
თარიღი : 28-09-2015
მარი
ელოკომის მაზია კაი,კარგად შველის
თარიღი : 17-08-2015
თამუნა
სოდერმიქსს შეიძენთ ფარმადეპოს ქსელში
თარიღი : 22-06-2015
ნეტავ რას მკურნალობენ ჩვენი ბედოვლათი ექიმები, დისჰიდროზს რომ უმკურნალონ.
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ტალღოვანი, მოვარდისფრო, ან თეთრი ფრჩხილები, მათ შეფერილობასა და ფორმას ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია.
ბუნებრივმა საშუალებებმა შეიძლება დაამშვიდონ გამომშრალი და ქავილისკენ მიდრეკილი კანი, რომელიც ეგზემასთვის არის დამხასიათებელი.
ფსორიაზი კანის ქონიკული ანთებითი ხასიათის დაავადებაა.
მათ, ვისაც აკნე აქვთ, უკრძალავენ ბევრი შოკოლადის ჭამას, განსაკუთრებით თინეიჯერებს.
პიგმენტურ ლაქებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი - ელგუჯა ბერაია.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად